ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საზოგადოება

20 წელი სუდანის მთებში – გმირი ქრისტიანი ექიმის ისტორია

by ნატალია ჩიქოვანი 20 იანვარი, 2020
20 იანვარი, 2020 86 ნახვა

თითქმის ოცი წელია გასული მას შემდეგ, რაც ამერიკელი კათოლიკე მისიონერი ტომ კატენა აფრიკაში ჩავიდა. ამ თვეში იგი თავისი მსახურების 20 წლის იუბილეს იზეიმებს, რამდენადაც უკვე კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება.

კატენა წარმოშობით ნიუ-იორკიდანაა. იგი ერთადერთი ქირურგია, რომელიც სუდანში ნუბას მთებში მცხოვრებ 1,3 მილიონ ადამიანს ემსახურება. აღნიშნულ ტერიტორიებზე კი ხშირია დაპირისპირებანი სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის.

დიუკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ფლოტის ყოფილმა ექიმმა ინტერვიუში თქვა, რომ 2000-იან წლებში იგი კენიაში ჩასვლას მხოლოდ ერთი წლით გეგმავდა, მაგრამ ერთს კიდევ მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და, საბოლოოდ, მან იგრძნო ძლიერი სურვილი, რომ 2008 წელს ჰოსპიტალი სუდანის ტერიტორიაზე, საომარ ზონაში გაეხსნა, იქ, სადაც სამედიცინო დახმარება ყველას ძალიან სჭირდებოდა, რადგან მოსახლეობა გენოციდისა და შიმშილის წინაშე იდგა.

„როდესაც აქ ჩამოვედი, რა თქმა უნდა, ეს ნამდვილად იყო სერიოზული გამოწვევა, მაგრამ თუნდაც ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი სხვაგან არსად ვისურვებდი ყოფნას. მაშინაც კი, როცა ყველაფერი ცუდად მიდის, ომია და ჩვენ, სამედიცინო პერსონალი სიკვდილის საფრთხის წინაშე ვდგავართ, აქ დარჩენის ძლიერ სურვილს ვგრძნობ.“ ‒ თქვა მან.

ახლა დარჩენის მიზეზი მას ნამდვილად აქვს, რადგან სამწელიწად-ნახევრის წინ ადგილობრივ მანდილოსანზე იქორწინა და ახლა თავის მეუღლესთან ერთად ელოდება ერთი წლის სამხრეთ სუდანელი ბავშვის შვილებას.

კატენას დღე დილის 6 საათზე იწყება. იგი ჯერ წირვას ესწრება და შემდეგ მიდის ჰოსპიტალში. იქ 435 საწოლია და ამასთანავე იგი კიდევ სხვა ექვს კლინიკას უწევს დახმარებას. კატენას თქმით, ჰოსპიტალი ყოველდღიურად 200-დან 500-მდე პაციენტს ემსახურება. მათი რაოდენობა, ძირითადად, წლის დროსა და მიმდინარე საომარ პროცესებზეა დამოკიდებული. ჰოსპიტალში მომსახურების ფართო სპექტრია.

„ფაქტობრივად, ყველა სახის დაავადებასთან გვიწევს შრომა. ტროპიკული დაავადებები, მალარია, პნევმონია, ტუბერკულოზი, კეთრი, სიმსივნის ყველა სახეობა და ქირურგიული ოპერაციები.“- ამბობს კატენა.

ჰოსპიტალი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ბოლო წლებში, სამხედრო მოქმედებები დაცხრა. შედეგად, ჰოსპიტალში გაზრდილია პაციენტების რიცხვი, რადგან ახლა უკვე სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებული ტერიტორიებიდანაც მოდიან მსურველნი.

კატენა, ფაქტობრივად, ერთადერთი ქირურგია რეგიონში, სადაც მილიონი დაავადებული და დასახიჩრებული ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ კატენა ცდილობს, საღამოს 10 საათზე დაიძინოს, იგი მაინც მზადაა ღამის განმავლობაში გადაუდებელი ქირურგიული დახმარების აღმოსაჩენად.

ჰოსპიტლის ბიუჯეტი ამ ეტაპზე წლიურად 1 მილიონი ამერიკული დოლარია. ამ წლის აპრილში კატენა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს უკვე დაგეგმილ საქველმოქმედო კამპანიაში, სახელად „ნუბა 2020.“

„ჩვენი მომსახურება ძალიან იაფია. დაახლოებით, 20 ცენტი ერთი ვიზიტი, რაც, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი ჰოსპიტლის ფუნქციონირებისთვის. თითქმის მთელ თანხას ჩვენი დონორებისგან ვიღებთ. საქველმოქმედო ღონისძიებებს ყოველწლიურად არ ვატარებთ, თუმცა „ნუბა 2020“-ის მიზანი ჰოსპიტლის ფინანსურად დაზღვევაა, რათა კიდევ 10, 20, 30 წელი უწყვეტად გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც ახლა ვაკეთებთ.“ ‒ თქვა კატენამ.

კატენას სურვილია ამერიკის უნივერსიტეტებში გლობალური ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის შესახებ ასწავლოს. კითხვას, ოდესმე დაბრუნდებოდა თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მან უპასუხა: „ალბათ დავბრუნდები, მაგრამ უკვე მოხუცებული, როცა აღარ მექნება საკმარისი ენერგია აქ საშრომად. აქ მუშაობა ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. ალბათ, მოხუცებულობაში მოვძებნიდი საქმეს, რომელიც ასეთ აქტიურ, ყოველდღიურ ჩართულობას არ მოითხოვს ჩემგან. ამერიკაში დაბრუნება შესაძლებელია, მაგრამ ეს ოჯახსა და სხვა მრავალ რამეზეა დამოკიდებული.“

2016 წელს გადაიღეს დოკუმენტური ფილმი „ნუბას გული“, რომელშიც სწორედ ექიმ კატენასა და მისი საქმიანობის შესახებაა მოთხრობილი. 2017 წელს მან მიიღო ცნობილი „ავრორას“ პრიზი კაცობრიობის გამოღვიძებისთვის.


ამავე კატეგორიის

„დავრჩით, რათა ხალხს ვემსახუროთ“ – უკრაინელი ქრისტიანი ქალის...

16 მარტი, 2022

ყოფილი მკვლელი, რომელიც ხუცესი გახდა

10 მარტი, 2022

„ზეცა რეალურია“ – არიზონაში ქალი ამტკიცებს, რომ გულის...

7 თებერვალი, 2022

კრის ტაკერმა 12-მილიონიან როლზე თქვა უარი ქრისტიანული შეხედულებების...

21 იანვარი, 2022

რას ცვლის თქვენთვის შობა?

24 დეკემბერი, 2021

საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი ქრისტიანი 98 წლის ასაკში...

1 დეკემბერი, 2021

„მადლობა ლოცვისთვის“ – ფრანკლინ გრემს გულის ოპერაცია ჩაუტარდა

10 ნოემბერი, 2021

ცნობილი მქადაგებელი მაქს ლუკადო ლოცვით მხარდაჭერას ითხოვს

13 სექტემბერი, 2021

ჯონ ვოიტი: „ჩემს უძლურებაში ღმერთი დამეხმარა“

22 ივლისი, 2021

ასია ბიბი: „სიკვდილით დასჯის მოლოდინმა ჩემი რწმენა უფრო...

22 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხო, თუ ძალა გჭირდება

    9 ნოემბერი, 2020
  • 5

    წარმართული ქრისტიანობა, ანუ სისხლიანი დღესასწაული

    23 ნოემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები