ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საზოგადოება

ყოფილი მკვლელი, რომელიც ხუცესი გახდა

by ნინო ხუროშვილი 10 მარტი, 2022
10 მარტი, 2022 190 ნახვა

რკინის კარის გაღების ხმა იმას ნიშნავს, რომ ხორხე ანგუილანტე პინეროს ციხიდან გამოდის ყოველ შაბათს. ის სახლში მიდის 24 საათით, რათა ღვთისმსახურება ჩაატაროს პატარა ევანგელურ ეკლესიაში, რომელიც თავად დააარსა ძალადობით ყველაზე მეტად ცნობილი არგენტინის ერთი ქალაქის ავტოფარეხში. სანამ ციხიდან გამოვა, მცველები ხელბორკილებს ხსნიან „ტახუელას“ – ამ სახელით იცნობდნენ მას კრიმინალურ სამყაროში. მცველები ჩუმად უყურებენ კაცს, რომელიც ადრე მკვლელი იყო და ხუცესი გახდა. 1.85 სმ-ის სიმაღლის ჩასხმული მამაკაცის ტანზე არსებული სვირინგები წარსულის ცხოვრების ნაშთებია, იმ ცხოვრებისა, როცა ის მკვლელი იყო. „ტახუელა“ ციხის საკანში დილის 8 საათზე უნდა დაბრუნდეს.  

ხორხე ციხეში ყოფნისას მოექცა ქრისტეს რწმენაზე. არგენტინის პროვინცია სანტა-ფესა და მის დედაქალაქში – როზარიოში მის გარდა სხვა ბევრი პატიმარია ისეთი, ვინც ქრისტე ირწმუნა გისოსებს მიღმა. მოზარდები ნარკოტიკებით არალეგალურ ვაჭრობას იწყებენ და შემდეგ ძალადობის მორევი ითრევთ, საიდანაც ბევრი თავს ვერ აღწევს: ზოგი კვდება, ზოგიც ციხეში ხვდება. ციხეები ორ მთავარ ძალად არის დაყოფილი: ნარკობარონებად და მქადაგებლებად.     

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არგენტინაში ციხის უფროსები ხელს უწყობდნენ პატიმართა ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებსაც ასევე მორწმუნე პატიმრები ხელმძღვანელობდნენ. საპყრობილის კორპუსები, სადაც მორწმუნეები იმყოფებიან, სხვა კორპუსებს ჰგავს: სუფთაა და ღია ფერებად შეღებილი; არის სამზარეულოები, ტელევიზორები და აუდიომოწყობილობა, რაც აქ ლოცვის შეხვედრებისთვის გამოიყენება.

თუმცაღა ასეთი კორპუსები უფრო მეტად უსაფრთხოა, ვიდრე ჩვეულებრივი საკნები. ჩხუბის, მოწევის, ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარების ამკრძალავი წესების დარღვევისთვის პატიმრებს ჩვეულებრივ ციხეში აბრუნებენ.

„ჩვენ მშვიდობა მიგვაქვს ციხეებში. ევანგელისტური ციხის კორპუსებში არეულობა არასოდეს ყოფილა. ეს ციხის უფროსებისთვის უკეთესია“, – ამბობს ღირსი დავიდ სენსინი, როზარიოში არსებული რედილ დე კრისტოს ეკლესიის წინამძღვარი. შესვლას აკონტროლებენ ციხის ზედამხედველები და საპატიმროს კორპუსების ხელმძღვანელები (რომლებიც ხუცესების ფუნქციას ასრულებენ).

ქალაქი როზარიო დიდი საპორტო ქალაქია, სადაც 1.3 მლნ ადამიანი ცხოვრობს, თუმცა აქ სიღარიბისა და დანაშაულის მაღალი მაჩვენებელია.  

ანგუილანტე ამბობს, რომ ის მკვლელი იყო ერთ დროს, მაგრამ ღვთის სიტყვამ იგი „ახალ ადამიანად“ აქცია. 2014 წელს მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს 24 წლის ხესუს ტრიგოს მკვლელობისათვის. ანგუილანტე იმასაც ამბობს, რომ მოკლულის სახე არ ასვენებს ღამით და ცდილობს, ლოცვის მეშვეობით დაივიწყოს ეს მოგონება.

არგენტინაში, ისევე, როგორც ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებში სახარებისეული რწმენა, ძირითადად, ვრცელდება „ყველა სუსტ და დაუცველ სექტორში, მათ შორის, პატიმრებს შორის“, – ამბობს ვერონიკა ხიმენესი, არგენტინის სამეცნიერო და ტექნიკური კვლევის ნაციონალური საბჭოს მკვლევარი.

პაპი ფრანცისკეს სამშობლოში რომაულ-კათოლიკური ეკლესია ჯერ კიდევ დომინანტური რელიგიაა, მაგრამ კვლევის შედეგების მიხედვით, არგენტინაში მცხოვრებ კათოლიკეთა პროცენტული მაჩვენებელი 76.5%-დან 62.9%-მდე დაეცა 2008-2019 წლებს შორის შუალედში. ევანგელისტების რიცხვი კი 9%-დან 15.3%-მდე გაიზარდა.


ამავე კატეგორიის

„დავრჩით, რათა ხალხს ვემსახუროთ“ – უკრაინელი ქრისტიანი ქალის...

16 მარტი, 2022

„ზეცა რეალურია“ – არიზონაში ქალი ამტკიცებს, რომ გულის...

7 თებერვალი, 2022

კრის ტაკერმა 12-მილიონიან როლზე თქვა უარი ქრისტიანული შეხედულებების...

21 იანვარი, 2022

რას ცვლის თქვენთვის შობა?

24 დეკემბერი, 2021

საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი ქრისტიანი 98 წლის ასაკში...

1 დეკემბერი, 2021

„მადლობა ლოცვისთვის“ – ფრანკლინ გრემს გულის ოპერაცია ჩაუტარდა

10 ნოემბერი, 2021

ცნობილი მქადაგებელი მაქს ლუკადო ლოცვით მხარდაჭერას ითხოვს

13 სექტემბერი, 2021

ჯონ ვოიტი: „ჩემს უძლურებაში ღმერთი დამეხმარა“

22 ივლისი, 2021

ასია ბიბი: „სიკვდილით დასჯის მოლოდინმა ჩემი რწმენა უფრო...

22 ივლისი, 2021

ტიმ კელერი: „სიმსივნემ უკან დაიხია“

21 ივნისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები