ჩვენი ემოციები ჩვენი ფიქრების შედეგად იმართება. ბიბლიაში უამრავი მაგალითია, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ ვმართოთ ჩვენი ფიქრები.
ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
ბიბლია ხშირად გვესაუბრება იმაზე, რომ ჩვენი თავები უნდა დავუმორჩილოთ ღვთის ნებას.
თუ გსურთ, რომ ადვილად მართოთ ემოციები, მაშინ მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ხუთ მარტივ ხერხს:
1) გადაწყვიტე, ვინ არის პასუხისმგებელი შენს ემოციებზე
როგორც ქრისტიანებს, საჭიროა გვესმოდეს, რომ ბრაზი, შიში, დანაშაული და სხვა ნეგატიური ქმედებები კაცობრიობისთვის საერთო ფენომენია, თუმცა აუცილებელია ვიცოდეთ, ვინ აგებს პასუხს ჩვენს ემოციებზე?!
შენი ემოციები შენი არჩევანია. შენ შეგიძლია გადაწყვიტო, როგორი ემოციები გქონდეს. თუ რაიმე არ მოგეწონება, მისი შეცვლაც შენს ძალებში შედის. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ შევძლოთ ემოციების მართვა, ეს არის ‒ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციებზე.
2) ხმამაღლა აღიარე, ვინ არის შენს ემოციებზე პასუხისმგებელი
თუ გიჭირს ემოციებთან გამკლავება, განაცხადე, ვინ არის შენს ემოციებზე პასუხისმგებელი. აუცილებელია, რომ ხმამაღლა განაცხადო: „ღმერთო, მე გირჩევ დღეს, რომ მართო ჩემი გრძნობები და ემოციები, და დამეხმარო ამის შეძლებაში. რა თქმა უნდა, არავისი ბრალი არაა ის, რომ მე ამ მდგომარეობაში ვარ, ეს ჩემი გადაწყვეტილებაა.“
ბიბლია ამბობს:
ყოველივე, რაც ჭეშმარიტია, რაც პატიოსანია, რაც მართალია, რაც უმანკოა, რაც საყვარელია, რაც სასახელოა, ყოველივე, რაც მოსაწონი და სანაქებოა, იმაზე იფიქრეთ.
3) განავითარე გეგმა
თუ ხშირად გაქვს ემოციური გამოწვევები და ხშირად ვერ უმკლავდები მათ… დაისახე გეგმა.
4) მოაწესრიგეთ ემოციები
ჩვენი ემოციების უწესრიგობა, შესაძლოა, უამრავმა მიზეზმა გამოიწვიოს.
უმართავი ემოციები იწყება ემოციური ჭაობიდან. როდესაც ჩაახშობ შენს ემოციებს შინაგანში, ემოციური ჭაობი იწყებს ზემოთ ამოსვლას და საბოლოოდ ‒ ამოფრქვევას. თუ შენ იკლავ შენს ემოციებს შინაგანში, ფრთხილად უნდა იყო, რომ გაუმკლავდე მათ, რათა არ გახდე უკონტროლო.
5) იმუშავე საკუთარ თავზე
გააკეთე რაიმე. ჰკითხე შენს თავს: „რის გაკეთებას შევძლებდი მომდევნო 30 დღის განმავლობაში ჩემი ემოციური ცხოვრების საფუძველზე? ეს უდიდეს ცვლილებას მოიტანდა ჩემს ურთიერთობაში, ქორწინებაში თუ ჯანმრთელობის მხრივ.
უამრავი ზრდასრული იტანჯება ემოციების უკონტროლობისგან, რადგან ჩვენ გავიზარდეთ ისეთ ოჯახებში, სადაც არ გვისწავლია, როგორ გვემართა ემოციები. ხშირად, ასეთ შემთხვევაში, შევდიოდით ჩვენს ოთახებში, ან უბრალოდ ვცდილობდით, რაიმეზე გადაგვეტანა ჩვენი ყურადღება.
ღმერთის განზრახვა მხოლოდ იმის ცოდნა კი არაა, რას ვგრძნობთ, არამედ ‒ რას ვფიქრობთ, რადგან ჩვენ უნდა ვიყოთ დრეკადნი მისი გზების მიმართ.
იხილეთ სამი გზა, რომელიც დაგეხმარებათ, დაისახოთ გეგმა ემოციების მოსაწესრიგებლად:
1) აღმოაჩინეთ, რა გინარჩუნებთ ემოციურ ბალანსს
ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ იმ ემოციებს, რომელთა მართვაც არ შეგვიძლია, ვიდრე იმათ, რისი მართვაც მარტივად ძალგვიძს.
2) იყავი გაცნობიერებული შენს ემოციებში
განრისხდით, მაგრამ ნუ შესცოდავთ; მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.
3) შეცვალეთ თქვენი აზროვნება
მაშინ, როდესაც ღმერთს უმორჩილებ შენს ფიქრებსა და ემოციებს, უფრო მარტივი ხდება მის გზაზე სიარული.