ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
საინტერესო ფაქტები

9 რამ, რაც უნდა იცოდეთ ბილი გრემის შესახებ (1918-2018)

by დაჩი პაპაშვილი 1 დეკემბერი, 2020
1 დეკემბერი, 2020 439 ნახვა

ღირსი ბილი გრემი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მახარებლად  თანამედროვე ისტორიაში:

1. გრემმა ისტორიაში ყველაზე მეტ პირადად დამსწრე ადამიანს უქადაგა სახარება, დაახლოებით, 215 მილიონ ადამიანს 185-ზე მეტი ქვეყნის ტერიტორიაზე.

2. 1936 წელს შარონის სკოლის დამთავრების შემდეგ, გრემი დადიოდა ბობ ჯოუნსის კოლეჯში. პირველის სემესტრის შემდეგ მიხვდა, რომ კოლეჯი ზედმეტად ლეგალისტური იყო, როგორც საკურსო სამუშაოების, ისე წესების მხრივ. იგი ლამის გარიცხეს, მაგრამ სერ. ბობ ჯოუნსმა ურჩია, არ მოპყრობოდა უდიერად თავის ცხოვრებას: „საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ, რომ იქნებით ერთი მიყრუებული, ღარიბი სოფლის ბაპტისტი მქადაგებელი… თქვენ ძლიერი და შთამბეჭდავი ხმა გაქვთ. ღმერთს შეუძლია თქვენი ხმის გამოყენება. მას შეუძლია მისი ძლიერად გამოყენება“.

3. გრემი ბობ ჯოუნსის კოლეჯიდან გადავიდა ფლორიდის ბიბლიურ ინსტიტუტში. ბიბლიური კოლეჯის დამთავრების შემდეგ მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი (1943) ილინოისის ვიტონის კოლეჯში. 1947 წელს ის აირჩიეს ჩრდილო-დასავლეთ ბიბლიური კოლეჯის პრეზიდენტად მინესოტაში. ბილი გრემი იმ დროისათვის ყველაზე ახალგაზრდა მოქმედი პრეზიდენტი იყო, ვინც კი ყოფილა ამერიკის რომელიმე კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში.

4. ლოს-ანჯელესის სულიერი გამოღვიძების შემდეგ, რომელსაც ახლდა ჰოლივუდის ვარსკვლავების მოქცევა ქრისტიანობაზე, გრემი გაოცებული იყო რეპორტიორების და ფოტოგრაფების სიმრავლის გამო და როდესაც იკითხა იმის შესახებ, თუ რით იყო ეს აურზაური გამოწვეული, რეპორტიორმა უპასუხა: „თქვენ ახლახან გადაგკოცნათ უილიამ რენდოლფ ჰერსტმა“. ცნობილმა და გავლენიანმა საგაზეთო გამომცემელმა თავის რეპორტიორებს მისცა მითითება იმის შესახებ, რომ გრემის „პოპულარიზაცია მოეხდინა“ რამდენიმე დღეში კამპანია ფართოდ გააშუქეს ჰერსტის გაზეთებმა, მთავარმა ნაციონალურმა ჟურნალებმა და არხებმა. გრემი პირადად არასდროს შეხვედრია ჰერსტს და დანამდვილებით არავინ იცის, რატომ დაინტერესდა გამომცემელი მახარებლით, მაგრამ მედიაში გაშუქების შედეგად, გრემი კარვების მქადაგებლიდან ეროვნულ ფიგურად იქცა.

5. გრემის მსახურება გარკვეული უთანხმოების საგანი 1950-იანი წლების შუა ხანებში მისი „ერთობლივი ევანგელიზმის“ გამო. გრემი იღებდა დახმარებას მათგან, ვინც არ იყო ევანგელისტი, იღებდა დაფინანსებას ლიბერალური და ტრადიციული პროტესტანტული ეკლესიებიდან და დენომინაციებიდან. ამის გამო აუცილებელი იყო, რომ მისი სამახარებლო ტურნეების დროს მოქცეულებისათვის ეთქვათ, რომ მათ შეეძლოთ სიარული, როგორც კონსერვატიულ, ისე არაკონსერვატიულ ეკლესიებში.

6. 1955 წელს გრემმა მარტინ ლუთერ კინგს შესთავაზა, რომ მასთან ერთად მონაწილეობა მიეღო ნიუ-იორკში დაგეგმილ 16-კვირიან სამახარობლო კამპანიაში, სადაც მათ მოსასმენად 2.3 მლნ ადამიანი შეიკრიბა მედისონ სკვერში, იანკების სტადიონსა და ტაიმს სკვერზე. თავის ავტობიოგრაფიაში გრემი ამბობს, რომ ის და კინგი ახლო მეგობრები გახდნენ და ის გახდა ერთ-ერთი იმ მცირე ადამიანთაგანი, რომელიც კინგს მიმართავდა მეტსახელით „მაიკ“, რომლის წოდებასაც კინგი მხოლოდ თავის ახლო მეგობრებს სთხოვდა. 1963 წელს გრემმა მარტინ ლუთერ კინგის ციხიდან დასახსნელად გადაიხადა გირაო, სამოქალაქო უფლებების პროტესტის დროს ბირმინგემში.

7. 1980-იანი წლების დასაწყისში, გრემმა თქვა რომ იგი აპირებდა სახარების ქადაგებას თავისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში და გლობალური ატომური განიარაღებისთვის მუშაობას. ჟურნალ „Sojourner“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში გრემმა თქვა: „ატომური ჰოლოკოსტი გარდაუვალია, თუ შეიარაღება არ შეწყდება? გულახდილად რომ ვთქვა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ასეა.“

8. არც ერთ სხვა ამერიკელს არ სძინებია თეთრ სახლში ლინკოლნის საძინებელში იმაზე მეტჯერ, ვიდრე გრემს, რომელსაც ხშირად უწოდებდნენ „პრეზიდენტების ხუცესს“. გრემს ურთიერთობა ჰქონდა ან პირადად შეხვედრია ამერიკის შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტს ტრუმენიდან მოყოლებული ობამას ჩათვლით. იგი განსაკუთრებით ახლოს იყო ეიზენჰაუერთან, რომელმაც გრემთან შეხვედრა მოითხოვა გარდაცვალების წინ და ასევე ნიქსონთან. გრემი მიუძღვოდა პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის დაკრძალვის პროცესიას 1973 წელს და წარმოთქვა სიტყვა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის დაკრძალვისას 1994 წელს. ერთადერთი პრეზიდენტი, რომელსაც არ მოსწონდა გრემი, რასაც მახარებელი ხშირად აღნიშნავდა, გახლდათ ტრუმენი. ტრუმენი გრემს უწოდებდა „ყალბს“ და ამბობდა: „ის არასოდეს ყოფილა ჩემი მეგობარი ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში“.

9. გრემს მინიჭებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი (უმაღლესი ეროვნული სამოქალაქო ჯილდო), კონგრესის ოქროს მედალი, ბრიტანეთის იმპერიის საპატიო რაინდის ორდენი და ჰოლივუდის დიდების ხეივნის ვარსკვლავი. ის ასევე გახლდათ პირველი არამუსიკოსი, რომელიც შეყვანილია გოსპელის მუსიკის დიდების ხეივანში. მან ეს ჯილდო მიიღო 1999 წელს იმის გამო, რომ ბევრ ქრისტიან მუსიკოსს უთმობდა პლატფორმას, რომლებიც გრემის მსახურებებზე გამოდიოდნენ.

წყარო: https://www.thegospelcoalition.org/article/9-things-know-billy-graham/


ამავე კატეგორიის

პონტოელი პილატე – ურჩხული თუ კარგი მმართველი?

21 აპრილი, 2022

ქრისტეს საფლავის ტაძრის ისტორია

21 აპრილი, 2022

როგორ გადაურჩა ეთიოპიის ეკლესია განადგურებას

9 სექტემბერი, 2021

რეგენსბურგის კრება – პროტესტანტებისა და კათოლიკეთა შერიგების მცდელობა

2 სექტემბერი, 2021

11 გასაოცარი ფაქტი ბიბლიის შესახებ

22 აპრილი, 2021

რემბრანდტის ნახატებში ასახული ბიბლიური ისტორიები

26 იანვარი, 2021

შეცდომა ბიბლიაში, რომლის მიხედვით მრუშობა „სავალდებულო“ გახდა

25 იანვარი, 2021

კონსტანტინე ფლავიცკის შედევრი „ქრისტიანი წამებულები კოლიზეუმში“

25 იანვარი, 2021

„ჯვარცმა“ – ბიბლიური სიუჟეტის მიხედვით შექმნილი ყველაზე დიდი...

15 იანვარი, 2021

„წითელი ჯვრის“ ქრისტიანული ფესვები

13 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები