ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საზოგადოება

ისრაელის ელჩი: „საქართველო კეთილი სახლია ებრაელი ხალხისთვის“

by ნატალია ჩიქოვანი 28 იანვარი, 2021
28 იანვარი, 2021 195 ნახვა

„ყოველგვარი თავშეკავების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ანტისემიტიზმი თითქმის არ არსებობს საქართველოში. ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა. საქართველო არის კეთილი სახლი ებრაელი ხალხისთვის ორი ათასზე მეტი წლის განმავლობაში.“ – განაცხადა „რადიო თავისუფლებისთვის“ ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიცემულ ინტერვიუში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა.

ჰოლოკოსტთან დაკავშირებით მან საკუთარი მამისა და ბებიის ისტორია გაიხსენა, რომლებიც სასწაულებრივად გადაურჩნენ საკონცენტრაციო ბანაკს. მისი თქმით, ახალი ებრაული სახელმწიფო უმეტესად ჰოლოკოსტს გადარჩენილებმა ააშენეს და ამიტომაც, ჰოლკოსტი თითოეულ ებრაულ ოჯახს ეხება და დღემდე ეს ფაქტი დაღად ამჩნევია მთელ ერს. გიდორის აზრით, გადატანილი განსაცდელი ებრაელებს უფრო მეტად აძლიერებს და ამ ტრაგიკული ისტორიული მაგალითიდან არა მარტო ებრაელებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ უნდა ისწავლოს გაკვეთილი.

„დღეისთვის, როცა ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში – გენოციდის მცდელობას, რასიზმს, ქსენოფობიას, ჰომოფობიას, ქალთა მიმართ ძალადობას – კაცი იფიქრებდა, რომ ეს ყველაფერი 21-ე საუკუნეში მხოლოდ ისტორიის სახელმძღვანელოებშიღა იქნებოდა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ყველა ეს უარყოფითი ფენომენი ძლიერდება. მთავარი გაკვეთილი არის ის, რომ არასდროს უნდა დახუჭო თვალი, არასდროს უნდა უგულებელყო რასისტული ან ქსენოფობიური განცხადებები.“ – თქვა მან ინტერვიუში.

ელჩი შეეხო ცოტა ხნის წინ საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც და იმ ანტისემიტურ განცხადებებს, რომლებიც რელიგიური ლიდერების მხრიდან იყო გაჟღერებული. თუმცა, მიუხედავად ამ უსიამოვნო ფაქტისა, ის კვლავ ფიქრობს, რომ საქართველოში ანტისემიტიზმი თითქმის არ არსებობს და საქართველო 2000 წელზე მეტია, „კეთილი სახლია“ ებრაელებისთვის.

„საქმე ის არის, რომ როცა წავაწყდებით ანტისემიტურ განცხადებას – არ აქვს მნიშვნელობა, ეს განზრახვით იყო თუ წამოცდენით – არ შეიძლება ამის უგულებელყოფა, რადგან უგულებელყოფის შემთხვევაში ის გავრცელდება კოვიდის ვირუსივით. უნდა მიხედო, ვიდრე მცირეა. პირველად ასეთი განცხადება წამოვიდა ქუთაისიდან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძალიან მაღალი რანგის სასულიერო პირისგან. მაშინ შევეცადე, ამაზე მეპასუხა ძალიან მორიდებით და დიპლომატიურად. თუმცა, ორ კვირაზე ნაკლებ დროში კიდევ ერთი, უარესი განცხადება წამოვიდა. იმედი მქონდა, რომ ეს განცხადება მკაცრად იქნებოდა დაგმობილი საქართველოს მაღალი ისტაბლიშმენტის მიერ. თუმცა, როცა დავინახე გარკვეული ყოყმანი, აღარაფერი მრჩებოდა გარდა იმისა, რომ თავად გამომექვეყნებინა განცხადება.

მთელი ისტორიის განმავლობაში ებრაელებს ყოველთვის უსწორდებოდნენ სამი თუ ოთხი სტერეოტიპის საფუძველზე. ერთი მათგანი იმაზეა, რომ ებრაელებს უყვართ ფული, არიან მდიდრები და ძუნწები და რომ მათ აქვთ არაპროპორციული ძალაუფლება: ებრაელები აკონტროლებენ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ცენტრალურ ბანკებს. და რომ ყოველი ბანკისა თუ მდიდარი მოვაჭრის უკან ებრაელი იმალება და რა თქმა უნდა ის, რომ მთელ მსოფლიოში ებრაელები კოორდინირებულად მოქმედებენ, რომ მაქსიმალური ხეირი ნახონ ებრაელებისთვის. ყველაზე ცნობილი და სამარცხვინო ტექსტი, რომელიც ინახავს სტერეოტიპებს, არის „სიონის ბრძენთა კრების ოქმები“, რომელიც შეიქმნა ცარისტულ რუსეთში, მე-19 საუკუნეში და მას შემდეგ იბეჭდება და იბეჭდება მისი ათასგვარი ვარიანტი. ისეც ხდება, რომ ადამიანები ამბობენ – არა, მე კი არ ვფიქრობ ასე, ვციტირებ, ასე წერია ბიბლიაში ან წმინდა წერილში. ანდა, წმინდა ამბროსიმ თქვა ასე, მე კი არ ვამბობ. იცით, ჩვენ სოციალური მედიის ეპოქაში ვცხოვრობთ. თუკი აიღებ ერთ ციტატას უკონტექსტოდ, ის სრულიად სხვა შინაარსს იძენს. 

როგორც აღნიშნეთ, მე მქონდა მკვეთრი რეაგირება, რის შემდეგაც ისრაელის საელჩოსკენ წამოვიდა თანაგრძნობის, მხარდაჭერის ნიაღვარი როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისგან, აგრეთვე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრ ზალკალიანისგან, არამედ სახალხო დამცველისგან და ბევრი სხვისგან. ასე რომ, პარადოქსია, მაგრამ ის ორი აღმაშფოთებელი განცხადება აღმოჩნდა ჩვენს ორ ერს შორის მეგობრობისა და თანაგრძნობის გაძლიერების ხელშემწყობი. სიამოვნებით ჩავაბარებ ამ ინციდენტს წარსულს და იმედია, მომავალში აღარ იქნება მსგავსი განცხადებები ან პროვოკაციები, რადგან, როგორც აღვნიშნე, საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ანტისემიტიზმი და იმედია, არც არასდროს იქნება.“ – თქვა ელჩმა.

ინტერვიუს დასასრულს ელჩმა გამოსავლად მეტი განათლება და თითოეულ ქსენოფობიურ, რასისტულ, ანტისემიტურ თუ სხვა აღმაშფოთებელ კომენტარზე მყისიერი საზოგადოებრივი რეაგირება დაასახელა.


ამავე კატეგორიის

„დავრჩით, რათა ხალხს ვემსახუროთ“ – უკრაინელი ქრისტიანი ქალის...

16 მარტი, 2022

ყოფილი მკვლელი, რომელიც ხუცესი გახდა

10 მარტი, 2022

„ზეცა რეალურია“ – არიზონაში ქალი ამტკიცებს, რომ გულის...

7 თებერვალი, 2022

კრის ტაკერმა 12-მილიონიან როლზე თქვა უარი ქრისტიანული შეხედულებების...

21 იანვარი, 2022

რას ცვლის თქვენთვის შობა?

24 დეკემბერი, 2021

საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი ქრისტიანი 98 წლის ასაკში...

1 დეკემბერი, 2021

„მადლობა ლოცვისთვის“ – ფრანკლინ გრემს გულის ოპერაცია ჩაუტარდა

10 ნოემბერი, 2021

ცნობილი მქადაგებელი მაქს ლუკადო ლოცვით მხარდაჭერას ითხოვს

13 სექტემბერი, 2021

ჯონ ვოიტი: „ჩემს უძლურებაში ღმერთი დამეხმარა“

22 ივლისი, 2021

ასია ბიბი: „სიკვდილით დასჯის მოლოდინმა ჩემი რწმენა უფრო...

22 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები