ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

OPEN DOORS-ი ქრისტიანებს მოუწოდებს, ბოიკოტი გამოუცხადონ პეკინის 2022 წლის ოლიმპიადას

by ნინო ხუროშვილი 25 იანვარი, 2022
25 იანვარი, 2022 113 ნახვა

2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა პეკინში მომავალ თვეში დაიწყება. რელიგიური თავისუფლების დამცველი ორგანიზაციები ქრისტიანებს მოუწოდებენ, ბოიკოტი გამოუცხადონ ოლიმპიადას ჩინეთში ქრისტიანებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების დევნის გამო.

გასულ ოთხშაბათს საერთაშორისო უფლებადამცველმა ქრისტიანულმა ორგანიზაციამ Open Doors USA გამოაქვეყნა იმ 50 ქვეყნის სია, სადაც ყველაზე მეტად იდევნებიან ქრისტიანები. პრესკონფერენციაზე, სადაც ეს ჩამონათვალი იქნა წარდგენილი, ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ კერიმ ისაუბრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ქრისტიანთა და სხვა რელიგიურ უმცირესობათა დევნის შესახებ.

კერიმ ქრისტიანებს ოლიმპიადისათვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა.

„ეს ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ იყენებს ჩინეთი სპორტს, ფულსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინფრასტრუქტურაში ჩადებულ ინვესტიციებს იმისათვის, რომ მიჩქმალოს ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევები. ორგანიზაცია Open Doors USA მოუწოდებს თითოეულ ქრისტიანს, ბოიკოტი გამოუცხადოს ოლიმპიადას ჩინეთში დევნილი ჩვენი დებისა და ძმების სახელით.“ – ამბობს კერი.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოიკოტში იგულისხმა ის, რომ ქრისტიანებმა არ ადევნონ თვალი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ცოტა ხნის წინ დააწესა შეზღუდვა ბიბლიებისა და სხვა ქრისტიანული ლიტერატურის ონლაინგავრცელებაზე. მხოლოდ ის ჯგუფები შეძლებენ ბიბლიების დარიგებას, რომლებიც აღიარებენ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას და საკუთარ ქადაგებებზე ცენზურის დაწესების უფლებას მისცემენ მას.

ამავდროულად, ქრისტიანთა უფლებადამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციამ Voice of the Martyrs  წამოიწყო ლოცვითი კამპანია. ორგანიზაცია მოუწოდებს ქრისტიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ილოცონ ჩინეთში მცხოვრებ ქრისტიანებზე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას.

„ოლიმპიადა ყოველთვის სავსეა დიდებული სანახაობითა და შთამაგონებელი სპორტული მიღწევებით, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ მასპინძელ ქვეყანას არ სურს, რომ ვხედავდეთ დაპატიმრებულ ხუცესებს, ეკლესიათა დანგრეულ შენობებს და რელიგიური თავისუფლების აბსოლუტურ არარსებობას.“ – განაცხადა ორგანიზაციის სპიკერმა ტომ ნეტლტონმა.


ამავე კატეგორიის

მოზამბიკში 30-ზე მეტ ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს

13 ოქტომბერი, 2025

ევანგელისტი ქრისტიანისა და პოლიტიკური აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა

12 სექტემბერი, 2025

ჯონ მაკარტური − ცნობილი ამერიკელი ხუცესი და ღვთისმეტყველი...

15 ივლისი, 2025

ტელემახარებელი ჯიმი სვაგერტი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

2 ივლისი, 2025

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    „რწმენა მთებს დაძრავს“ – ბიბლიური ციტატები

    21 მაისი, 2021
  • 4

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021
  • 5

    რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

    21 თებერვალი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიახლეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
    • ბიბლიის კითხვის ერთწლიანი გეგმა
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • ბიბლიის პროექტი
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები