ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

2022 წელს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ქრისტიანთა დევნის ზრდაა მოსალოდნელი

by ნინო ხუროშვილი 10 იანვარი, 2022
10 იანვარი, 2022 1.1K ნახვა

რელიგიური თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Release International-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს მოსალოდნელია ქრისტიანთა დევნის ზრდა აფრიკაში, ჩრდილოეთ კორეაში, ავღანეთსა და ინდოეთში.  

ანგარიშში გაშუქებულია ინფორმაცია რამდენიმე ცხელი წერტილის შესახებ, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად იდევნებიან. მათ შორის არის საჰელის რეგიონი აფრიკაში, რომელშიც მოიაზრება ორი ქვეყანა: ბურკინა-ფასო და ნიგერია. ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთში ჯიჰადისტების თავდასხმათა გამო ქრისტიანები იძულებულნი არიან – ეკლესიების ნაცვლად სადმე, მალულად იკრიბებოდნენ. ფრანგული ჯარები ტოვებენ ამ ტერიტორიას, რამაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად შეუწყოს ხელი დევნის გაძლიერებას.

მეზობელ ნიგერიაში კი ქრისტიანები იდევნებიან „ბოკო ჰარამის“, ისლამური სახელმწიფოს და „ფულანის მწყემსების“ ტერორისტული დაჯგუფების წევრთა მიერ. ორგანიზაციის ერთ-ერთმა პარტნიორმა აღნიშნა, რომ ფულანის სამხედრო დაჯგუფების წევრებმა 50 სოფელზე მეტი დაანგრიეს და 5 ათასზე მეტი ქრისტიანი აიძულეს, დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ 2022 წელს უფრო მეტი თავდასხმაა მოსალოდნელი წინაასარჩევნო კამპანიის გამო.

2021 წელი რთული იყო ავღანეთში მცხოვრები ქრისტიანებისთვისაც, განსაკუთრებით, თალიბანის მმართველობაში მოსვლის შემდეგ. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, „ქრისტიანებს ეშინიათ იმის, რომ ოჯახის წევრებმა ან მეზობლებმა არ დაასმინონ“. ორგანიზაცია Release International-ის აღმასრულებელი დირექტორი, პოლ რობინსონი საუბრობს „ავღანეთში მზარდ ძალადობრივ დევნასთან დაკავშირებით“.  

დევნის გაძლიერების გარდა, 2022 წელს ავღანეთში ასევე მოსალოდნელია საკვების შემცირება მწირი მოსავლისა და შესუსტებული ეკონომიკის გამო. იგივე შეიძლება ითქვას ჩრდილოეთ კორეის შესახებ, სადაც გარდაუვალი შიმშილობაა მოსალოდნელი. ამას შეიძლება ქრისტიანთა დევნის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება მოჰყვეს შედეგად. ორგანიზაცია Open Doors-ის თანახმად, ჩრდილოეთ კორეა კვლავ პირველია იმ ქვეყნების სიაში, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად იდევნებიან.

ქრისტიანული რწმენა და მასთან დაკავშირებული საქმიანობა საერთოდ აკრძალულია ჩრდილოეთ კორეაში. აღმოჩენის შემთხვევაში, ქრისტიანებს სასტიკი სასჯელი ელოდებათ, მათ შორის, შრომით ბანაკებში გაგზავნა ან სიკვდილით დასჯა. მიუხედავად ამისა, ეკლესია მაინც იზრდება ჩრდილოეთ კორეაში.

ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია ინდოეთზეც, სადაც მემარჯვენე ინდუისტი ნაციონალისტები ცდილობენ ქრისტიანების კიდევ უფრო მეტად შევიწროებას. სწორედ ამიტომ სურთ მიიღონ კანონი იმის შესახებ, რომ სხვა რელიგიაზე ადამიანის მოქცევა კანონს ეწინააღმდეგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდუისტი სამხედროები ხაზს უსვამენ იმას, რომ ინდუიზმიდან ქრისტიანობაზე მოქცევა კანონსაწინააღმდეგოდ უნდა იქნეს მიჩნეული. მსგავსი კანონი უკვე მიიღეს ინდოეთის რამდენიმე შტატში.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 4

    უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

    2 თებერვალი, 2022
  • 5

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები