ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რუბრიკა

რიჩარდ ვურმბრანდის ციტატები

by ნინო ხუროშვილი 15 ივლისი, 2021
15 ივლისი, 2021 175 ნახვა

რიჩარდ ვურმბრანდი, იგივე ნიკოლაი იონესკუ (1909-2001) გახლდათ ებრაული წარმოშობის რუმინელი ლუთერანი სასულიერო პირი, საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პედაგოგი. მისი სახელი მრავალი ადამიანისათვის არის ცნობილი მთელ მსოფლიოში. მან 14 წელი რუმინეთის ერთ-ერთ ციხეში გაატარა, თავისი რწმენის და ასევე იმის გამო, რომ მარქსიზმ-ლენინიზმისა და თავის ქვეყანაში არსებული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა.

ღმერთი იმის მიხედვით კი არ განგვსჯის, თუ რამდენის გადატანა მოგვიხდა, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეგვეძლო სიყვარული.
რიჩარდ ვურმბრანდი

ყოველი ჩვენგანი როდია მოწოდებული მოწამეობრივი აღსასრულისათვის, მაგრამ ყოველ ჩვენგანს მოგვეთხოვება, გვქონდეს და ბოლომდე შევინარჩუნოთ თვითშეწირვისა და სიყვარულის იგივე სულისკვეთება, როგორიც რწმენისათვის წამებულებს ჰქონდათ.
რიჩარდ ვურმბრანდი

მწამდა ღმერთის? გამოცდის წინაშე ვიდექი. მარტო ვიყავი. არც შემოსავალი მქონდა, არც რაიმე კარგი იდეა. ღმერთი მხოლოდ ტანჯვას მთავაზობდა. შევძლებდი, რომ კვლავ მყვარებოდა უფალი?
რიჩარდ ვურმბრანდი

ეძებ იესოს? სად ეძებდი მას აქამდე? დღის დასაწყისში დაფიქრდი იმაზე, სად წახვალ და ვის შეხვდები დღის განმავლობაში და წარმოიდგინე იესო, რომელიც შენ გვერდით იქნება ყველგან, სადაც წახვალ და ყველასთან, ვისაც ნახავ.
რიჩარდ ვურმბრანდი

ლუთერი ამბობდა, რომ ყოველი ქრისტიანი არის ‘simul justus et peccator, comprehensor et viator’ ანუ, ‘ერთდროულად მართალიც და ცოდვილიც’, ადამიანი, რომელმაც მიზანს თან უკვე მიაღწია და თან ჯერ კიდევ ისწრაფვის მისკენ.
რიჩარდ ვურმბრანდი

ადამიანს სწამს არა იმის, რასაც ამბობს, არამედ იმის, რის გამოც სიკვდილისთვისაც მზად არის.
რიჩარდ ვურმბრანდი

რწმენა, რომელიც შეიძლება ტანჯვამ გაანადგუროს, არ არის რწმენა.
რიჩარდ ვურმბრანდი

საუკეთესო ქრისტიანებსაც კი აწუხებთ კითხვა: ‘რატომ მოავლენს ხოლმე ყოვლისშემძლე ღმერთი ტანჯვას, ან რატომ უშვებს მას?’ როცა მსგავსი ფიქრები შეგაწუხებთ, უთხარით საკუთარ თავს: ‘მე ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ვსწავლობ. ქრისტიანული ცხოვრების უნივერსიტეტს როცა დავამთავრებ, მაშინ უკეთ შევიმეცნებ ღმერთის გზებს და ეჭვებიც გაიფანტება’.
რიჩარდ ვურმბრანდი

ის, ვინც იესოს ეძებს, იქ უნდა იპოვოს იგი, სადაც ადამიანებს შიათ, სწყურიათ, სადაც ისინი მიტოვებულნი არიან, სადაც შიშვლები და ავადმყოფები არიან, სადაც ციხეში სხედან. ის, ვინც შორს იქნება მსგავსი ადგილებისგან, შორს იქნება იესოსგანაც.
რიჩარდ ვურმბრანდი


ამავე კატეგორიის

ფრანკლინ გრემი აღდგომას უკრაინაში შეხვდება

15 აპრილი, 2022

მიკაელ აგრიკოლა − ფინური დამწერლობის მამა და რეფორმატორი

16 ნოემბერი, 2021

როგორ გვამართლებს ღმერთი ცოდვილებს? – ციტატები

10 ნოემბერი, 2021

რა არის ნათლობა? – ციტატები

20 ოქტომბერი, 2021

ბრიტანეთის საბჭო ფრანკლინ გრემს ბოდიშს უხდის „იმედის ფესტივალის“...

22 ივლისი, 2021

ბიბლიური ციტატები თავმდაბლობის შესახებ

31 მაისი, 2021

სანამ წარმატებას მიაღწევდნენ

18 მაისი, 2021

ქორწინება: ბედნიერების მოპოვება თუ პიროვნული გაუმჯობესება?

18 მაისი, 2021

იანუშ კორჩაკი – ყველა ადამიანი არამზადა როდია

18 მაისი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები