ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

სამი ძლიერი იარაღი, რომელსაც სატანა ჩვენ წინააღმდეგ იყენებს

by ნატალია ჩიქოვანი 17 მარტი, 2021
17 მარტი, 2021 4.2K ნახვა

ღმერთში ჩვენი ცხოვრება ლამაზ ბაღში სეირნობას არ ჰგავს, ის უფრო ბრძოლაა. ბრძოლა, რომელშიც მარტონი არ ვართ, რადგან ღმერთი იბრძვის ჩვენს მხარეს. ჩვენი მტერი სასტიკია, ის მოდის, რათა მოსპოს, მოკლას და მოიპაროს. მტრის მიზანია ‒ დაანგრიოს ჩვენი ცხოვრება. ამისათვის მას აქვს ძლიერი იარაღი, რომელსაც ხშირად იყენებს ჩვენ წინააღმდეგ. ბევრ მორწმუნეს შეუძლია დაადასტუროს, რომ მათ არაერთხელ განიცადეს ამ იარაღის შედეგები საკუთარ ცხოვრებაში.

ეს სამი იარაღი ტყუილი, ბრალდება და მსჯავრდადება გახლავთ:

  • ტყუილი ‒ დასაწყისში ეშმაკმა ევას შესაცდენად სწორედ ტყუილი გამოიყენა და მას შემდეგ იგი მუდმივად ატყუებს ადამიანებს. მოციქული იოანე თავის სახარებაში ამბობს, რომ „არაა მასში ჭეშმარიტება. როდესაც სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამა.“ (იოანეს 8:44).
  • ბრალდება ‒ სატანა ბრალდების სპეციალისტია, ეს მასზე უკეთ არავის გამოსდის. ის ადანაშაულებს არა მარტო ადამიანებს, არამედ ღმერთსაც. ედემის ბაღში მან ღმერთი დაადანაშაულა ძალაუფლების დამალვაში, რომლის მიცემაც, მისი თქმით, კეთილისა და ბოროტების ხეს შეეძლო ადამიანებისთვის. ეს დაეხმარა მას ‒ დაეშორებინა ადამიანები ღმერთისგან და ასევე ჩამდგარიყო ადამიანთა შორის.
  • მსჯავრდადება ‒ სულიწმიდა გვამხელს ჩვენ, როდესაც ვცოდავთ. სატანას კი, მისგან განსხვავებით, განაჩენი გამოაქვს ჩვენთვის, რაც თავს უღირსად გვაგრძნობინებს და გვაფიქრებინებს, რომ ღმერთი არ მიგვიღებს ჩვენ იმის გამო, რაც ჩავიდინეთ.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის აღთქმები ჩვენდამი უცვლელია ‒ ქრისტეში ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ და შეგვიძლია, დავტკბეთ ამ ტრიუმფით. ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ ქრისტეში, როგორც გამარჯვებულნი ყველა პრობლემაზე, ცხოვრების ყველა სფეროში. ღვთის სიტყვა ამბობს:

რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე ქვეყნად, რომ განეკითხა წუთისოფელი, არამედ მის მიერ გადარჩენილიყო იგი.

იოანეს სახარება 3:16

უფალს არ დავუტოვებივართ ამ იარაღის პირისპირ მარტონი და შეუიარაღებელნი, მან მთელი თავისი აღჭურვილობა მოგვცა მტერთან საბრძოლველად: ჭეშმარიტების სარტყელი, სიმართლის ჯავშანი, რწმენის ფარი, ფეხსამოსი სახარების გასავრცელებლად და სულის მახვილი (ეფესელთა 6:14-17), და ამ ყველაფრის უკან დგას იესო ქრისტეს ძალა, რომელმაც უკვე დაამარცხა მტერი. მან გაანადგურა ეშმაკის ძალაუფლება ჩვენზე და მოგვცა ძალა და იარაღი, რომლითაც შეგვიძლია,  წინ აღვუდეგთ ჩვენს მოწინააღმდეგეს ‒ ეშმაკს.

არასდროს დანებდე, არ დაყარო იარაღი მტრის წინაშე, არ შეშინდე, არ დაითრგუნო, არ მიიღო ეშმაკის ბრალდებები, არც მის ტყუილებს მოუსმინო და არ იცხოვრო მსჯავრდადებაში…

ყოველთვის გახსოვდეს, რომ თუ გწამს ქრისტესი, შენ უკვე გაიმარჯვე მასთან ერთად!

ავტორი: პატრიკ მაბილოგი (ქრისტიანი მწერალი, ბლოგერი)


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ღმერთი მოწყალეა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    მარტინ ლუთერი – რეფორმაციის ნაჯახი

    31 ოქტომბერი, 2020
  • 4

    წერილი, რომელმაც არაერთი ოჯახი გადაარჩინა განქორწინებას

    18 დეკემბერი, 2020
  • 5

    სიამაყის 5 ნიღაბი

    23 მარტი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები