ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ურთიერთობები

როგორ დავამარცხოთ ბავშვის ეგოიზმი

by ნინო ხუროშვილი 19 მაისი, 2021
19 მაისი, 2021 201 ნახვა

პატრიკ მაბილოგი, ქრისტიანი მწერალი, ბლოგერი და მასწავლებელი ხელმძღვანელობის სფეროში, თავის სტატიაში გვიყვება იმის შესახებ, როგორ შეუძლიათ მშობლებს ბავშვის ეგოიზმის დამარცხება.

„იმ შემთხვევაში, თუ უკვე მშობელი ხართ, თუნდაც სულ ცოტა ხანია, გეცოდინებათ, რა საშინლად ეგოისტები შეიძლება იყვნენ ბავშვები. დიახ, ისინი ძალიან საყვარელნი, სასაცილონი და საოცარნი არიან და ჩვენც უპირობოდ გვიყვარს ისინი.

ამავდროულად, ყოველი ბავშვის გულის სიღრმეში ცოდვილი ეგოისტი ცხოვრობს, რომელიც დროდადრო ამჟღავნებს საკუთარ თავს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ, მშობლებმა ბავშვები ასეთ მდგომარეობაში დავტოვოთ. ღმერთმა დაგვაკისრა პასუხისმგებლობა იმისა, რომ არა მხოლოდ გვიყვარდეს ჩვენი შვილები, არამედ აღვზარდოთ, მიმართულება მივცეთ და როცა საჭიროა, გამოვასწოროთ კიდეც.“

ეგოიზმს შეუძლია ურთიერთობათა დანგრევა, კარიერის გაფუჭება და ადამიანის მთელი ცხოვრების წახდენაც კი. პატრიკ მაბილოგი ოთხ რჩევას აძლევს მშობლებს, რათა გაუმკლავდნენ ეგოიზმს მანამ, სანამ ბავშვები ჯერ კიდევ  საკმაოდ პატარები არიან.

1. შეახსენეთ მათ, ვინ არის მთავარი ოჯახში

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, „ვინ არის ოჯახში მთავარი“. ბავშვებს საკუთარ პასუხისმგებლობათა სფერო აქვთ, სადაც მათ ყველაფრის გაკონტროლება შეუძლიათ. ეს ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას პიროვნებად, მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ მათ მაღლა სხვები დგანან (მასწავლებელი, უფროსი ძმა, მამა, დედა), რომლებსაც უნდა დაემორჩილონ. ეს კი მათ ადრეულ ასაკშივე უნდა ვასწავლოთ.

2. მკაცრ რეალობასთან შეჯახების ნება მიეცით მათ

ყველა მშობელს სურს საკუთარი შვილების დაცვა მკაცრი სინამდვილისგან. ეს ნორმალური სურვილია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბავშვებს ნება უნდა მივცეთ, რომ რეალური ცხოვრების სირთულეთ გაუსწორონ თვალი. რა თქმა უნდა, ამით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა შევუქმნათ, მაგრამ მათ უნდა ხელშესახებად იგრძნონ ეს სირთულენი. გარკვეულ სირთულეთა გადალახვითა და დაცემით ბავშვები სწავლობენ შრომისმოყვარეობასა და თავმდაბლობას.

3. ასწავლეთ საკუთარ შვილებს გარკვეული რაღაცების გამომუშავება

ბევრ რამეს ბავშვები ყოველგვარი შრომის გარეშე იღებენ, მაგალითად, სახლს, საკვებს, სამოსს, მაგრამ უნდა ვასწავლოთ, რომ თუ ახალი სათამაშო, არდადეგებზე სადმე წასვლა ან ახალი კომპიუტერი უნდათ, ამისათვის დამატებითი შრომის გაწევა მოუწევთ. არ იქნება საკმარისი მხოლოდ იმის თქმა: „მინდა“.

4. მიეცით სხვების დახმარების ნება

არაფერი ანგრევს ეგოიზმს ისე კარგად, როგორც გულუხვობა. მაშინ, როცა ბავშვებს ნებას ვაძლევთ საკუთარ თავზე გამოცადონ ის, რომ „გაცემა მეტი ნეტარებაა“, ისინი სწავლობენ სხვა ადამიანების დაფასებას, მათი პრობლემების დანახვას და ამ დროს მათი სიამაყე და ეგოიზმი უკან იხევს.


ამავე კატეგორიის

ჯანსაღი თვითშეფასების განვითარება ბავშვებში

2 მარტი, 2023

თინეიჯერების გულახდილი წერილები მშობლებს

19 მაისი, 2021

ბედნიერი ქორწინების ათი ინგრედიენტი

19 მაისი, 2021

დასჯასაც თავისი წესი აქვს – რომ არ გამოიწვიოთ...

19 მაისი, 2021

ურთიერთობების საიდუმლო, ანუ მოაქვს თუ არა სარგებლობა კრიტიკას

19 მაისი, 2021

ასწავლეთ თქვენს შვილებს კონფლიქტების ღირსეულად მოგვარება

19 მაისი, 2021

მშობლებს არ ვყიდით…

19 მაისი, 2021

როგორ შევიძინოთ მეგობრები – ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

18 მაისი, 2021

ხედავდე ქალს… (მამის საუბარი შვილთან)

13 აპრილი, 2021

დანგრევას გადარჩენილი ოჯახის ისტორია

13 იანვარი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები