ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საქართველო

„ნატვრის ხე“ – „ხსნის არმიის„ საშობაო პროექტი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის

by ნატალია ჩიქოვანი 2 დეკემბერი, 2020
2 დეკემბერი, 2020 398 ნახვა

1-ლი დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე „ისტ პოინტის“ და „თბილისი მოლის“, ასევე „კარფურის“ ფილიალებში უცნაურად გაფორმებულ ნაძვის ხეებს შეხვდებით. საშობაო ხის ტოტები სათამაშოების ნაცვლად პატარების საშობაო სურვილებითაა მორთული. ეს „ხსნის არმიის“ საშობაო-საახალწლო სოციალური პროექტი გახლავთ.

„ნატვრის ხე“, იგივე „ანგელოზის ხე“ 2010 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებში, ასევე ბავშვთა სახლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საახალწლო საჩუქრების შეგროვებას.

„ნატვრის ხეები“ წარმოდგენილია „ისტ პოინტის“ და „თბილისი მოლის“, ასევე „კარფურის“ ფილიალებში, სადაც „ხსნის არმიელი“ მოხალისეები ელიან რიგით ადამიანებს, რომლებიც მოისურვებენ – პასუხისმგებლობა აიღონ ერთი ბავშვისთვის შობის გალამაზებაზე.

პროექტში მონაწილების მიღება შეუძლიათ კომპანიებს, ოჯახებს, კერძო პირებსა და საინიციატივო ჯგუფებს, რომელთაც სურთ, გახდნენ პროექტის ერთ-ერთი დონორი. მონაწილეობის მსურველებს გადაეცემათ სპეციალური ბარათები, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია ბავშვის და მისი საახალწლო სურვილის შესახებ. ბავშვები, რომელთა სურვილებსაც „ხსნის არმია“ სექტემბრიდან აგროვებს ბავშვთა სახლებსა და დღის ცენტრებში, არიან საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან.

„თითოეული თქვენგანის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. გთხოვთ, გვერდს ნუ ჩაუვლით პატარების სურვილებს და დაეხმარეთ ბავშვებს, რომ შობა-ახალი წელი იყოს მათთვის ნამდვილი დღესასწაული.“ – ამბობს „ხსნის არმიის“ რეგიონალური ლიდერი სოფიო ბახტაძე.

შეგახსენებთ, რომ „ხსნის არმია“ ქრისტიანული ეკლესიაა, რომელიც ცნობილია საქველმოქმედო და სოციალური პროექტებით. „ხსნის არმია“ 1865 წელს დაარსდა ლონდონში მეუღლეების, უილიამ და კეტრინ ბუთების მიერ და ახალმა მოძრაობამ სწრაფად პოვა გავრცელება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. დღესდღეობით, ეკლესია მსოფლიოს 130 ქვეყანაში მოღვაწეობს, მათ შორის საქართველოში 1993 წლიდან.

თუ თქვენ გსურთ, მიიღოთ მონაწილეობა პროექტში და გახდეთ სპონსორი, დაუკავშირდით:

Sophia.bakhtadze@eet.salvationarmy.org / Tel: +995 598 19 07 08

Victoria.tungia@eet.salvationarmy.org / Tel: +995 599 39 62 01

Nino.galustian@eet.salvationarmy.org / Tel: +995 593 53 03 12


ამავე კატეგორიის

საქართველოს ევანგელური ალიანსი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს...

26 თებერვალი, 2023

საერთაშორისო ქრისტიანული კონფერენცია „რწმენის ძალა“

17 ნოემბერი, 2022

სოლა ფორუმი 2022: რელიგიის თავისუფლება საქართველოში

28 ოქტომბერი, 2022

ქალთა კონფერენცია „ჰუალინგში“

25 ივლისი, 2022

„საქართველოს ევანგელური ალიანსი“ ბუჩას კადრებს ეხმაურება

8 აპრილი, 2022

„ხმა აიმაღლეთ უსამართლობის წინააღმდეგ“ – „ევანგელური ალიანსი“ განცხადებას...

14 მარტი, 2022

„საშობაო ზარების“ კამპანია თბილისში

22 დეკემბერი, 2021

„ანგელოზის ხე“ – „ხსნის არმიის“ საქველმოქმედო აქცია ბავშვებისთვის

1 დეკემბერი, 2021

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა

16 ნოემბერი, 2021

რელიგიური ორგანიზაციები ქალთა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ

10 ნოემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები