ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ანალიტიკური სტატიები

ტოლკინის უცნობი ნამუშევრები და ქრისტიანული რწმენის გავლენა მის შემოქმედებაზე

by ნინო ხუროშვილი 8 დეკემბერი, 2020
8 დეკემბერი, 2020 538 ნახვა

2021 წლის ივნისში გამომცემლობა ჰარპერ-კოლინზი ინგლისელი მწერლის, ჯონ ტოლკინის აქამდე უცნობი ნამუშევრების კრებულს გამოუშვებს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კრებული, სახელწოდებით „შუა ხმელეთის ბუნება“ „ჰობიტისა“ და „ბეჭდების მბრძანებლის“ მოქმედების ადგილისადმი იქნება მიძღვნილი. წიგნი გამოგონილი კონტინენტის გეოგრაფიაზე, ისტორიასა და მოსახლეობის შესახებ მოგვითხრობს. გამომცემლები იძლევიან დაპირებას, რომ წიგნი „მკითხველს სილმარილიონის, დაუსრულებელი მოთხრობებისა და ბეჭდების მბრძანებლის სამყაროში დააბრუნებს“.

მკითხველი უკვე დიდი ხანია იცნობს ჯ. რ. რ. ტოლკინის ნაწარმოებებს. „ჰობიტი“, ტოლკინის პირველი ამბავი შუა ხმელეთის შესახებ, გამოქვეყნდა 1937 წელს. მას მოჰყვა „ბეჭდების მბრძანებელი“ 1954 და 1955 წლებში.

გამომცემლობის დირექტორის მოადგილე, კრის სმიტი ამბობს, რომ ჯ. რ. რ. ტოლკინი შუა ხმელეთის შესახებ გარდაცვალებამდე განაგრძობდა წერას.

„მისთვის შუა ხმელეთი მთელი სამყაროს ნაწილი გახლდათ, რომელსაც გამოკვლევა სჭირდებოდა. ‘შუა ხმელეთის ბუნების’ ჩანაწერები კი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ მოგზაურობდა ავტორი თავისი უნიკალური ქმნილების უკეთ შესამეცნებლად.“ – ამბობს სმიტი.

ჩანაწერები შეეხება ელფების უკვდავობასა და გარდასახვას, ვალარების ბუნებას, შუა ხმელეთის სულებს, ნუმენორის მიწებსა და მხეცებს, გონდორის სამეფოს გეოგრაფიასა და ასე შემდეგ.

ჩანაწერებს დაარედაქტირებს  კარლ ფ. ჰოსტეტერი, ტოლკინის ექსპერტი და ელფთა ლინგვისტური ერთობის ხელმძღვანელი. ჰოსტეტერი აქამდე ტოლკინის უმცროს ვაჟთან, კრისტოფერთან, თანამშრომლობდა, რომელიც გარდაცვალებამდე მამის სიკვდილის შემდგომ დანატოვარს უწევდა ზედამხედველობას.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში კი ჰარპერ-კოლინზის გამომცემლობამ გამოსცა ტოლკინის მანამდე გამოუქვეყნებელი შრომები, მათ შორის: „ჰურინის შვილები, „ბერენი და ლუთიენი“ და „გონდოლინის დაცემა“.

ლიტერატურაზე დაკვირვებიდან ცხადი ხდება, რომ თითოეული ავტორი, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, საკუთარი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე ქმნის ნაწარმოებს. ჯ. რ. რ. ტოლკინიც არ არის გამონაკლისი, რომელიც გულმხურვალე კათოლიკე გახლდათ. „მე ქრისტიანი ვარ“, წერს ის და ეს მის წიგნებშიც ჩანს. ქრისტიანობა „ბეჭდების მბრძანებელში“ წარმოდგენილია არა როგორც ალეგორია, არა, როგორც ანალოგია, არამედ როგორც ფუძემდებლური წინაპირობა. ტოლკინს არ უყვარდა ალეგორია და ამბობდა, რომ წერდა ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, ამიტომაც მისი წიგნები სავსე იყო ქრისტიანული სიმბოლოებით.

„ბეჭდების მბრძანებელში“, რომელსაც ავტორი „არსებითად რელიგიურ და კათოლიკურ ნაშრომს“ უწოდებდა, ერთმანეთშია ჩაქსოვილი ტოლკინის წინარე-ქრისტიანული ეპიკური ფანტაზია და ქრისტიანული შეხედულებანი.

„ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიის პირველი ნაწილი 1954 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ შუა ხმელეთი აღაფრთოვანებდა მკითხველს და ცვლიდა მათ ცხოვრებას. ტოლკინის ნაწარმოებში ჩადებული სიმბოლიზმისა და შუა ხმელეთის შესახებ დაწერილმა ისტორიებმა ფილმების, ხელოვნებისა და ლიტერატურის მეშვეობით მნიშვნელოვანი კულტურული გავლენა იქონია ადამიანებზე.  

ტოლკინის ნაწარმოებში ხორცშესხმულია იუდეურ-ქრისტიანული თვალთახედვა სიკეთესა და ბოროტებასთან დაკავშირებით. ბოროტება წარმოდგენილია, როგორც დაცემული ან გადაგვარებული სიკეთე. შესაძლოა, ამ თვალთახედვას საუკეთესოდ ასახავს უმაღლესი ელფის, ელრონდის სიტყვები: „დასაწყისში არაფერია ბოროტი. საურონიც კი არ იყო ბოროტი“.

ნაცვლად ბოროტებისგან გაქცევისა, ტოლკინი თავის მკითხველს სიკეთის განმათავისუფლებელ რეალობაში გადასვლის შესაძლებლობას აძლევს. შუა ხმელეთის მცხოვრებლები არ იცნობენ სამპიროვან ღმერთს, მაგრამ იციან, რომ ღმერთი ერთია.  

„სილმარილიონში“ ღმერთს „ილუვატარი“ ეწოდება, რომელმაც თავისი სულით აღავსო მთელი კოსმოსი. სამყაროში ყოველივეს ილუვატარის შემოქმედების ანაბეჭდი ატყვია. ილუვატარი, თავისი 15 ვალარის მეშვეობით ქმნის კოსმოსის მუსიკას. ვალარები პოლითეისტური ღვთაებები არ არიან. ისინი ილუვატარის მიერ არიან შექმნილნი. ვალარები არიან სულები, რომლებსაც არ გააჩნიათ სხეულებრივი არსებობა და შესაბამისად, მარადიულად ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, იგულისხმება, რომ მათ აქვთ ფორმა და სქესი. განსხეულდებიან მამრად ან მდედრად, რათა ილუვატარის შვილები იცნობდნენ მათ და უყვარდეთ ისინი. ვალარების შემდეგ დგანან უფრო ნაკლები ძალაუფლების მქონე მაიარები. მათზე დაბლა არიან ელფები და ენტები, შემდეგ ადამიანები და ჰობიტები, ბოლოს კი ჯუჯები.


ამავე კატეგორიის

პიეტიზმი: მისი ისტორიული მნიშვნელობა და გავლენა პროტესტანტიზმზე

7 ნოემბერი, 2022

დრო მდინარეა, ჩვენ კი კენჭები

27 სექტემბერი, 2022

ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

7 ივნისი, 2022

როგორია ეკლესიის მომავალი მეტავერსის სამყაროში?

24 მაისი, 2022

რამდენი ქრისტიანია დღეს მსოფლიოში?

21 თებერვალი, 2022

ტრაგედია თუ დანაშაული?

12 ოქტომბერი, 2021

ჩრდილოეთ კორეა – ქრისტიანთა მიწიერი ჯოჯოხეთი

9 თებერვალი, 2021

მაიკ პენსი: „მე შევასრულებ ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე დადებულ...

8 იანვარი, 2021

„უკანასკნელი ბრძოლა“ – „ნარნიის ქრონიკების“ ავტორის გაფრთხილება ჩვენს...

6 იანვარი, 2021

2020 წლის ანგარიში: ქვეყნები, სადაც ქრისტიანები ყველაზე მეტად...

5 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ღმერთი მოწყალეა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020
  • 4

    წერილი, რომელმაც არაერთი ოჯახი გადაარჩინა განქორწინებას

    18 დეკემბერი, 2020
  • 5

    სიამაყის 5 ნიღაბი

    23 მარტი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები