ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

ღმერთი აღვიძებს მსოფლიოს

by თამუნა ბაღდავაძე 15 აპრილი, 2021
15 აპრილი, 2021 2.1K ნახვა

ჩვენ ვცხოვრობთ ქაოსით სავსე დროში. იესო ამბობდა, რომ იმის მსგავსი კრიზისი, რასაც ახლა განვიცდით, იქნება ბოლო დროის მახასიათებელი.

„ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა, მიუახლოვდნენ მას მოწაფეები განმარტოებით და უთხრეს: ‘გვითხარი, როდის მოხდება ეს და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?’“ … „ასევე მოისმენთ ომების ამბებს. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული. ვინაიდან აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება შიმშილობანი, სნეულებანი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ. ხოლო ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია.“ (მათე 24:3, 6-8).

მინდა, ახლავე დავაზუსტო: მე არ ვამბობ, რომ ახლა ბოლო დროა. იესომ უთხრა მოწაფეებს, რომ მათ არ სჭირდებათ არც ვადები და არც დროები, არც დღე და არც საათი; მაგრამ წმინდა წერილის ეს ნაწყვეტი გვეხმარება იმაში, თუ როგორ გავერკვიოთ აწმყოში, როდესაც გვეჩვენება, რომ ყველაფერი, რაც ერთ დროს მკაფიო და გასაგები იყო, უეცრად გაურკვეველი ხდება.

გლობალური პანდემიის დროს ჩვენ ვალდებულნი ვართ, ყურადღება მივაქციოთ მას. რასაც არ უნდა აკეთებდეს ღმერთი, ის აღვიძებს მსოფლიოს და ახსენებს ჩვენი ცხოვრების სიმყიფისა და ღვთაებრივი სამსჯავროს რეალობის შესახებ.

ყოველი კრიზისი, რომელიც ჩვენი ცხოვრების საფუძვლებს არყევს, შეიძლება შევადაროთ სამშობიარო ტკივილებს. ისინი არ იუწყებიან ზუსტ დროზე, მაგრამ მიანიშნებენ, რომ დრო უფრო და უფრო მცირდება და დგება ახალი რეალობა. ახლოვდება სამსჯავროს დრო და ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ‒ ველოდოთ, რომ ასეთი ამბები უფრო და უფრო ხშირად მოხდება.

ამიტომაც, ჩვენი მხრიდან ბრძნული იქნებოდა ღვთაებრივი გაფრთხილების შემეცნება, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანებს დედამიწაზე: მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ, დროებითია. ყველაფერი, რასაც ვენდობით, ინგრევა.

ვაღიარებ, მსოფლიო მოვლენების ასეთი უეცარი შემოტრიალება ჭკუის სასწავლებელი და დამამდაბლებელია. როდესაც პირველად გავიგე COVID-19-ზე, ვიფიქრე, რომ ეს მოვლენა მოხვდება კატეგორიაში „უხ, აგვცდა“, რასაც უკვე მივეჩვიე. აი, მაგალითად, ასტეროიდის მსგავსად, რომელიც უახლოვდება დედამიწას, მაგრამ დღემდე ასეთი ასტეროიდები ყოველთვის გვერდით ჩაუქროლებენ ხოლმე მას. ან კიდევ, თქვენ გესმით ეპიდემიებსა და ომებზე სხვა ქვეყნებში და ფიქრობთ: „არაფერი მსგავსი აქ არ მოხდება.“ ჩვენი სამედიცინო სისტემა და სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას. შემდეგ კი, უეცრად, თქვენ უკვე ასე დარწმუნებული აღარ ხართ ამაში.

უბრალოდ დაფიქრდით: რაღაცამ, რასაც ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ხედავს, რაზეც ერთი თვის წინ არ ვნერვიულობდით, აიძულა ჩვენი ქვეყანა ‒ ძლიერად დაემუხრუჭებინა და გაჩერებულიყო. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ თუნდაც გავუმკლავდეთ ამ ვირუსს და შევაკავოთ ის, მისგან გამოწვეული ეკონომიკური ეფექტი გამაოგნებელი იქნება.

რაოდენ სუსტები ვართ სინამდვილეში. როდესაც ვკითხულობთ წმინდა წერილს, ვხედავთ, რომ ღმერთი ხშირად იყენებს კრიზისულ პერიოდს, რათა გამოაღვიძოს ადამიანები (ან ერები):

  •  საკუთარ უსაფრთხოებაზე სასოწარკვეთამ იაკობი მუხლებზე დააჩოქა.
  •  მოსემ იპოვა ღმერთი მას შემდეგ, რაც დაკარგა სახლი და კარიერა, როდესაც გაძევებულ იქნა ეგვიპტიდან უდაბნოში.
  •  მეფე ნაბუქოდონოსორმა დაკარგა ძალაუფლება და გონიერება.

ყველა ამ შემთხვევაში ღმერთმა გამოიყენა ეს გარემოებები, რათა ეთქვა: „გაიღვიძე! გესმის თუ არა, რამდენად მყიფეა შენი ცხოვრება და რამდენად უძლური იქნები, თუკი მოუმზადებელი წარდგები ღვთის სამსჯავროზე?!“

ღმერთი ახლაც იმავეს აკეთებს და გვაძლევს იმავე გაფრთხილებას. კრიზისულ პერიოდში ჩვენ ხშირად მივმართავთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ჯანმრთელობას და აყვავებულ ქვეყანას, რომელშიც გვაქვს თანამედროვე სამედიცინო აღჭურვილობა და ძლიერი ეროვნული თავდაცვა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად გვექნება; თუმცა არცერთი ამ საყრდენთაგან აღარ ჩანს უსაფრთხო და საიმედო, და სიმართლე გითხრათ, მტკიცე და საიმედო საყრდენნი ისინი არც არასოდეს ყოფილან. ქრისტეს სიტყვების თანახმად, ეს ყოველივე მცდარი საფუძველი, ფუჭი იმედი და ქვიშაა, რომელშიც შეიძლება ჩაიძიროს ადამიანი.

არის ერთი საგალობელი, რომელიც ძალიან მომწონს. მასში ნათქვამია, რომ ჩემი იმედი აშენებულია მხოლოდ იესოს სისხლზე და სიმართლეზე. ვდგავარ ქრისტეზე ‒ მტკიცე კლდეზე; რომ სხვა ყველა საძირკველი ქვიშაა, რომელიც ჩაგვძირავს.

არცერთმა ჩვენგანმა არ ვიცით, ჩვენი ცხოვრება დღეს დამთავრდება, ნახევარ წელიწადში თუ 60 წელში. რაც დანამდვილებით ვიცით, ესაა ის, რომ დადგება ჟამი, როდესაც ჩვენი ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდება.

ბევრ ჩვენგანს აქვს პერიოდი, როდესაც უფრო მარტივია ‒ დაივიწყო ეს მტანჯველი სიმართლე, თუმცა მისი დავიწყება რთულია მსგავს პერიოდში. მაგრამ სიკვდილზე ფიქრი აიძულებს ადამიანს, ღრმად და დაკვირვებით შეხედოს თავის საძირკველს, და ეს უკვე კარგია.

ჩვენი იმედი არა სამედიცინო დახმარებასა და ეკონომიკურ აყვავებაშია, არამედ ის იესოზეა დაფუძნებული და ეს საუკეთესო საძირკველია ამ სამყაროში. 

წყარო: http://ieshua.org


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები