ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საინტერესო ფაქტები

ისააკ ნიუტონი ღმერთის შესახებ

by დაჩი პაპაშვილი 12 დეკემბერი, 2020
12 დეკემბერი, 2020 16.5K ნახვა

ნიუტონის საფლავის ქვას ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში ამშვენებს წარწერა: „აქ განისვენებს სერ ისააკ ნიუტონი, აზნაური, რომელმაც თითქმის ღვთაებრივი გონით პირველმა დაამტკიცა მათემატიკის ჩირაღდნით პლანეტების მოძრაობა, კომეტების გადაადგილების გზები და ოკეანეთა მოქცევები. ის იკვლევდა სინათლის სხივთა განსხვავებას და ამ დროს გაჩენილ ფერთა სხვადასხვა თვისებებს, რაზეც მანამდე არავინ დაფიქრებულა. ბუნების, წარსულის და წმინდა წერილის  მუყაითი, ბრძენი  და გულმართალი მკვლევარი თავისი ფილოსოფიით ამტკიცებდა ღმერთის სიდიადესა და ყოვლისშემძლეობას, ხოლო ზნეობით გამოხატავდა სახარებისეულ უბრალოებას…“

ნიშანდობლივია, რომ ამ უდიდეს მოაზროვნეს ხშირად უხირდებოდნენ თეისტური მსოფლმხედველობის გამო. ერთხელ მას ჰკითხეს: – შენ, ასეთ სახელოვან მეცნიერს, როგორ შეგიძლია გწამდეს იმისა, რომ ღმერთი უკანასკნელ სამსჯავროზე ყველა ადამიანს გაიხსენებს, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია და მათ ერთმანეთისაგან განასხვავებს ამ ქვეყანაზე აღსრულებული საქმეებისდა მიხედვით? ნიუტონმა შემკითხველი თავის სამუშაო მაგიდასთან მიიყვანა, მაგიდაზე დაყრილ ქვიშას რკინის ნაქლიბი შეურია, შემდეგ ამ ნარევს მაგნიტი მიუახლოვა. მაგნიტმა რკინა მაშინვე მიიზიდა და გამოაცალკევა ქვიშისაგან. ნიუტონმა მიუგო შემკითხველს: – თუკი მე, ღვთის მიერ შექმნილ უბრალო მოკვდავს, შემიძლია ორი ნივთიერების ერთმანეთისაგან გამორჩევა, მით უფრო შეუძლია ეს  სამყაროსა და ყოველივეს შემოქმედ ღმერთს.

იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ნიუტონს სახლში სტუმრები ჰყავდა მოწვეული იმავე უნივერსიტეტის პროფესორები, სადაც თვითონ მოღვაწეობდა. საუბარში ნიუტონმა ღმერთი ახსენა, როგორც ჩვენი სამყაროს შემქმნელი. ამაზე ერთ-ერთი მოსაუბრე შეეკამათა: „რას ამბობთ, ბატონო ნიუტონ, არანაირი შემქმნელი ჩვენს სამყაროს არ გააჩნია, ბუნებაში ყველაფერი თვითონ იქმნება და ვითარდება, ყოველგვარი ღვთიური გონების ჩარევის გარეშე!“

მასპინძელი მაშინვე არ შეეპასუხა. ერთ საათში მან სტუმრები თავის სამუშაო კაბინეტში შეიპატიჟა. ნიუტონის კაბინეტს მზის სისტემის მოდელი ამშვენებდა: მავთულებზე ბურთულა-პლანეტები იყო წამოცმული, ხოლო ცენტრში ნათურა-მზე. ბურთულის ირგვლივ, რომელიც ჩვენს დედამიწას წარმოადგენდა, მთვარე ბრუნავდა. მავთულების მეშვეობით პლანეტების გადაადგილება და შეთავსება შეიძლებოდა.

ამ კონსტრუქციამ სტუმრები აღაფრთოვანა. ფიზიკოსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამყარო ღმერთის გარეშეც ფუნქციონირებს, ჰკითხა ნიუტონს: „ მითხარით, სად შეიძლება ვნახო ის ოსტატი, რომელმაც ეს მშვენიერი მოდელი შექმნა, მინდა ჩემთვის შევუკვეთო!“ ამაზე ნიუტონმა  სერიოზულობით უპასუხა: „არავითარი ოსტატი არ არსებობს! ეს მოდელი აქ თვითონ გაჩნდა. იცით, ნელ-ნელა ეს მავთულები და ბურთულები გაჩნდნენ. ბურთულები ჯერ აქეთ-იქეთ დაგორავდნენ, შემდეგ მავთულებს წამოეცვნენ და ტრიალი დაიწყეს.“ სტუმარი დაიბნა: „თქვენ, ალბათ, ხუმრობთ, ეს შეუძლებელია! თქვენი მოდელი საკმაოდ რთული კონსტრუქციისაა იმისათვის, რომ თვითონ აწყობილიყო. ის აუცილებლად ვიღაცამ დაამზადა!“

პასუხის დრო დადგა და ნიუტონმაც არ დააყოვნა: „მე მგონი, მე კი არა, თქვენ ხუმრობთ! მითხარით, რა უფრო რთულია – ამ სათამაშო მოდელის სამყარო, თუ თვით სამყარო? სულ რაღაც ერთი საათის წინ მიმტკიცებდით, რომ ჩვენს სამყაროს შემქმნელი არ ჰყავს და ყველაფერი თავისით შეიქმნა. ახლა კი მარწმუნებთ, რომ ბევრად უფრო იოლ საქმეს, სათამაშოს აწყობასაც კი, შემქმნელი სჭირდება!


ამავე კატეგორიის

პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

21 აპრილი, 2022

ქრისტეს საფლავის ტაძრის ისტორია

21 აპრილი, 2022

როგორ გადაურჩა ეთიოპიის ეკლესია განადგურებას

9 სექტემბერი, 2021

რეგენსბურგის კრება – პროტესტანტებისა და კათოლიკეთა შერიგების მცდელობა

2 სექტემბერი, 2021

11 გასაოცარი ფაქტი ბიბლიის შესახებ

22 აპრილი, 2021

რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

26 იანვარი, 2021

შეცდომა ბიბლიაში, რომლის მიხედვით მრუშობა „სავალდებულო“ გახდა

25 იანვარი, 2021

კონსტანტინე ფლავიცკის შედევრი „ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“

25 იანვარი, 2021

„ჯვარცმა“ – ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ყველაზე დიდი...

15 იანვარი, 2021

„წითელი ჯვრის“ ქრისტიანული ფესვები

13 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები