ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ურთიერთობები

სიყვარული საზღვრების გარეშე − გზა ბედნიერებისკენ

by მათე თხელიძე 13 იანვარი, 2021
13 იანვარი, 2021 1.1K ნახვა

ამონარიდი ცნობილი მქადაგებლის და მოტივატორის, ნიკ ვუიჩიჩის, მეუღლის, კანაე ვუიჩიჩის წიგნიდან, რომელიც ურთიერთობათა აგებასა და მათ შენარჩუნებას ეხება.

„არ აქვს მნიშვნელობა ქრისტიანი ხარ, თუ არა, სიყვარულის განმარტება კორინთელთა მიმართ 1-ლი წერილიდან საოცრად ზუსტია. ეს არ არის აბსტრაქტული კონცეფცია. ეს არის ის, რის გამოყენებაც შეგვიძლია რეალურ ცხოვრებაში; როცა ხვდებით ადამიანს და ფიქრობთ სერიოზულია, თუ არა თქვენი ურთიერთობები, თუ ჯობს მათი შეწყვეტა, შეამოწმეთ თქვენი გრძნობები და დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა:

 – მომთმენნი ვართ ერთმანეთის მიმართ?

– კეთილნი ვართ ერთმანეთისადმი?

– გვშურს ერთმანეთის, თუ ვხარობთ და მადლიერებას ვგრძნობთ ჩვენს ცხოვრებაში არსებულ სიკეთეთა გამო?  

– ვცდილობთ ვიამაყოთ და ვიტრაბახოთ ერთმანეთის წინაშე, თუ ვგრძნობთ პატივისცემასა და დაფასებას?

– უხეშად ვექცევით ერთმანეთს, თუ ყურადღებას ვიჩენთ ერთმანეთისადმი?

– ვმანიპულირებთ ერთმანეთით სასურველის მისაღებად? ვგრძნობთ, თუ არა მანიპულაციას სხვა ადამიანის მხრიდან?

– ვერ ვიკავებთ მრისახანებას? უნდა ვღელავდეთ ამის გამო?

– გულში ვინახავთ, თუ არა წყენას ერთმანეთის მიმართ? თუ ადვილად ვპატიობთ და ვივიწყებთ ყველა უთანხმოებასა და ჩადენილ შეცდომებს?

– მსგავსია თუ არა ჩვენი მორალური შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა არის სწორი და არასწორი?

– ვატყუებთ თუ არა ერთმანეთს? ორივე გულწრფელი ვართ, თუ ვცდილობთ დავამახინჯოთ სიმართლე საკუთარი ინტერესების გამო?

– ვგრძნობთ თუ არა თავს უსაფრთხოდ ერთმანეთის გვერდით? მზად ვართ დავიცვათ ერთმანეთი, თუ რაიმე პრობლემის ან საფრთხის წინაშე დავდგებით? 

– გვაქვს თუ არა უნარი იმისა, რომ უპირობოდ ვენდოთ ერთმანეთს? შეგვიძლია ვანდოთ ერთმანეთს ჩვენი უსაფრთხოება, ფული, ახლობლების ბედი, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ?

– საერთო მომავალზე ფიქრისას, იმედს ვგრძნობთ თუ განგაშს, ოპტიმიზმს და აღფრთოვანებას, თუ შიშს იმის თაობაზე, როგორ შეიძლება წარიმართოს ეს მომავალი?

– მზად ვართ თუ არა ერთად შევებრძოლოთ ცხოვრებისეულ სირთულეებს ჩვენს ურთიერთობათა დაცვის მიზნით?

– ერთნაირად ვეყრდნობით, თუ არა ღმერთს იმაში, რის გაკეთებაც თავად არ შეგვიძლია საკუთარი თავისა თუ ერთმანეთსათვის?

გირჩევთ, რომ დრო გამოყოთ ამ საკითხებისათვის და ჩაიწეროთ პასუხები. ეს გამოადგება ყველას, ვისაც უკვე აქვს ურთიერთობა საპირისპირო სქესის ადამიანთან ან აპირებს. ეს საკითხები არ გახლავთ ჩვეულებრივი. მათი მეშვეობით შეგიძლიათ შეაფასოთ ის, თუ რამდენად შეესაბამება თქვენი სიყვარული ბიბლიურ განმარტებას, რომელსაც ადამიანთა უმრავლესობა მიიჩნევს ჭეშმარიტად და გონივრულად. ნებისმიერ ურთიერთობაში დგება  რთული პერიოდი. ყოველი დღე მზიანი ვერ იქნება. პრობლემები გარდაუვალია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები ჯერ კიდევ დაწყებით ეტაპზე შეაფასოთ, რათა იცოდეთ, ურთიერთობას სიყვარული უდევს საფუძვლად თუ რაიმე სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი?

შესაძლოა, გაგიჩნდეთ სურვილი იმისა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც გადახედოთ ამ კითხვებს. ადამიანები იცვლებიან. გარემოებები იცვლება. თქვენ თუ ნამდვილად გიყვართ ერთმანეთი, შეძლებთ თქვენს ურთიერთობათა შეცვლასაც, რომ ისინი გაცილებით უფრო მოწიფული იყოს და შეძლოთ ნებისმიერი სირთულის გადალახვა. უცვლელი უნდა რჩებოდეს მხოლოდ თქვენი ერთგულება და სურვილი იმისა, რომ იყოთ ერთმანეთისთვის მსოფლიოში საუკეთესო პარტნიორები“.

კანაე ვუიჩიჩი. „სიყვარული საზღვრების გარეშე. გზა შესანიშნავი, ბედნიერი სიყვარულისკენ.“

სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს,არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება.

1 კორინთელთა 13:4-8

ამავე კატეგორიის

ჯანსაღი თვითშეფასების განვითარება ბავშვებში

2 მარტი, 2023

თინეიჯერების გულახდილი წერილები მშობლებს

19 მაისი, 2021

ბედნიერი ქორწინების ათი ინგრედიენტი

19 მაისი, 2021

დასჯასაც თავისი წესი აქვს – რომ არ გამოიწვიოთ...

19 მაისი, 2021

ურთიერთობების საიდუმლო, ანუ მოაქვს თუ არა სარგებლობა კრიტიკას

19 მაისი, 2021

როგორ დავამარცხოთ ბავშვის ეგოიზმი

19 მაისი, 2021

ასწავლეთ თქვენს შვილებს კონფლიქტების ღირსეულად მოგვარება

19 მაისი, 2021

მშობლებს არ ვყიდით…

19 მაისი, 2021

როგორ შევიძინოთ მეგობრები – ადამიანებთან ურთიერთობის საიდუმლო

18 მაისი, 2021

ხედავდე ქალს… (მამის საუბარი შვილთან)

13 აპრილი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები