ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

რა არის ცხებულება?

by ნატალია ჩიქოვანი 26 იანვარი, 2021
26 იანვარი, 2021 423 ნახვა

ცხებულების როლი მსახურებასა და მოწოდებაში

ცხებულება ზებუნებრივი უნარია, რომელიც ღვთისგან აქვს ადამიანს მიცემული, რათა შეძლოს იმ მოწოდების აღსრულება, რისკენაც ღმერთმა მოუწოდა. ღმერთი ადამიანს აძლევს ცხებულებას, რათა მან შეძლოს მსახურება. როდესაც უფალი ადამიანს მოუწოდებს მსახურებისკენ, ის ერთდროულად აძლევს მას თავის ძალას, სიბრძნესა და შემძლეობას იმ საქმის საკეთებლად, რაშიც მოუწოდა მსახურად. სწორედ ესაა ცხებულება.

ჩემი ცხებულება, შესაძლოა განსხვავდებოდეს სხვა ადამიანის ცხებულებისგან, მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი ყველას ანიჭებს ცხებულებას, უბრალოდ ზოგ შემთხვევაში ეს შეუმჩნეველია, ზოგჯერ კი ძალიან აშკარა.

ბიბლიაში ჩვენ ვხედავთ, რომ მწყურვალნი დარწყულდებიან. უფალი იესო ამბობს: 

თუ ვინმეს სწყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს.

იოანეს 7: 37

ღმერთს ბევრი გეგმა აქვს ჩემთან დაკავშირებით, მაგრამ მე, შესაძლოა, გულგრილი ვიყო მისი ნებისადმი. ღვთის ძალის დახმარებით ბევრი რამ შეგვიძლია, მაგრამ თუ გულგრილნი ვიქნებით, ვერ შევძლებთ იმ პოტენციალის სწორად გამოყენებას, რაც ჩვენში ჩადო შემოქმედმა. ეს არ არის ღმერთზე დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ჩვენს გადაწყვეტილებაზე.

შეგვიძლია ყოველ კვირას ვიაროთ ეკლესიაში, ვიძინოთ, გავერთოთ ტელეფონით, ან შეტყობინებები ვწეროთ, მაგრამ ამით ვერ ავივსებით. სთხოვეთ ღმერთს შეცვალოს თქვენი ცხოვრება, მერწმუნეთ, ეს თხოვნა თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდება.

როგორ გავიგოთ რისთვის გვცხო ღმერთმა?

იმისათვის, რომ საკუთარი ადგილი იპოვოთ, დამყოლი უნდა იყოთ და ყურადღებით უნდა უსმენდეთ ღმერთს, რათა მკაფიოდ დაინახოთ თქვენი ცხოვრებისთვის განსაზღვრული მისი ნება. ჩვენი მსახურებით ეკლესიის ზრდას ვუწყობთ ხელს და როცა მსახურებას ეწევით, შესაძლოა, სწორედ ამ დროს იპოვოთ თქვენი ადგილი; იპოვოთ მაშინ, როდესაც საკუთარ თავში იგრძნობთ მოწმობას, რომ დიახ, სწორედ აქ ვარ საჭირო.

ამავდროულად, ჩვენ მუდამ უნდა ვიყოთ მზად მორჩილებისთვის, თუ ღმერთი მოგვიწოდებს ისეთი რამის კეთებისკენ, რაც დიდად არ მოგვწონს და არ გვანიჭებს სიამოვნებას.

მსახურება მორჩილებაა, მორჩილება კი გასაღებია უფალში საკუთარი მოწოდების პოვნისთვის. სიხარულს და ძალას, მეტ გაბედულებასა და წყურვილს იგრძნობთ უფლისადმი, როცა იპოვით საკუთარ ადგილს. ამ დროს უფალს ეძლევა საშუალება გაგზარდოთ თქვენს მოწოდებაში. თქვენ აღმოაჩენთ სულიწმიდის სხვადასხვა ნიჭს თქვენში და ცხებულებას, რომელსაც ღმერთი გაძლევთ მოწოდების აღასასრულებლად.

მსახურება ბოლომდე: როგორ დავძლიოთ სასოწარკვეთილების წუთები და მივაღწიოთ მიზნამდე

ნუ იქნებით გულუბრყვილონი. უფალი იესო გვაფრთხილებს, რომ რთული გზა გვაქვს გასავლელი, საჭიროა ბოლომდე ბრძოლა. გყავდეთ გულითადი მეგობრები, რომლებთანაც შეძლებთ აღიაროთ საკუთარი სისუტენი, რომლებსაც გულს გადაუშლით. არავინ იმყოფება მუდმივად მთის მწვერვალზე, ხშირად ჩვენი გზა ხევებსა და უსწორმასწორო, მთა-გორაკიან ველებზე გადის და ამ „მოგზაურობას“ იმედგაცრუებანიც ახლავს თან. კარგია, თუ გზაზე მარტონი არ ვიქნებით, თუ საკუთარ სიხარულსა და ტკივილს მეგობრებს გავუზიარებთ. ესაა ძმათმოყვარეობა. ცოდვაში ხშირად ის ადამიანი ვარდება, ვისაც მეგობრები არ ჰყავს. ჩვენ არ ვართ სრულყოფილნი, ჩვენ ყველას გვჭირდება წახალისება, მხარდაჭერა და მეგობრობა.

გქონდეთ დრო ღმერთისთვის

დღევანდელ სამყაროში სიჩქარე დოგმაა, ყველას ჩქარობს, ყველგან ხმაურია… თითოეულ ჩვენგანს სჭირდება ღმერთთან უფრო ახლოს ყოფნა, სიმშვიდე და დრო, რომელიც არასდროს არ გვაქვს. უფალი იესო ასწავლიდა:

შედი შენს ოთახში, ჩაკეტე კარი და ილოცე შენი მამისადმი, რომელიც დაფარულია.

მათე 6: 6

მამას ვერ მიუახლოვდებით, თუ არ გექნება დრო; დრო როცა მხოლოდ თქვენ და უფალი დარჩებით ერთმანეთთან პირისპირ. თუ ღმერთთან მჭიდრო ურთიერთობა გსურთ, არ უნდა იჩქაროთ, მიუხურეთ კარი ამ სამყაროს, გადაშალეთ ბიბლია, წაიკითხეთ, გულში ჩაიმარხეთ უფლის სიტყვები.

გახსოვდეთ, ღმერთს სურს ჩვენთან ურთიერთობა, მას სურს გამოავლინოს თავისი სრულყოფილი ნება ჩვენი ცხოვრებისათვის, გვცხოს და გვაკურთხოს იმ მოწოდებაში, რაშიც მოგვიწოდა, თუკი ჩვენ მას ამის შესაძლებლობას მივცემთ.

წყარო: http://bogoblog.ru


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები