ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

თავს ნუ გაიმართლებ, უბრალოდ შეიცვალე!

by ნატალია ჩიქოვანი 22 დეკემბერი, 2020
22 დეკემბერი, 2020 411 ნახვა

ხასიათის ნაკლოვანებათა და ცუდ ქცევათა გამო თავს ნუ გაიმართლებთ და ნუ იტყვით: „მე ასეთი ვარ!“

მე მყავდა თანამშრომელი, რომელიც ხშირად აცხადებდა: „ვიცი, რომ ცუდი ხასიათი მაქვს, მაგრამ ასეთი ვარ და რა ვქნა. მათ, ვინც ჩემთან ერთად მუშაობენ, როგორმე უნდა გაუძლონ ამას“. მე კი ვუთხარი მას, რომ მისი ხასიათის მიმართ შემწყნარებლობას არავინ გამოიჩენდა, რადგან ეს იყო სფერო, რომელსაც თავად აკონტროლებდა და რომელიც აუცილებლად უნდა შეეცვალა.

ასევე მყავს მეგობარი, რომელიც ყველგან აგვიანებს და ალბათ, შესაძლებლობა რომ მიეცეს, საკუთარ დაკრძალვაზეც დაიგვიანებდა. როცა დაგვიანებათა მიზეზის შესახებ ვკითხე, მიპასუხა: „ყოველთვის ვცდილობდი, დროულად მივსულიყავი დანიშნულების ადგილზე. დედაჩემიც ასე იყო და ალბათ, ეს მისგან გამომყვა.“ ასეთი დამოკიდებულება სრულიად გაუმართლებელია. ყველას შეუძლია, გახდეს პუნქტუალური.

ნუ გაიმართლებ თავს, უბრალოდ შეიცვალე!…

ეს ლოცვა ზუსტად გამოხატავს იმას, რის თქმაც მსურს:

„ღმერთო, მომეცი მოთმინება, რათა შევეგუო იმას, რის შეცვლაც არ შემიძლია; მომეცი ძალა, რომ შევცვალო ის, რის შეცვლაც შემიძლია და მომანიჭე სიბრძნე, რომ განვასხვაო პირველი მეორისგან.“

თქვენ არ შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი სიმაღლე, მაგრამ შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი წონა.

თქვენ არ შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი პიროვნების არსი (და არც უნდა შეცვალოთ), მაგრამ შეგიძლიათ, გახდეთ პუნქტუალური, კეთილი, პოზიტიური, სამართლიანი და გულისხმიერი ადამიანი.

თქვენ არ შეგიძლიათ, აირჩიოთ სხვა მშობლები, მაგრამ შეგიძლიათ, აირჩიოთ მეგობრები.

თქვენ არ შეგიძლიათ, შეცვალოთ ამინდი, მაგრამ შეგიძლიათ, აკონტროლოთ საკუთარი დამოკიდებულებანი.

აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევებზე, ნუ დახუჭავთ თვალს თქვენი ხასიათის ნაკლოვანებებზე. თუ ცნობისმოყვარე ხართ, ეცადეთ, ნაკლებად დაინტერესდეთ სხვების ცხოვრებით; თუ ხმამაღალი ლაპარაკი იცით, ეცადეთ, ერთი ტონით ხმადაბლა და მშვიდად ისაუბროთ; თუ პესიმისტი ხართ, ეცადეთ, იყოთ ოპტიმისტი.

მარშალ გოლდსმიტი ამბობდა: „დროთა განმავლობაში ჩვენს ნაკლოვანებებს უკვე საკუთარ ‘მედ’ აღვიქვამთ და მიგვაჩნია, რომ ეს ნაკლოვანებანი ‘ჩვენ’ ვართ.“

ეს მცდარი „ერთგულება“ საკუთარი „მესადმი“ ყველაზე დიდი დაბრკოლებაა, რომელიც უნდა დავძლიოთ და შევეცადოთ, განვახორციელოთ გრძელვადიანი, დადებითი ცვლილებები ჩვენში.


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა ის ღმერთს?

    2 მარტი, 2022
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 4

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები