ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ღვთის დაპირებანი მოგცემთ ძალას ნებისმიერი კრიზისის დასაძლევად

by ნატალია ჩიქოვანი 9 ნოემბერი, 2021
9 ნოემბერი, 2021 878 ნახვა

ბოლო რამდენიმე კვირა მამაჩემის საწოლთან გავატარე საავადმყოფოში. ის ეზოში მუშაობისას წაიქცა (89 წლის კაცი ბალახს არ უნდა კრეჭდეს) და თავი დაარტყა. ნეკნის მოტეხილობით, თავზე 12 ნაკერითა და ტვინში ორი სისხლჩაქცევით იწვა საავადმყოფოში.

ერთი კვირის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდა იმას, თუ სად იმყოფებოდა. ორშაბათს ჩემი სახელი წარმოთქვა. სამშაბათს ვთხოვე, ეთქვა, თუ რომელ ეკლესიაში დადიოდა. მან სწორი პასუხი გამცა, თუმცა შემდეგ, როცა ექთანმა ჰკითხა, ვინ ვიყავი, მამაჩემმა უპასუხა, რომ მე მისი შვილიშვილი ვარ.  

ჩვენ არ ვიცით, რას მოუტანს მამაჩემს მომდევნო დღე ან თვე. ბევრი ადამიანი ლოცულობს მისი განკურნებისთვის და არის კიდეც ნიშნები იმისა, რომ მოძრაობის უნარი უბრუნდება და ტვინის ფუნქციონირებაც აღდგენის პროცესშია.

მიუხედავად იმისა, მამაჩემი თავს დააღწევს ამ მდგომარეობას თუ გარდაიცვლება, მე იძულებული ვარ, თვალი გავუსწორო იმ რეალობას, რომ ყველანი ვბერდებით; რომ სიცოცხლე საშინლად მყიფეა, ხოლო სიკვდილი გარდაუვალი.

არასწორად ვიქცევით, როდესაც ადამიანებს არ ვამზადებთ სიკვდილისათვის. ეკლესიაშიც კი იშვიათად ვსაუბრობთ ამის შესახებ. მხოლოდ დაკრძალვაზე ვეხებით ამ საკითხს. ადვილია თავს დავაჯეროთ, რომ სიცოცხლე დაუსრულებლად გრძელდება და რომ არასოდეს მოვხუცდებით, თუმცა ბიბლია გვერდს არ უვლის სიკვდილის თემას. დაბადების წიგნში სიტყვა „სიკვდილი/მოკვდა“ 68-ჯერ გვხვდება.

ბიბლია შეგვახსენებს: „და მოკვდა ადამი“… „და მოკვდა აბრაამი“… „და მოკვდა ისააკი“… დაბადების წიგნის ერთი თავი (23-ე თავი) მთლიანად ეძღვნება სარას სიკვდილისა და დამარხვის ამბავს.

სიკვდილი… თითქოს ზარების ავისმომასწავებელი რეკვა გვესმის. სიკვდილი ცივი და პირქუში აჩრდილის მსგავსია, რომელიც ჩვენი ამქვეყნიური არსებობის განუყოფელი ნაწილია.  

მეფე დავითი „სიკვდილის აჩრდილთა (შავეთის) ველზე სიარულის“ შესახებ ლაპარაკობდა (ფსალ. 22:4). ის წერდა საკუთარი გამოცდილებიდან, რადგან გამუდმებით უწევდა სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნა.  

მხოლოდ მათ, ვისაც ახლობელი ადამიანი დაუკარგავთ ან ავადმყოფზე უზრუნიათ, იციან, რაოდენ ხელშესახებია სიკვდილის აჩრდილი. ის სქელი ნისლივითაა ჩამოწოლილი ჩვენზე, და თავს მარტოდ და დაკარგულად გვაგრძნობინებს.  

გასულ კვირას ვიგრძენი, როგორი ყოფილა ეს ნისლი. ვიგრძენი მაშინ, როდესაც ვცდილობდი, შემეკავებინა მამაჩემი, რათა წვეთოვანის მილი არ მოეშორებინა. ვიგრძენი მაშინ, როდესაც მარტივი შეკითხვა დავუსვი და პასუხად ცარიელი გამოხედვა მივიღე. ვიგრძენი მაშინ, როცა სხვა პაციენტის ყვირილი გავიგონე, ტკივილით გამოწვეული.

და მაინც, ღმერთი ამაგრებდა დავითს ბნელ დროს. ვერაფერმა მოახერხა მისი ძლევა და ამიტომაც წერდა: „სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან“ (ფსალ. 22:4). ჩვენ გვაქვს დაპირება იმის შესახებ, რომ ღმერთი ჩვენ გვერდით იქნება გარემოებათა მიუხედავად.

და თუ ახლა შავეთის ველზე დადიხართ სიკვდილის, უბედური შემთხვევის, სერიოზული ავადმყოფობის, ფინანსური კრიზისის, სამსახურის დაკარგვის ან სხვა ტრაგედიის გამო, არ შედრკეთ, კვლავ მტკიცედ იდექით ღვთის ურყევ დაპირებებზე და ნება მიეცით მის სიტყვას, უსაფრთხოების შეგრძნება აღძრას თქვენს სულში.  

ქვემოთ ჩამოთვლილმა ოთხმა დაპირებამ ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა შეიძინა უკანასკნელი შვიდი დღის განმავლობაში.

ნაუმ წინასწარმეტყველის 1:7-ში დაწერილია:

კეთილია უფალი – ციხე-სიმაგრე გასაჭირში – და ცნობს თავის მოიმედეთ.

გამოთქმა „ღმერთი ყოველთვის კეთილია“ რელიგიურ კლიშედ იქცა, თუმცა ეს ჭეშმარიტებაა. მას ძალუძს – ძლიერად იმოქმედოს, თუკი თქვენს გულში ფესვის გადგმის შესაძლებლობას მისცემთ. შავეთის ველზე სიარულისას ხშირად ვგრძნობთ ცდუნებას იმისას, რომ ღვთის სიკეთეში ეჭვი შეგვეპაროს. ნუ მისცემთ ეშმაკს ნებას, გიბიძგოთ ღმერთის დადანაშაულებისკენ, თითქოს მან მიგატოვათ. პირიქით, თავი შეაფარეთ უფლის ძლიერ მკლავებს და ნება მიეცით მას, შეგახსენოთ თავისი ერთგულებისა და უწყვეტი ზრუნვის შესახებ.  

იოანეს 16:33-ში დაწერილია:

ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას.

მნიშვნელობა არ აქვს, რას გესვრით ქვეყნიერება. ქრისტე გვაფრთხილებს, რომ გვექნება განსაცდელნი და ცდუნებანი, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ არის მძიმე და არა წერტილი. ის მოგვიწოდებს, რომ რწმენით შევხვდეთ ჩვენს ცხოვრებაში მოსულ ყოველ სირთულეს. მან უკვე სძლია ყველა შესაძლო სიძნელეს, რომელთან შეჯახებაც შეიძლება მოგვიწიოს. ამის გაცნობიერება ზებუნებრივ სიმშვიდეს მოგანიჭებთ.  

ფილიპელთა 4:6-7-ში დაწერილია:

არაფერზე იზრუნოთ [იშფოთოთ], მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში.

კრიზისის დროს ჩვენი პირველი რეაქციაა შფოთვა. ამის ანტიდოტი კი ლოცვაა. უთხარით უფალ იესო ქრისტეს თქვენი ყველა შიშისა და შემაწუხებელი ფიქრის შესახებ და ნება მიეცით მის მშვიდობას, სძლიოს მათ. მისი მშვიდობა ფარი იქნება თქვენთვის სასოწარკვეთილების სიბნელისგან დასაცავად.  

იოანეს 11:25-26-ში დაწერილია:

უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს. ყველა, ვინც ცოცხალია და ჩემი მორწმუნეა, არ მოკვდება უკუნისამდე.

ეს არის ჩვენი სიხარულის პირველწყარო. სიკვდილი არ არის დასასრული ქრისტიანისათვის. ქრისტემ სძლია სიკვდილის ნესტარს. ის შთანთქმულ იქნა ქრისტეს საბოლოო გამარჯვებით. ნებას ნუ მისცემთ სიკვდილს ან სიკვდილის შიშს – მოგპაროთ იმედი.

დაე, ღვთის დაპირებანი მიგიძღოდეთ და გინათებდეთ გზას შავეთის ველზე გავლისას. სიცოცხლის მეორე მხარეს ნათელი მომავალი გელოდებათ.

ავტორი: ჯ. ლ. გრეიდი


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    თაყვანისცემის მნიშვნელობა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    სწორად აზროვნებას ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია

    24 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები