ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

CBN: შტატები მონაზვნებს, ფაქტობრივად, აბორტის დაფინანსებას აიძულებს

by ნინო ხუროშვილი 6 მაისი, 2020
6 მაისი, 2020 18 ნახვა

კათოლიკური მონაზვნური ორდენი „Little Sisters of the Poor“ („ღარიბთა პატარა დები“) დღეს, 6 მაისს აპირებს, დაასრულოს შვიდწლიანი დავა და ამისათვის სასამართლოს მიმართავს. არსებული პანდემიის პირობებში უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლე სატელეფონო ზარის მეშვეობით მოუსმენს ორივე მხარის არგუმენტებს.

„ესენი არიან კათოლიკური ორდენის მონაზვნები, რომლებიც ღარიბ მოხუცებსა და მომაკვდავებს ეხმარებიან, ყველაზე სუსტ და დაუცველ ადამიანებს, განსაკუთრებით ამ პანდემიის პერიოდში.“ ‒ აცხადებს უფროსი ადვოკატი დაიანა ვერმი, ბეკეტის რელიგიურ უფლებათა იურიდიული ჯგუფის წარმომადგენელი. დიანა ვერმი მონაზვნების უფლებადამცველია ამ სასამართლო დავისას.

ორდენს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც მან უარი განაცხადა 2010 წელს გამოცემული კანონის (The Affordable Care Act) შესრულებაზე. ხსენებული კანონი მოითხოვს, რომ დამსაქმებლებმა, რომლებიც დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევას უზრუნველყოფენ, ამ დაზღვევაში გაითვალისწინონ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებული ხარჯებიც. ახალი რეგულაცია იძულებულს გახდიდა მონაზვნებს, საკუთარი სინდისისა და მრწამსის წინააღმდეგ მოქცეულიყვნენ და დაეფარათ აბორტის გამომწვევი კონტრაცეპტივების ხარჯები საკუთარი ჯანდაცვის გეგმებში.

2016 წელს მონაზვნებმა მოიგეს დავა აშშ-ის უმაღლეს სასამართლოში და გათავისუფლდნენ ამ კანონის შესრულებისგან. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ზოგიერთი შტატი (მაგალითად, პენსილვანია) ისევ აღძრავს საქმეს უმაღლეს სასამართლოში.

დიანა ვერმმა „CBN News“-ს განუცხადა, რომ „შტატები ფედერალური მთავრობისგან ითხოვენ იმას, რომ მონაზვნებმა დაფარონ კონტრაცეპტივებთან დაკავშირებული ხარჯები. ეს შტატები ხელისუფლებას იმაში ედავებიან, რომ მას არ აქვს უფლება, რელიგიურ მოსაზრებათა გამო ადამიანთა ესა თუ ის ჯგუფი გაათავისუფლოს არსებული წესების შესრულებისგან. ეს დიდ საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანაში რელიგიურ უმცირესობათა დაცვის ხანგრძლივ ისტორიას.“

მონაზვნების ორდენი თუ წააგებს სასამართლო დავას, შესაძლოა, მას დაეკისროს ჯარიმა წელიწადში 60-70 მლნ. დოლარის ოდენობით.

სოციალური დისტანცირების გამო ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უზენაეს სასამართლოში მოსმენა სატელეფონო კავშირის საშუალებით გაიმართება.


ამავე კატეგორიის

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

ფრანკლინ გრემმა პუტინს და ზელენსკის მისწერა

1 აპრილი, 2022

ბიბლიის მკვლევრებმა უძველესი „წყევლის ფირფიტა“ გაშიფრეს

29 მარტი, 2022

მუსლიმანებმა ოჯახის წევრებს მჟავა შეასხეს გაქრისტიანების გამო

29 მარტი, 2022

ფრანკლინ გრემი უკრაინაში ჩავიდა

28 მარტი, 2022

„სასწაულები ხდება“ – ნამდვილი ისტორიები უკრაინიდან

16 მარტი, 2022

პენსიაზე გასულმა მასწავლებელმა საკუთარი დაკრძალვისთვის გადანახული თანხა დაზარალებული...

16 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები