ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საზოგადოება

აშშ: მაქს ლუკადოს „ანტი-ლგბტქ“ შეხედულებების გამო მწვავედ აკრიტიკებენ

by ნინო ხუროშვილი 9 თებერვალი, 2021
9 თებერვალი, 2021 135 ნახვა

ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საკათედრო ტაძარმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ევანგელისტი ხუცესის მიწვევის გამო.

ვაშინგტონის საკათედრო ტაძარმა, რომელიც აშშ-ის ანგლიკანური ეკლესიის  მთავარი საეპისკოპოსო ტაძარია, 3 თებერვალს გამოაცხადა, რომ მომდევნო კვირას, 7 თებერვალს ავტორი და მწერალი, მაქს ლუკადო იქადაგებდა ონლაინ გამართულ ღვთისმსახურებაზე. ლუკადო ტეხასის შტატის, ქალაქს სან-ანტონიოში არსებული Oak Hills-ის ეკლესიის ხუცესია და ასევე არის სხვადასხვა წიგნის ავტორი. მისი წიგნები მსოფლიოს 54-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და გაყიდულია 120 მილიონ ეგზემპლარზე მეტი. 

კრიტიკა გამოიწვია ლუკადოს ტრადიციულმა, ბიბლიურმა შეხედულებებმა სექსუალურობასთან დაკავშირებით. ეპისკოპალური ეკლესიის ახალი ამბების ვებგვერდი წერს, რომ უკმაყოფილება გამოიწვია ლუკადოს ადრინდელმა განცხადებებმა „ჰომოსექსუალობასა და ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინებასთან“ დაკავშირებით, რასაც „მზარდი უარყოფითი რეაქცია მოჰყვა ეპისკოპალური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან“. მოწინააღმდეგეებმა ლუკადოს მიერ 2004 წელს დაწერილი სტატია მოიყვანეს არგუმენტად.  

ვებგვერდი Episcopal News-ი ლუკადოს შეხედულებებს „ანტი-ლგბტქ შეხედულებებს“ უწოდებს. 1,500-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას და მოწვევის გაუქმება მოითხოვა იმ მიზეზით, რომ ევანგელისტმა ხუცესმა „სერიოზული ზიანი მიაყენა“ ლგბტქ თემს. მიუხედავად ამისა, მაქს ლუკადომ მაინც იქადაგა კვირას, 7 თებერვალს. ქადაგება შეეხებოდა იმას, რომ სულიწმიდა ანიჭებს ადამიანს ღვთიურ სიმშვიდეს შფოთის დროს. 

„ძალიან სახიფათოა, როდესაც მხოლოდ მათთან გვაქვს ურთიერთობა, ვისაც ყველა საკითხში ვეთანხმებით. იმედი მაქვს, რომ ყველა ეკლესია შეძლებს, კარი გაუღოს განსხვავებულ შეხედულებებს.“ – განაცხადა ტაძრის უფროსმა სასულიერო პირმა, რენდი ჰოლერითმა.


ამავე კატეგორიის

„დავრჩით, რათა ხალხს ვემსახუროთ“ – უკრაინელი ქრისტიანი ქალის...

16 მარტი, 2022

ყოფილი მკვლელი, რომელიც ხუცესი გახდა

10 მარტი, 2022

„ზეცა რეალურია“ – არიზონაში ქალი ამტკიცებს, რომ გულის...

7 თებერვალი, 2022

კრის ტაკერმა 12-მილიონიან როლზე თქვა უარი ქრისტიანული შეხედულებების...

21 იანვარი, 2022

რას ცვლის თქვენთვის შობა?

24 დეკემბერი, 2021

საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი ქრისტიანი 98 წლის ასაკში...

1 დეკემბერი, 2021

„მადლობა ლოცვისთვის“ – ფრანკლინ გრემს გულის ოპერაცია ჩაუტარდა

10 ნოემბერი, 2021

ცნობილი მქადაგებელი მაქს ლუკადო ლოცვით მხარდაჭერას ითხოვს

13 სექტემბერი, 2021

ჯონ ვოიტი: „ჩემს უძლურებაში ღმერთი დამეხმარა“

22 ივლისი, 2021

ასია ბიბი: „სიკვდილით დასჯის მოლოდინმა ჩემი რწმენა უფრო...

22 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები