ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

2020 წელს დედამიწა უფრო სწრაფად ტრიალებდა, ვიდრე ბოლო 50 წელი

by ნატალია ჩიქოვანი 8 იანვარი, 2021
8 იანვარი, 2021 2.2K ნახვა

2020 წელი უჩვეულოზე სწრაფი იყო. თუ გრძნობთ, რომ დრო სწრაფად გადის, სინამდვილეში არ ცდებით. „მართლაც, ბოლო დროს დედამიწა უჩვეულოდ სწრაფად ტრიალებს.“ – იუწყება The Telegraph.

მეცნიერთა მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ერთი დღე-ღამე სრულ 24 საათს არ გრძელდება, არამედ საშუალოდ 0.5 მილიწამით მოკლეა.

მსოფლიო კოორდინირებული, იგივე უნივერსალური დროის ზუსტ ათვლაში 1960-იანი წლებიდან მკვლევრებს ატომური საათი ეხმარება, რომლის გასამართადაც აუცილებელია, რომ მოწყობილობის მიერ ნაჩვენები და ცაზე მზის მდებარეობის მიხედვით განსაზღვრული დრო ერთმანეთს ემთხვეოდეს. ამისთვის ბოლო ნახევარ საუკუნეში სპეციალისტებს სტანდარტული 24 საათისთვის ე. წ. კოორდინაციის წამის დამატება სულ 27-ჯერ დასჭირდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევებში დღე-ღამე ჩვეულებრივზე გრძელი იყო, ანუ დედამიწა შედარებით ნელა ბრუნავდა.

ამის შემდეგ ჩვენმა პლანეტამ ერთი ბრუნის შესრულება უფრო სწრაფად დაიწყო. მაგალითად, წინა წლის 19 ივლისი უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე მოკლე დღე იყო, რომელიც 24 საათს 1.4602 მილიწამით ჩამორჩა. ამით 2020-მა 2005 წელს დაფიქსირებულ რეკორდულ მაჩვენებელს 28-ჯერ გადააჭარბა. აღნიშნული ტენდენციის გამო, მეცნიერები ისტორიაში პირველად უარყოფითი კოორდინაციის წამის შემოღებაზე დაფიქრდნენ.

მკვლევრების თქმით, დროის ამგვარი ცვლილება მხოლოდ ატომური საათისთვისაა შესამჩნევი, თუმცა მან, შესაძლოა, გავლენა სატელიტებსა და სხვა საკომუნიკაციო მოწყობილობებზეც მოახდინოს, რომელთა სწორი ფუნქციონირება უნივერსალურ დროს ეფუძნება. ამჟამად ქრონომეტრისტები მსგავსი ხარვეზების თავიდან ასაცილებლად უარყოფითი კოორდინაციის წამის შემოღების საკითხს აქტიურად განიხილავენ. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ამისთვის ჯერ ადრეა, ზოგიერთი კი თავად შესწორებების შეტანის აუცილებლობას აყენებს ეჭვქვეშ. საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი, სავარაუდოდ, 2023 წელს ჩანიშნულ მსოფლიო რადიოკავშირის კონფერენციაზე მიიღებენ.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 4

    ასტროლოგია და ქრისტიანობა

    1 თებერვალი, 2022
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები