ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

25 დეკემბერს ქრისტიანთა დიდი ნაწილი შობას იზეიმებს

by ნატალია ჩიქოვანი 24 დეკემბერი, 2021
24 დეკემბერი, 2021 179 ნახვა

25 დეკემბერს მთელ მსოფლიოში, ქრისტიანთა დიდი ნაწილი მაცხოვრის შობას იზეიმებს. შობას აღნიშნავენ როგორც კათოლიკე მორწმუნეები, ასევე პროტესტანტები და მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების უმრავლესობა.

წელს შობას განსხვავებულად ხვდება იერუსალიმი. წმინდა ქალაქში მომლოცველთათვის დახურული იქნება მაცხოვრის შობის ტაძარი, „ომიკრონის“ შტამის გავრცელების გამო; თუმცა პანდემიის მიუხედავად, შობის დღესასწაულის მოახლოება იმედით და სიხარულით ავსებს გარემოს.

რომის პაპი დღეს 22:20 საათზე საშობაო მესას აღავლენს წმინდა პეტრეს ტაძარში და მთელი მსოფლიოს ქრისტიანებს სიტყვით მიმართავს.

დღესვე, ამერიკული ტელეარხის – „ფოქსნიუსის“ – ეთერიდან „პროტესტანტების პაპად“ წოდებულმა მქადაგებელმა ფრანკლინ გრემმა ქრისტიანებს დამდეგი შობა მიულოცა და განაცხადა, რომ მისი საშობაო გზავნილი თითოეული ადამიანისთვის სიყვარულია, რადგან ბიბლია მაცხოვრის შობის შესახებ ამბობს: „ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანეს 3:16).

„მინდა, ყველა ადამიანმა იცოდეს, რომ უფალს უყვარს, და ამიტომაც მოევლინა ქრისტე დედამიწას!“ – ამბობს ფრანკლინ გრემი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიების უმრავლესობაც შობას ახალი სტილით, 25 დეკემბერს აღნიშნავს. როგორც ცნობილია, 16 ავტოკეფალიური ეკლესიიდან 10, უძრავ საეკლესიო დღესასწაულებს ახალი კალენდარული სტილით ზეიმობს, ხოლო მოძრავს – ძველი კალენდარული სტილით. ეს ეკლესიებია: კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიის, საბერძნეთის, კვიპროსის, რუმინეთის, ბულგარეთის, ალბანეთის, ჩეხეთ-სლოვაკეთისა და ამერიკის ეკლესიები.

საქართველოში 25 დეკემბერს შობას იზეიმებენ კათოლიკური ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიები. ტრადიციისამებრ, ეკლესიათა უმრავლესობაში შობას ღამის თევით და სადღესასწაულო წირვის აღვლენით შეხვდებიან.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    თაყვანისცემის მნიშვნელობა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    სწორად აზროვნებას ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია

    24 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები