ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
რჩევები

როგორ განვრისხდეთ ისე, რომ არ შევცოდოთ?

by მათე თხელიძე 12 იანვარი, 2021
12 იანვარი, 2021 6.7K ნახვა

რისხვა ჩვენი ბუნებრივი რეაქციაა, განცდაა, ემოციაა იმ სიტუაციების საპასუხოდ, რომლებიც ისე არ ვითარდება, როგორც ჩვენ გვინდოდა და წარმოგვედგინა; ან იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ მოქმედებს.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი რეაქცია მომხდარზე, არამედ ის ქმედებებიც, რომლებსაც ვასრულებთ ამ ემოციების გავლენის ქვეშ მყოფნი. როდესაც რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, ჩვენი ემოციები გამადიდებელი შუშის მსგავსად აჩვენებს ჩვენი გულის რეალურ მდგომარეობას.

ბიბლია ამბობს: „განრისხდით, მაგრამ ნუ შესცოდავთ.“ ეს როგორ უნდა შევძლოთ? ალბათ იკითხავთ: „საერთოდ შესაძლებელია კი ეს?“ რადგანაც ბიბლია იძლევა მსგავს მითითებას, ნამდვილად შესაძლებელია. ამისათვის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი რამ უნდა გავითვალისწინოთ:

ნუ გამოკვებავთ თქვენს ბრაზს სიმწარით და მწუხარებით

მრისხანება ჩვენი ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ მწუხარება და სიმწარე ‒ არა. სიმწარისა და მწუხარების მეშვეობით ჩვენ უპატიებლობას ვუშვებთ საკუთარ გულში და შედეგად, მრისხანება გარდაიქმნება საშიშ იარაღად, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ჩვენი ურთიერთობები, რეპუტაცია და ჩვენი პიროვნება.

მოციქული პავლე ეფესელთა მიმართ წერილში წერს:

ყოველგვარი სიმწარე, სიბრაზე, რისხვა, ყვირილი და გმობა განგშორდეთ ყველა ბოროტებასთან ერთად.

ეფესელთა 4:31

ამისათვის არ უნდა გამოკვებოთ თქვენი მრისხანება, არამედ, გადასცეთ უფლის ხელებში შექმნილი ვითარება და მისცეთ ნება მას, რომ თავად გამოგიყვანოთ შექმნილი სიტუაციიდან.

არ დაიჯეროთ ეშმაკის ტყუილი

სანამ ჩვენ ვმრისხანებთ და ვბრაზობთ, ეშმაკი ცდილობს, თავისი ტყუილი ჩვენს გონებაში ღრმად ჩანერგოს: „შენ ღმერთს არ უყვარხარ. ვერასდროს შეძლებ ამ სიტუაციიდან გამოსვლას. შენ არ იმსახურებ მეორე შანსს.“ ემოციურ მდგომარეობაში კი რთულია ტყუილისა და სიმართლის გარჩევა, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ ვართ ქრისტეში, რომ მას ვუყვარვართ და რომ აღმთქმელი ერთგულია.

არ მიიღოთ გადაწყვეტილება სიბრაზისას

ემოციების მწვერვალზე ადამიანებს ახასიათებთ მყისიერ გადაწყვეტილებათა მიღება, რომლებსაც შემდეგ ნანობენ. მრისხანებისას ჩვენ ხშირად ვწყვეტთ ურთიერთობებს, რომლებიც მანამდე ჩვენთვის ძვირფასი იყო. იქამდე, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, დაიცადეთ, რათა ემოციები დაცხრეს და მათ არ იქონიონ გავლენა თქვენს ქმედებებზე.

სიჩქარეში, ძლიერი ემოციების გავლენის ქვეშ, შესაძლოა, უგუნურად მოვიქცეთ. არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, რათა თავიდან აირიდოთ ცოდვა და მარცხი. უბრალოდ შეჩერდით და დაიცადეთ. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ დაინახავთ, რომ ის, რაც სწორად მიგაჩნდათ გაბრაზებისას, ის გზა არ იყო, რომელიც მიგიყვანდათ იქ, სადაც სინამდვილეში მიდიოდით.

ავტორი: პატრიკ მაბილოგი (ქრისტიანი მწერალი, ავტორი, ბლოგერი)


ამავე კატეგორიის

როგორ აღვზარდოთ დამოუკიდებელი და წარმატებული პიროვნება

18 მაისი, 2021

ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

18 მაისი, 2021

როგორ გავიგოთ ჩვენი შვილის ქცევის მიზეზი

17 მაისი, 2021

მოუსმინე პირველმა, უბრალოდ მოუსმინე!

12 მაისი, 2021

ქორწინება – ბედნიერების მიღწევის პროცესი თუ თვითსრულყოფისკენ მიმავალი...

16 აპრილი, 2021

უნდა გაექცეს თუ არა ქრისტიანი მომაკვდინებელ ეპიდემიას?

14 აპრილი, 2021

როგორ დავძლიოთ შიში?

12 იანვარი, 2021

უმადურობა

12 იანვარი, 2021

წარმატების შესახებ ტყუილის 8 მაგალითი, რომლებიც სჯერათ ქრისტიანებს

12 იანვარი, 2021

როგორ მოვუგოთ ომი საკუთარ გონებას?

12 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები