ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

ომის ქრონიკები – გმირები, რომლებიც გასაქცევს არ ეძებდნენ

by ნატალია ჩიქოვანი 7 აგვისტო, 2020
7 აგვისტო, 2020 378 ნახვა

ვიღაცისთვის ცხელი ზაფხულის სასიამოვნო მოგონება, ვიღაცისთვის კი საუკუნედ გადაქცეული გრძელი დღეები საყვარელი ადამიანების მოლოდინში ფრონტის ხაზიდან… ვიღაცისთვის სიცოცხლის დასასრულიც…

მახსოვს საინფორმაციო გამოშვება და ხალხში ტალღასავით გარბენილი: „ომი დაიწყო!“ რაღაცნაირი სიჩუმე, მხოლოდ ომის დროს რომ იცის, მძიმე, უემოციო და უსიტყვოდ გაზიარებული ტკივილი.

სიკვდილის სიახლოვე და მომავლის სათუოობა. შეწყვეტილი სიცილი და სერიოზულობა, რომელიც არყოფნის შესაძლებლობას მოაქვს… ომი – ეს ვიღაცისთვის მშვიდობის ანტონიმია, მისთვის კი, ვინც ომის საშინელება საკუთარ თავზე გამოცადა, ის კითხვის ნიშანს სვამს სიტყვა „მომავალთან“…

მახსოვს უსასრულო კოლონები გზებზე და დაცლილი ქალაქები. რიგები ბენზინგასამართ სადგურებზე, ქალებითა და ბავშვებით სავსე მანქანები და ბომბდამშენის ხმაზე შიში ახალგაზრდა დედის თვალებში, რომელიც მთელი ძალით იკრავდა გულში პატარას… ყურადღებას ჯიპიდან გადმოსული კაცი იპყრობს, შიშისგან გაფართოებული თვალებით და სამი ოქროს ჯაჭვით კისერზე, „გაავსე! საზღვრამდე უნდა მეყოს,“ – ეუბნება ოპერატორს და ნერვიულად იფშვნეტს ხელებს… ეს ეპიზოდი ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში, როგორც კონტრასტი იმ გმირებისა, რომლებიც გასაქცევს არ ეძებდნენ…

იყო ხალხი, რომელმაც საკუთარი გეგმები გვერდზე გადადო და ომში წავიდა; იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკუთარ თავზე მეტად სხვები ადარდებდნენ; იყვნენ გმირები იარაღით და უიარაღოდ – ადამიანები, რომლებიც აკეთებდნენ იმას, რაც საერთო საქმეს წაადგებოდა: ვიღაც იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე, მავანი საერთაშორისო ასპარეზზე იცავდა საქართველოს ინტერესებს, ვიღაც სიცოცხლეს სწირავდა კადრებისთვის, ვიღაც ობიექტურად აშუქებდა სინამდვილეს, სხვა ცოცხალ ჯაჭვში იდგა… ვიღაც ლოცულობდა… ვისაც რითი შეეძლო, ისე იბრძოდა.

მერე იყო ეკრანთან გატარებული დღეები და ყოველდღიური ცნობები შეწყვეტილ სიცოცხლეებზე, გადმოცემა-გადმოცემით მოსული ამბები ახლობლებზე, რომლებიც ოკუპირებულ სოფლებში ჩარჩნენ, დაკარგული ახლობლები… ყველაზე ხშირი სიტყვა „ღმერთო“ და დავიწყებული ლოცვის გახსენება… მერე იყო სიტყვები: ნასახლარი, ნასოფლარი, ნაომარი… უფრო მერე – შაოსანი… ობოლი… ქვრივი… და ტკივილი.

მერე… მერე 12 წელი გავიდა და სიტყვა „ოკუპაცია“ ჩვენი ყოველდღიურობა გახდა, მათ შორის „მცოცავიც“.

მავთულხლართები სულ უფრო ახლოს მოიწევენ დედაქალაქისკენ და რაც უფრო ახლოს მოდის მოწინააღმდეგე, მით უფრო გაურკვეველი ხდება სიტყვა „მტრის“ დეფინიცია…

ბრძოლა გრძელდება და დღესაც ყველამ ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც მაშინ – ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. ერთი რამ კი ყველას ნამდვილად შეგვიძლია – ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისთვის!

პატივს მივაგებთ აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას.

ავტორი: ნატალია ჩიქოვანი


ამავე კატეგორიის

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

24 მაისი, 2022

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

21 თებერვალი, 2022

ტრაგედია თუ დანაშაული?

12 ოქტომბერი, 2021

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

9 თებერვალი, 2021

მაიკ პენსი: „მე შევასრულებ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დადებულ...

8 იანვარი, 2021

„უკანასკნელი ბრძოლა“ – „ნარნიის ქრონიკების“ ავტორის გაფრთხილება ჩვენს...

6 იანვარი, 2021

2020 წლის ანგარიში: ქვეყნები, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად...

5 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები