ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საინტერესო ფაქტები

საშობაო საჩუქრებით სავსე ფეხსაცმლის ყუთის ძალა – ზამბიელი გოგონას ამბავი

by ნინო ხუროშვილი 8 დეკემბერი, 2020
8 დეკემბერი, 2020 234 ნახვა

ზამბიელი ენ-მერი 8 წლის იყო, როდესაც საშობაოდ საჩუქრებით სავსე ფეხსაცმლის ყუთი მიიღო უცნობისგან.

გოგონას ყუთი ყოველწლიური საქველმოქმედო კამპანიის „ოპერაცია: საშობაო ბავშვი“ ფარგლებში აჩუქეს. კამპანიისას საჩუქრებს ურიგებენ ღარიბ ქვეყნებში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებმაც სხვაგვარად შეიძლება ვერასოდეს მიიღონ რაიმე საჩუქარი.

ენ-მერი ახლა 28 წლისაა და გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს. ის ამ კამპანიის მოხალისეა და საშობაო ყუთებში საჩუქრებს ალაგებს, რათა შემდეგ ეს ყუთები საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს გაუგზავნონ.  

ის წერს, თუ რა გავლენა მოახდინა მასზე ბავშვობაში მიღებულმა საჩუქრებით სავსე ფეხსაცმლის ყუთმა და რატომ უბიძგა ამან იმისკენ, რომ თავადაც იგივე ეკეთებინა სხვა ბავშვებისათვის.

„მე დავიბადე და გავიზარდე ზამბიის პატარა, წყნარ, სპილენძის მომპოვებელ ქალაქში. ორი უფროსი ძმა და უმცროსი და მყავდა. ჩემი მშობლები ძალიან დიდი ოჯახებიდან არიან და ამიტომაც, 60 ბიძაშვილი, მამიდაშვილი და დეიდაშვილი მყავს! შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, რა ხდებოდა ოჯახურ შეკრებებზე!

ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ბავშვობაში ბიძებსა და დეიდებთან ვატარებდი ზაფხულის არდადეგებს. ამ დროს ვხედავდი, რა პირობებში ცხოვრობდნენ ადამიანები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. ზოგი უსახლკარო იყო, ზოგიც საკვებს ძლივს შოულობდა, უმრავლესობას კი ასე თუ ისე გაგვქონდა თავი.

ეკლესია ჩვენი ოჯახის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ. ძალიან მომწონდა კულტურისა და რწმენის გაერთიანება, რადგან უფლის თაყვანისცემა ნამდვილი იყო, გულიდან წამოსული, როდესაც ბევრ სხვადასხვა ენაზე ვგალობდით და ვლოცულობდით. 

დაახლოებით, 8 წლისა რომ ვიყავი, ერთ კვირა დღეს ჩვენი საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა გვითხრეს, რომ ეკლესიაში მივსულიყავით მომდევნო შაბათს. შაბათს დილით ადრე მივედი ეკლესიაში და ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს იესო ხუთი ათასი კაცის დაპურებას აპირებდა, იმდენი ბავშვი იყო იქ თავმოყრილი!  

გაერთიანებული სამეფოსგან განსხვავდებით, სადაც შობა ზამთრის ცივ და ნისლიან პერიოდს ემთხვევა, ჩვენთვის შობა ნათელ, მზიან და ცხელ ამინდთან იყო დაკავშირებული. ის დღეც სწორედ ასეთი გახლდათ. ეკლესიის ეზოში ძალიან დიდი სატვირთო მანქანა იდგა და ვიცოდით, რომ, სავარაუდოდ, იქ უნდა ყოფილიყო საჩუქრები და ჩვენ ძალიან კარგად ვიქცეოდით, რომ სახლში საჩუქრის გარეშე არ წავსულიყავით. მოთმინებით ველოდი ჩემს რიგს და ბოლოს მივიღე კიდეც ყუთი, რომელზეც ჩემი ასაკი და სქესი იყო აღნიშნული.

აქვე უნდა შევნიშნო, რომ არ მახსოვს, რა საჩუქრები ეწყო ყუთში, რადგან ჩემთვის სიყვარული მაინცდამაინც საჩუქრებით არ გამოიხატებოდა. სამაგიეროდ, მახსოვს ბავშვების სიხარული და აღფრთოვანება.

ჩემთვის სიყვარულის გამოხატვისა და მიღების საშუალება ადამიანებთან დროის გატარებაა. სწორედ ამიტომაც, ჩემი მეგობრების (რომელთა უმრავლესობაც უფრო ცუდ პირობებში ცხოვრობდა ჩემთან შედარებით) ბედნიერებისა და აღტაცების გაზიარება ჩემთვის დიდი გამხნევება იყო.  

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოჯახები ბევრისთვის შეიძლება დიდად მნიშვნელოვანი არ იყო, ვიცოდით, რომ მორწმუნეთა სხეულის, ეკლესიის ნაწილი ვიყავით; ამიტომაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა ამ მორწმუნეთა მიერ გამოგზავნილი საჩუქრები, რომლებიც სიყვარულის, ზრუნვისა და ყურადღების სიმბოლოები იყო.

სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც მეც იმავეს ვაკეთებ დღეს: საშობაო საჩუქრებს ვალაგებ ფეხსაცმლის ყუთებში. მჯერა, რომ ეს ყუთები ბევრი ბავშვისათვის საშუალებაა იმისა, რომ იგრძნოს ყურადღება და სიყვარული საკუთარი ცხოვრების იმ სფეროში, სადაც თავს მიწიერი მშობლებისგან მიტოვებულად და დავიწყებულად გრძნობს, ან თავი უმნიშვნელო ჰგონია.

ეს არის შესაძლებლობა ამ ბავშვებისათვის, რომ ადგილობრივი ეკლესიების ლიდერების მეშვეობით იგრძნონ სიყვარული და სიხარული. შესაძლებლობა იმისა, რომ გაიგონ მათი უანგარო სულგრძელობის შესახებ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმედი მაქვს, რომ ეს ყუთები იქნება სიმბოლო ღვთის სიყვარულის – „კარგი საწყაოსი, დატკეპნილის, გატენილისა და პირთამდე სავსესი“. – ამბობს ენ-მერი.

წყარო: https://www.christiantoday.com/


ამავე კატეგორიის

პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

21 აპრილი, 2022

ქრისტეს საფლავის ტაძრის ისტორია

21 აპრილი, 2022

როგორ გადაურჩა ეთიოპიის ეკლესია განადგურებას

9 სექტემბერი, 2021

რეგენსბურგის კრება – პროტესტანტებისა და კათოლიკეთა შერიგების მცდელობა

2 სექტემბერი, 2021

11 გასაოცარი ფაქტი ბიბლიის შესახებ

22 აპრილი, 2021

რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

26 იანვარი, 2021

შეცდომა ბიბლიაში, რომლის მიხედვით მრუშობა „სავალდებულო“ გახდა

25 იანვარი, 2021

კონსტანტინე ფლავიცკის შედევრი „ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“

25 იანვარი, 2021

„ჯვარცმა“ – ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ყველაზე დიდი...

15 იანვარი, 2021

„წითელი ჯვრის“ ქრისტიანული ფესვები

13 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები