ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

BBC: ქრისტიანი ცოლ-ქმარი ექვსი წელია, ციხეში სასიკვდილო განაჩენის გასაჩივრების პასუხს ელის

by ნინო ხუროშვილი 5 ივნისი, 2020
5 ივნისი, 2020 198 ნახვა

შაგუფტა კაუსარიმ და მისმა მეუღლემ, შაფქატ ემანუელმა ბოლო ექვსი წელი ციხეში გაატარეს სასიკვდილო განაჩენის გასაჩივრების პასუხის მოლოდინში.

ეს არის ღარიბი ქრისტიანული ოჯახი, რომელიც ცხოვრობდა პაკისტანის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ გოჯრაში. მათ იმედი აქვთ, რომ ეს განსაცდელი დასრულდება მათი საქმის მოსმენისას ლაჰორის უზენაეს სასამართლოში, რომელიც ორშაბათისთვის არის დაგეგმილი.

მათმა დამცველმა, საიფ ულ მელუკიმ, რომელიც ასევე ასია ბიბის (ქალი, რომელსაც ღვთის გმობის გამო სასიკვდილო განაჩენი ჰქონდა გამოტანილი და რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ გაათავისუფლეს) დამცველი გახლდათ, განუცხადა BBC-ის, რომ წყვილის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებანი გაყალბებულია.

მისივე თქმით, შესაძლოა, მოსამართლეებმა არ გაამართლონ ეჭვმიტანილები, თუკი თავად იქნებიან ექსტრემისტების სამიზნე. ბოლო კვირებში სასამართლო სხდომები რამდენჯერმე გადაიდო პანდემიის გამო.

ცოლ-ქმარი 2014 წელს დაადანაშაულეს ადგილობრივი იმამისათვის მკრეხელური ტექსტური შეტყობინებების გაგზავნაში, სადაც შეურაცხყოფილი იყო წინასწარმეტყველი მუჰამედი. ნომერი შაგუფტა კაუსარის სახელზე იყო რეგისტრირებული. ღვთის გმობა პაკისტანში სიკვდილით ისჯება და მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო ჯერ არავინ დაუსჯიათ სიკვდილით, ათეულობით ადამიანი იქნა მოკლული ბრბოს მიერ ღვთის გმობის ბრალდების გამო.

შაგუფტას ძმამ BBC-ის უთხრა, რომ ეჭვი ეპარება იმასთან დაკავშირებით, ცოლ-ქმარს საერთოდ თუ შეეძლო ტექსტური შეტყობინებების დაწერა და გაგზავნა, რადგან მათ საამისო განათლება არ აქვთ. შაგუფტა დარაჯად მუშაობდა ქრისტიანულ სკოლაში, ხოლო მისი ქმარი ნაწილობრივ პარალიზებულია.

წყვილს ოთხი შვილი ჰყავს, რომლებიც, შაგუფტას ძმის თქმით, სტრესულ მდგომარეობაში არიან. მისივე ცნობით, შაფქატის ციხეში აწამებდნენ აღიარებითი ჩვენების მისაცემად და ფეხიც მოსტეხეს.

ადამიანთა უფლებების დაცველები აცხადებენ, რომ ღვთის გმობაში დადანაშაულება ხშირად გამოიყენება პირადი ანგარიშების გასასწორებლად ან რელიგიურ უმცირესობათა შესავიწროებლად. 


ამავე კატეგორიის

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 3

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022
  • 4

    30 ბიბლიური მუხლი რწმენის შესახებ

    21 იანვარი, 2021
  • 5

    პავლე მოციქულის 9 მითითება ქრისტიანთათვის

    16 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები