ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

რაც შენს ხელთაა…

by ნატალია ჩიქოვანი 22 მარტი, 2021
22 მარტი, 2021 304 ნახვა

ღმერთი ყოველთვის გამოიყენებს იმას, რაც თქვენს ხელთაა, თუნდაც სრულიად უმნიშვნელოს. პირველად ეს კითხვა მაშინ გვხვდება, როცა ღმერთი ელაპარაკა მოსეს, მაგრამ ამ კითხვაში ჩადებული სიბრძნე დღესაც აქტუალურია. ღმერთი მოსეს ალმოდებული ბუჩქის სახით გამოეცხადა და მას შემდეგ, როცა მან უფალს თავისი მტკიცებულებანი დაუსახელა მისი ბრძანების თავიდან ასარიდებლად, ღმერთმა ჰკითხა (გამოსვ. 4:2):

და თქვა ღმერთმა: ‘რა გაქვს ხელში?’ უპასუხა: ‘კვერთხი’.

ვფიქრობ, მოსესთვის კვერთხი სრულიად ჩვეულებრივი ნივთი იყო და ვერც კი ხვდებოდა, რომ მისი მეშვეობით შეეძლო ფარაონის მთელი ლაშქრის დამარცხება. ბოლოს და ბოლოს, კვერთხი უბრალოდ გათლილი ჯოხია და მწყემსი მოსე ლოგიკურად ფიქრობდა იმას, რომ ამ კვერთხში არაფერი ზებუნებრივი არ არის. ეს სრული სიმართლეა − არც ერთ ჩვენგანში არაფერია ზებუნებრივი მანამ, სანამ ღმერთი არ სცხებს თავისი სულით იმას, რაც ჩვენს ხელთაა. გავიხსენოთ ბიბლიური მაგალითები:

აბიგაილმა თავისი ქონება გამოიყენა, რათა განრისხებული მეომრებისთვის თავისი სახლეულის დახოცვის ნება არ მიეცა.

იაყელმა ურო და კარვის პალო გამოიყენა მტრის არმიის მხედართმთავრის მოსაკლავად და თავისი ხალხის გადასარჩენად.

სამსონმა ვირის ყბა გამოიყენა მტრის გასანადგურებლად.

რუთმა ხორბლის მარცვლები გამოიყენა, რომელთაც იგი მინდორზე აგროვებდა.

სამუელმა ზეითუნის ზეთი გამოიყენა, რათა დავითი ეცხო ისრაელის მეფედ.

დავითმა შურდული და ქვა გამოიყენა, რათა გოლიათი დაემარცხებინა.

უსახელო ბიჭმა 5 პური და 2 თევზი გამოიყენა, რათა 5000 ადამიანი დაეპურებინა.

იმედგაცრუებულმა ქალმა ალებასტრონის ჭურჭელი გამოიყენა, რათა იესოს ფეხებისთვის ეცხო ნელსაცხებელი…

რატომ არის ასე მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ, რა გვაქვს ხელში?

როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმინდა მსახურის, იესოს, სახელით.

საქმ. 4:30

მაშინ, როცა გადავცემთ იესოს იმას, რაც ჩვენს ხელშია, ის გვაძლევს იმას, რაც მას უპყრია ხელთ…

ავტორი: ლიზა ბევირი.


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები