ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საზოგადოება

28 იანვარს ებრაელები „ტუ ბიშვატს“ ზეიმობენ

by ნატალია ჩიქოვანი 28 იანვარი, 2021
28 იანვარი, 2021 248 ნახვა

დღეს ებრაელები „ტუ ბიშვატს“ აღნიშნავენ. ეს ძველი ებრაული დღესასწაული გახლავთ, რომელიც ცნობილია, როგორც „ხეთა ახალი წელი“. ის ცნობილია ასევე, როგორც „ებრაული დედამიწის დღე“.

ტრადიციულად, ისრაელში ახალ წელს ოჯახი ხეს რგავს, საზეიმო სუფრას კი შვიდი სახეობის მარცვლოვანი კულტურითა და ხილით ამშვენებს. განსაკუთრებით იმ სახეობებით, რითაც განთქმულია ისრაელის მიწა. საზეიმო სუფრაზე ხშირად გვხვდება ბიბლიაში, მეორე რჯულის მე-8 თავში ჩამოთვლილი კულტურები: ხორბალი, ქერი, ყურძენი, ლეღვი, ბროწეული, ზეთისხილი და ფინიკი (რომელიც ხშირად თაფლის სახელითაა მოხსენიებული ბიბლიაში).

„ტუ ბიშვატის“ თავდაპირველი, ისტორიული მიზანი იყო ხეხილის ასაკის გამოთვლა, რაც ძველ ისრაელში მცხოვრებ ებრაელებს ეხმარებოდა ლევიანების 19:23-25-ში ნათქვამი ბიბლიური ბრძანებულების შესასრულებლად.

„როცა შეხვალთ ქვეყანაში და რომელიმე მსხმოიარე ხეს დარგავთ, მიიჩნიეთ მისი ნაყოფი წინადაუცვეთლად. სამი წელი უნდა იყოს თქვენთვის წინადაუცვეთლად, არ უნდა შეიჭამოს; მეოთხე წელს იყოს ყოველი მისი ნაყოფი წმინდა, უფლის საქებარ შესაწირად. მეხუთე წელს ჭამეთ მისი ნაყოფი, რათა შეიძინოთ მისი მოსავალი. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.“ (ბიბლია, ლევიანები 19: 23-25).

დღეს დღესასწაულს უფრო ფართო ეკოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ამ დღეს ებრაელთა ოჯახები ხეებს რგავენ და გარემოს დაცვით სხვადასხვა კამპანიაში ერთვებიან. ისინი იხსენებენ და სხვებსაც ახსენებენ, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვა გვმართებს.

„’ტუ ბიშვატი’ კარგი შეხსენებაა ჩვენი კავშირის შესახებ დედამიწასთან. ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ როდესაც ხეებს ზიანს ვაყენებთ, ამით საკუთარ თავს ვაზიანებთ. ‘ტუ ბიშვატი’ მხიარული დღესასწაულია, მაგრამ ის გვაფიქრებს იმის შესახებ, რომ დედამიწის ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობაა და ეს სულ უნდა გვახსოვდეს.“ – ამბობს დევიდ კრანცი, მწვანე სიონისტური ალიანსის თავმჯდომარე.

P.S. ქრისტიანული არხი  დღესასწაულს ულოცავს ებრაელ ერს, განსაკუთრებით, ქართველ ებრაელთა თემს.


ამავე კატეგორიის

„დავრჩით, რათა ხალხს ვემსახუროთ“ – უკრაინელი ქრისტიანი ქალის...

16 მარტი, 2022

ყოფილი მკვლელი, რომელიც ხუცესი გახდა

10 მარტი, 2022

„ზეცა რეალურია“ – არიზონაში ქალი ამტკიცებს, რომ გულის...

7 თებერვალი, 2022

კრის ტაკერმა 12-მილიონიან როლზე თქვა უარი ქრისტიანული შეხედულებების...

21 იანვარი, 2022

რას ცვლის თქვენთვის შობა?

24 დეკემბერი, 2021

საბჭოთა რეჟიმის მიერ დევნილი ქრისტიანი 98 წლის ასაკში...

1 დეკემბერი, 2021

„მადლობა ლოცვისთვის“ – ფრანკლინ გრემს გულის ოპერაცია ჩაუტარდა

10 ნოემბერი, 2021

ცნობილი მქადაგებელი მაქს ლუკადო ლოცვით მხარდაჭერას ითხოვს

13 სექტემბერი, 2021

ჯონ ვოიტი: „ჩემს უძლურებაში ღმერთი დამეხმარა“

22 ივლისი, 2021

ასია ბიბი: „სიკვდილით დასჯის მოლოდინმა ჩემი რწმენა უფრო...

22 ივლისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები