ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

როგორ შეიძლება სასიკეთოდ გვეწიოს ყველაფრის დაკარგვა?

by ნინო ხუროშვილი 18 იანვარი, 2021
18 იანვარი, 2021 2.3K ნახვა

სცენარის წერისას, ჩვეულებისამებრ, გინდათ, რომ 15 წუთით ადრე ისტორიის დასასრულამდე ისეთი რაღაც მოხდეს, რასაც შეიძლება უწოდოთ „ყველაფერი დაკარგულია“. მთავარი გმირის ყველა მიღწევა წყალში უნდა ჩაიყაროს. შემდეგ კი, თუკი, რა თქმა უნდა, ტრაგედიას არ წერთ, უკანასკნელ წუთებში გამოჩნდება გამოსავალი. ვიცი, რომ ეს შაბლონია, მაგრამ ის ნამდვილად ამართლებს. თითქმის ყველა ფილმშია მსგავსი სცენა: „ყველაფერი დაკარგულია“.

ეს დრამატული დაძაბულობის ზრდისკენაა მიმართული. მე შემიძლია სამი მსგავსი მომენტის გახსენება ჩემი ცხოვრებიდან, როცა ვგრძნობდი, რომ ყველაფერი დაკარგული იყო და ეს საშინლად მტკივნეული გახლდათ. ორი მოვლენა საერთოდაც ერთი წლის განმავლობაში მოხდა.

თუმცაღა, თუ უკან მივიხედავ, იმ წელმა ყველაზე დიდი გავლენა იქონია ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე, ვიდრე სხვა რომელიმე წელმა. ყოველ შემთხვევაში, მე უკეთეს პიროვნებად ვიქეცი, რადგან ეს ტკივილი გადავიტანე. ნაკლებად ცინიკური გავხდი; სამუშაო ეთიკა უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის; ახლა უკეთეს გადაწყვეტილებებს ვიღებ; უფრო მტკიცე რწმენა მაქვს, რადგან ერთხელ ყველაფერი დავკარგე.

ის ცხოვრებისეული მომენტები, როდესაც ფიქრობთ, რომ „ყველაფერი დაკარგეთ“, შეიძლება მტკივნეული იყოს, მაგრამ ის ასევე სასიკეთოდ შეიძლება გეწიოთ. წმინდა წერილში მცირეა იმ პერსონაჟების რიცხვი, რომელთაც არაფერი დაუკარგავთ ცხოვრების განმავლობაში. მე აქ გმირ ადამიანებზე ვსაუბრობ. მარიამმა რეპუტაცია დაკარგა. იობმა დაკარგა შვილები, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. პავლე გამოემშვიდობა თავის ადგილს საზოგადოებაში. მოსემაც დაკარგა კეთილდღეობა და უზრუნველყოფილი მომავალი. ეს ჩამონათვალი შეიძლება კიდევ და კიდევ გავაგრძელოთ.

თუ ცხოვრებაში გზის იმ მონაკვეთზე ხარ, სადაც გრძნობ, რომ ყველაფერი დაკარგე, შესაძლოა, სათანადო ადგილას ხარ, იქ, სადაც ღმერთს სურს, რომ იმყოფებოდე.

ის, რამაც მე მიხსნა, იყო საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა: რა შეიძლება ვისწავლო ამ ტკივილით? ჩემი დანაკარგის მესამედი ეხებოდა ბიზნესს, ამიტომაც გამუდმებით ვეკითხებოდი საკუთარ თავს, როგორ შეიძლებოდა ეს დანაკარგი ჩემდა სასიკეთოდ ყოფილიყო. ბევრი რამ ვისწავლე იქიდან, რაც შემემთხვა: აღარ ვიყავი დამოკიდებული ჩემს ქონებასა და სტატუსზე. ვისწავლე, როგორ მემართა ბიზნესი უფრო კარგად; უფრო თავმდაბალი და დისციპლინებული გავხდი.

ფსიქოლოგმა ვიქტორ ფრანკლმა თქვა, რომ როდესაც მხსნელ პერსპექტივას ვპოულობთ ტანჯვათა დროს, ტანჯვა უკვე ტანჯვა აღარ არის. მჯერა, რომ ეს ასეცაა.

ღმერთი ჩვენდა სასიკეთოდ იყენებს მომენტებს, როცა გვგონია, რომ „ყველაფერი დაკარგულია“. იგი თავისი მიზნებისათვის იყენებს ჩვენს ასეთ მდგომარეობას და როცა ვემორჩილებით მის მიზნებს, ხსნა აუცილებლად მოვა.

წყარო: http://bogoblog.ru/


ამავე კატეგორიის

ზოგადი გამოცხადება

24 ივნისი, 2025

წმინდა წერილის გაგება და განმარტება

16 ივნისი, 2025

ქრისტიანული თეორიები სულის წარმოშობის შესახებ

13 ივნისი, 2025

წმინდა წერილი არის ღვთის სიტყვა

5 ივნისი, 2025

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    10 ბიბლიური ციტატა სიამაყის შესახებ

    10 ნოემბერი, 2020
  • 3

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 4

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

    20 იანვარი, 2021
  • 5

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ქრისტიანული სიხალეები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები