ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ღვთის მშვიდობა სულიერი გამარჯვების საწინდარია

by ნინო ხუროშვილი 14 აპრილი, 2021
14 აპრილი, 2021 1.4K ნახვა

ჭეშმარიტი მშვიდობა ნაყოფია ღვთის სიყვარულში მტკიცე დარწმუნებისა. ჭეშმარიტი მშვიდობა შობს გაცნობიერებას იმისა, რომ:

ის, ვინც თქვენშია, მეტია მასზე, ვინც სოფელშია.

1-ლი იოანე 4:4
მშვიდობის ღმერთი სძლევს სატანას

სულიერი ომის სწორად წარმართვისათვის უნდა გვესმოდეს, რა არის სულიერი ძალაუფლება და ვიყენებდეთ კიდეც მას. სულიერი ძალაუფლება არ ნიშნავს საკუთარი ნების სხვა ადამიანისათვის თავს მოხვევას და მის დამორჩილებას. სულიერი ძალაუფლების ფლობა გულისხმობს იმას, რომ ღვთის მშვიდობა დაამყაროთ იმ ადგილას, სადაც მანამ უთანხმოება და ჩაგვრა სუფევდა. მაშასადამე, იმისათვის, რომ ამ ძალაუფლებით ვიმოქმედოთ, უპირველესად, მშვიდობა უნდა გვქონდეს.

მოციქული პავლე გვასწავლის:

ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას.

რომაელთა 16:20

სატანის მიერ აღძრული შიშისა და შევიწროებისათვის სასიკვდილო დარტყმაა, როცა ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ ომის დროს. გამარჯვება არ მოდის ჩვენი ემოციებიდან ან ინტელექტიდან. გამარჯვების მოპოვება შესაძლებელია მაშინ, როდესაც უარს ვამბობთ, ვიმსჯელოთ თვალით დანახულისა თუ ყურით მოსმენილის მიხედვით და ნაცვლად ამისა, ვენდობით ღვთის დაპირებებს.  

ქრისტეს გამარჯვებას სრულად ვერასოდეს ჩავწვდებით, თუ ჩვენ გარშემო არსებულ გარემოებებზე ისევ ადამიანური რეაქცია გვექნება. როცა ნამდვილად ფლობთ სულიერ ძალაუფლებას რაღაცაზე, შეგიძლიათ ამ რაღაცას შიშისა და შფოთის გარეშე შეხედოთ. ქრისტეს ძალაუფლება, რომელიც მან ქარიშხლის და აღელვებული ზღვის დასაწყნარებლად გამოიყენა (მათე 8:23-27), გახლდათ ნათელი გამოხატულება იმისა, რომ მისი მშვიდობა გარემოზეც ვრცელდება. მას ქარიშხალთან ბრძოლა არ გაუმართავს და არც შეშინებია მისი. სრულყოფილი სიმშვიდით შეხვდა ის აბობოქრებულ ზღვას და თავისი ძალაუფლებით დაიმორჩილა.  

პილატეს სასახლეში ყოფნისას, რომელიც ჯოჯოხეთის ძალთა მიერ აღძრულ ადამიანთა სიშლეგეს მოეცვა, ქრისტეს გარს ერტყა წმინდა და ყოვლისმომცველი მშვიდობა; მშვიდობა, რომელიც ეფუძნებოდა მის გადაწყვეტილებას: ნებისმიერ ფასად აღესრულებინა ღვთის ნება. მასში მყოფი სულიწმიდა სიმშვიდეს ასხივებდა, ისეთ სიმშვიდეს, ღვთის ტახტის გარშემო რომ სუფევს. თითქოს სამსჯავროს წინაშე იესო კი არა, თავად სატანა, პილატე და ისრაელის რელიგიური წინამძღოლები იდგნენ.

სატანის არსენალი შედგება შიშის, შფოთის, ეჭვისა და საკუთარი თავის სიბრალულისაგან. ამ იარაღის მეშვეობით გვართმევს ის მშვიდობას და გულში ფორიაქს გვიტოვებს. გინდათ ხვდებოდეთ, საიდან გიტევთ მტერი? თქვენს ურთიერთობებში, სადაც მშვიდობა არ არის, იქ ომია გაჩაღებული და პირიქით, სადაც მშვიდობაა, იქ გამარჯვება გაქვთ.

პავლე გვეუბნება:

ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს: ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი – ხსნისა.

ფილიპელთა 1:28

თქვენი მშვიდობა, ღვთის სიტყვაზე ურყევად დგომა ნიშანია იმისა, რომ თქვენი ყურადღება ღვთის ნების მორჩილებისკენ არის მიპყრობილი. ის ფაქტი, რომ არაფერში უშინდებით მტერს, მიუთითებს იმაზე, რომ ძალაუფლება გაქვთ მის წინააღმდეგ.

მშვიდობისმყოფელნი ღვთის ძენი არიან

მშვიდობა სულიწმიდის ძალაა. ის სულიწმიდისათვის დამახასიათებელი თვისებაა და როცა მშვიდობა გაქვთ, გაქვთ ძალაც. მშვიდობისმყოფელი ის კი არ არის, ვინც უბრალოდ ომის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას, არამედ ის, ვინც სრულად ემორჩილება უფალს, რათა ღვთის შვილად იწოდებოდეს (მათე 5:9). სადაც მიდის, ღმერთიც გვერდით მიჰყვება და სადაც ღმერთია, იქ არის ისიც. ღვთის შვილი უშიშარი, გაბედული და მშვიდია. სიმშვიდე ასხივებს მისგან ისევე, როგორც ცეცხლი გამოსცემს სინათლესა და სითბოს.

ცხოვრებისეულ ბრძოლათა დროს მშვიდობა თქვენი იარაღია. ღმერთისადმი ნდობით აცხადებთ, რომ არ ნებდებით ეშმაკის ტყუილებს. მაშინ, როცა იესო დაუპირისპირდა ეშმაკს, ის თავისი ემოციებით არ შეწინააღმდეგებია მას და არც შეშინებია. მან იცოდა, რომ ეშმაკი მატყუარაა და უბრალოდ გადაწყვიტა, ღმერთის ხმის გარდა სხვა არცერთი ხმისთვის არ ეგდო ყური. მისმა მშვიდობამ სძლია სატანა. მისმა ძალაუფლებამ შეარყია სიცრუე და გაფანტა ბოროტი სულები.

22-ე ფსალმუნში დავითი ამბობს:

,შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან.

ფსალმუნი 22:4

თავისი ცხოვრების განმავლობაში დავითი ბევრჯერ დაჰპირისპირებია მტერს, მათ შორის, დათვს, ლომს და გოლიათსაც. დავითი მართლაც „შავეთის ველზე“ იდგა, მაგრამ არაფრის ეშინოდა. ის ღმერთზე იყო მინდობილი და ამბობდა: „შენა ხარ ჩემთან“. დავითი აგრძელებს: „გააწყვე ტაბლა ჩემ წინაშე, ჩემს მტერთა თვალწინ.“

მხოლოდ ღვთის მშვიდობა დაგეხმარებათ გამარჯვების მოპოვებაში. ღვთის მშვიდობის წყარო თავად ღმერთია. „ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა“ (გამოცხ. 4:6). მინის ზღვა სიმბოლოა: არც ტალღები, არც ოდნავი მოძრაობა, არაფერი აღელვებს ღმერთს. უფალი არასოდეს შფოთავს, არასოდეს ჩქარობს და არც უპასუხოდ გვტოვებს. ზღვა მის გარშემო სრულყოფილად მშვიდი და წყნარია. ყველა ჩვენი გამარჯვება მისი სიახლოვიდან გამომდინარეობს.

სანამ ბრძოლაში ჩაერთვებით, გააცნობიერეთ, რომ ეშმაკს თქვენი არ ეშინია, არამედ თქვენში მყოფი ქრისტესი!  

ეშმაკის დამარცხებას ვერ შეძლებთ მანამ, სანამ ღვთის ნებას და მმართველობას არ დაემორჩილებით სრულად. ღმერთი იძლევა გამარჯვებას. მიეცით მის სულს ნება, აღავსოს თქვენი სული თავისი მშვიდობით. 

ავტორი: ფრენსის ფერჯიპენი

წყარო: https://preachitteachit.org


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები