ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საქართველო

ადვენტისტ აბიტურიენტებს გამოცდა, რომელიც შაბათს ემთხვეოდა, სხვა დღეს არ გადაუტანეს

by ნატალია ჩიქოვანი 15 ივლისი, 2020
15 ივლისი, 2020 146 ნახვა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა ორ აბიტურიენტს, რომლებიც ადვენტისტური ეკლესიის წევრები არიან, გადაუტანონ შაბათს, 18 ივლისს დანიშნული ინგლისურის გამოცდა. მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრებისთვის შაბათი დღე ღვთისმსახურების დღეა და მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია ამ დღეს საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვა. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა (TDI) დღეს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ.

„ორმა აბიტურიენტმა – მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრებმა, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართეს 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს.

ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება. მათი ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში. წელს მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ იუდაიზმის მიმდევარი აბიტურიენტებიც.

სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხების[1] მიხედვით, აბიტურიენტების განცხადებებში აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გამოცდების განრიგი უკვე დამტკიცებულია.

საყურადღებოა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 9 ივნისის ბრძანებით[2] განისაზღვრა გამოცდების განრიგი, რომლის მიხედვით, ინგლისური ენის გამოცდა დანიშნულია სამ სხვადასხვა დღეს – კერძოდ, 17, 18 და 19 ივლისს. ის თარიღი კი, კონკრეტულად რომელ დღეს უნდა მიეღოთ გამოცდაში მონაწილეობა აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა 27 ივნისს. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტებმა, რომლებიც საკუთარი რწმენის გამო გამოცდაზე ვერ გავლენ შაბათ დღეს, გამოცდაში მონაწილეობა მიიღონ 17 ან 19 ივლისს.

როდესაც არსებობს გამოცდაში მონაწილეობის ალტერნატიული დღეების შესაძლებლობა და იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტებმა დროულად მიმართეს განცხადებით სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდის სხვა დღეს გადატანის თხოვნით, დაირღვევა მათი რელიგიისა და რწმენის თავისუფლება; ასევე ირღვევა აბიტურიენტების უფლება განათლებაზე, ვინაიდან საკითხისადმი სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდები ვერ შეძლებენ, ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2020 წელს და სწავლა განაგრძონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. სახელმწიფო უწყების უარი არის ასევე დისკრიმინაციული.

საგანგაშოა, რომ სახელმწიფოს არ აქვს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მიმართ მგრძნობელობა და საკუთარ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვასა და განხორციელებაში, უგულებელყოფს ამ ფუნდამენტურ უფლებას.

“რელიგიისა თუ რწმენის ნიადაგზე შეუწყნარებლობის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” გაეროს დეკლარაციის მიხედვით, რელიგიის და რწმენის თავისუფლება მოიცავს რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების უფლებას[3].

TDI-ის მიერ 15 ივლისს წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებით მოთხოვნილია დროებითი განჩინების მიღება, რათა ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ორ წევრს მიეცეს შესაძლებლობა, ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარონ 17 ან 19 ივლისს, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა.

სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების წარდგენის შემდგომ, TDI სარჩელით მიმართავს სასამართლოს გამოცდის გადატანაზე უარის ბათილად ცნობის, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. საკითხს ასევე სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველი.” – ნათქვამია TDI-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ამავე კატეგორიის

საქართველოს ევანგელური ალიანსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს...

26 თებერვალი, 2023

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია „რწმენის ძალა“

17 ნოემბერი, 2022

სოლა ფორუმი 2022: რელიგიის თავისუფლება საქართველოში

28 ოქტომბერი, 2022

ქალთა კონფერენცია „ჰუალინგში“

25 ივლისი, 2022

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ ბუჩას კადრებს ეხმაურება

8 აპრილი, 2022

„ხმა აიმაღლეთ უსამართლობის წინააღმდეგ“ – „ევანგელური ალიანსი“ განცხადებას...

14 მარტი, 2022

„საშობაო ზარების“ კამპანია თბილისში

22 დეკემბერი, 2021

„ანგელოზის ხე“ – „ხსნის არმიის“ საქველმოქმედო აქცია ბავშვებისთვის

1 დეკემბერი, 2021

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა

16 ნოემბერი, 2021

რელიგიური ორგანიზაციები ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

10 ნოემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები