ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

იცი, ვინ არის ჩემი ღმერთი?

by მანანა ტვინიკაძე 13 მაისი, 2021
13 მაისი, 2021 3.1K ნახვა

სანამ შევქმნიდი ცასა და მიწას, მე ვიყავი. მაშინ, როცა დედამიწა და ყოველივე მასზე არსებული გადაივლის, მე ვიქნები. ყველაფერი ჩემს ხელთაა. მზე იმალება ჩემს ჩრდილში. მე დავამყარე დედამიწა თავის საფუძველზე და ის ჩემთა ფერხთა სადგამია. ჩემი თითით ვაღელვებ ოკეანეთა წყლებს და ჩემი სუნთქვით ვარყევ მთებს.

მე სრულიად წმინდა ვარ და სრულიად განსხვავებული. არავინ არის ჩემ წინაშე და ჩემი მსგავსი, ვისაც შეუძლია ეჭქვეშ დააყენოს ის, რაც მომიმოქმედებია ან რასაც მოვიმოქმედებ. ჩემი სამეფო მარადიულია და იარსებებს სამარადჟამოდ. მე ვარ მიწიერ მეფეთა მმართველი. მე ვარ მთავარი მშვიდობისა. მე ვარ მეფეთა მეფე. მართალი მეფე. მეფე იუდეველთა. დიდების მეფე. საუკუნეთა მეფე. მეფე ზეცისა. მე ვარ უფალთა უფალი. მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა. მე ვარ იაჰვე ირე – „უფალი გამოაჩენს.“ მე ვარ იაჰვე რაფა – „მკურნალი ღმერთი“. მე ვარ იაჰვე მკადეშ – „მე ვარ განმწმენდელი“. მე ვარ იაჰვე როჰი – „მე ვარ შენი მწყემსი“. მე ვარ უზენაესი ღმერთი, შენი განმათავისუფლებელი, შენი გამომსყიდველი და მხსნელი. მე ვარ შენი ფარი და შენი ძალა და დამცველი. საუკუნო და მარადიული ღმერთი.

მე ვარ ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემ შემდეგაც არ იქნება. მე ვარ უფალი და არ არის ჩემ გარდა მხსნელი. არ არის სხვა ღმერთი. ანგელოზები თაყვანს მცემენ ჩემი ტახტის წინაშე. არ მივცემ სხვას ჩემს დიდებას და ჩემს ქებას – კერპებს. მე ვარ ეჭვიანი ღმერთი და შთანმთქმელი ცეცხლი. მე ვარ ცათა მხედრობის უფალი და ჩემ წინაშე სამეფონი ირყევიან, მეფენი ქედს იხრიან. მე ვარ შენი თავშესაფარი ქარიშხალში, მე ვარ ნუგეში განსაცდელში მყოფთათვის. მე მოვედი, რათა ვახარო შეჭირვებულთ, გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ – ბორკილების ახსნა.

მე მოვედი, რათა მოგცეთ სიცოცხლე და სუნთქვა. მოვედი, რათა გაიგოთ ჩემი უსაზღვრო სიყვარულისა და უსასრულო სიკეთის შესახებ. ჩემი განუზომელი წყალობისა და ამოუწურავი მადლის შესახებ. ჩემმა მიტევებამ არ იცის საზღვრები და მე ვღებულობ ადამიანებს ისეთებს, როგორებიც არიან. ჩემთვის სულ ერთია კანის ფერი, ეროვნება, სიღარიბე და სიმდიდრე, ჩემში შენ წმიდა ხდები და ჩემი მეშვეობით განწმენდილი ხარ. მე ვარ აღუწერელი, ჩაუწვდომელი და უძლეველი. ზეცანი ვერ იტევენ ჩემს დიდებას და სიკვდილს არ შეუძლია ჩემი შთანთქმა. ყველა მუხლი მოიდრიკება ჩემ წინაშე და ყველა ენა აღიარებს, რომ მე ვარ დიდებული „მე ვარ“. ყველა ენა აღიარებს, რომ მე ვარ ღმერთთა ღმერთი.


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები