ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ქრისტიანული საკითხები

შეიძლება თუ არა, რომ ოჯახი ჩვენს კერპად იქცეს?

by ნატალია ჩიქოვანი 22 თებერვალი, 2021
22 თებერვალი, 2021 337 ნახვა

ერთი კვირის წინ ტვიტერზე დავწერე: „ქრისტიანთათვის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კერპთაყვანისმცემლობის სახე ოჯახის გაკერპებაა.“

მსგავსი სიტყვები რამდენიმე დღის წინაც წარმოვთქვი ქადაგებისას. ასეთივე შინაარსის ტექსტები ადრეც დამიწერია ტვიტერზე, მაგრამ ახლა მეგობრებმა, რომლებიც ჩემზე მეტ ყურადღებას უთმობენ სოციალურ ქსელებს, მითხრეს, რომ ეს პოსტი საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა, რადგან 1600-ზე მეტმა ადამიანმა მოიწონა ის და მედიასაშუალებებმაც აიტაცეს. ჩემთვის უცნობია, როგორ გაიგეს ეს ადამიანებმა. ყველა შემთხვევაში, ნება მომეცით, განვმარტო.

ასეთი სიტყვები პირველად 2010 წელს წარმოვთქვი ქადაგებისას, როდესაც მარკოზის სახარებიდან გამომდინარე ვსაუბრობდი იესოს ნამდვილი ოჯახის შესახებ (მე-3 თავის 31-35 მუხლები). პოსტის შთაგონების წყარო ასევე გახდა ქადაგება გალილეის კანაში მომხდარი სასწაულის შესახებ. ორივე შემთხვევაში ჩემი შეხედულება ემყარებოდა იმას, რომ ოჯახისათვის თავდადება უფლისთვის თავდადებაზე წინ არ უნდა დავაყენოთ.

მარკოზის სახარების მესამე თავის ქადაგება დავიწყე ჩვენს კულტურაში ოჯახის შესახებ გავრცელებული ორი ცნების შედარებით: ოჯახი, როგორც შემაკავებელი ბარიერი ან ოჯახი, როგორც ცენტრი. ერთი შეხედულების მიხედვით, ოჯახი ხელს გიშლით, რომ გქონდეთ ყველაფერი, რაც გინდათ. მეორე შეხედულებით, ოჯახი გპირდება, რომ მოგცემს ყოველივეს, რაც გსურთ. ქრისტე არც ერთ შეხედულებას არ გვასწავლის.

ეჭვგრაშეა, რომ მეორე შეხედულება უფრო გავრცელებულია ქრისტიანებს შორის და ნაწილობრივ ემთხვევა ზოგიერთ ქრისტიანულ სწავლებას ოჯახის შესახებ, მაგრამ არა სრულიად.

2010 წელს ვირწმუნებოდი (და ახლაც იმავე აზრზე ვარ), რომ ბიბლიის მიხედვით, ოჯახი სიკეთეა, ის აუცილებელი და ფუნდამენტურია, თუმცა არა უმთავრესი; ქრისტეს აზრით, ოჯახი არ დგას პირველ ადგილზე.

მარკოზის სახარების მე-3 თავი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, ოჯახი უმთავრესი უნდა იყოს თუ არა ქრისტიანისთვის. იესოს შეხედულებით, ოჯახი არ უნდა გაკავებდეთ უფლის მსახურებისგან, ის არ უნდა იკავებდეს პირველ ადგილს, რადგან პირველი ადგილი ადამიანის ცხოვრებაში ღმერთს ეკუთვნის. უფლის ოჯახის კარი ყველასათვის ღიაა, ვინც მის ნებას ასრულებს.

რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც.

მარკოზი 3:35

ოჯახის გაკერპება იქნება არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი; ვიცი, რასაც ვამბობ, რადგან დაქორწინებული კაცი ვარ და რვა შვილი მყავს. მეოჯახე კაცი გახლავართ და ამის ერთგვარი დასტური ჩემი თხუთმეტკაციანი ავტოფურგონია.

ვერ ვიტყვი, რომ რეალური პრობლემა ისაა, რომ მშობლებს ძალიან უყვართ შვილები ან ის, რომ ეკლესიები დიდ მხარდაჭერას გამოხატავენ ოჯახის ინსტიტუტის მიმართ. დღეს მსოფლიო დაჟინებით ცდილობს ხელახლა განსაზღვროს ქორწინების არსი და ამით დააკნინოს ოჯახის ფუნდამენტური მნიშვნელობა. ქრისტიანები მხარს უნდა უჭერდნენ ოჯახის შესახებ ჯანსაღ და ქრისტიანულ შეხედულებას.

ამერიკაში ყოველი ხუცესი გეტყვით სამწუხარო ამბავს ეკლესიის იმ წევრთა შესახებ, რომლებმაც უფალი ოჯახით ჩაანაცვლეს, მაგალითად:

• მშობლები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ეკლესიაში აღარ გამოჩენილან იმის გამო, რომ შვილის სპორტულ შეჯიბრებებს ესწრებიან და ქომაგობენ.

• ერთგული ქრისტიანები, რომლებიც არასოდეს პატიჟებენ სხვებს მადლიერების დღეს ან შობას იმ მიზეზით, რომ დღესასწაულები მხოლოდ ოჯახში უნდა აღინიშნებოდეს.

• ეკლესიის წევრები, რომლებიც თავს არ იწუხებენ, მსახურებაში მიიღონ მონაწილეობა კვირა დღეს, ან გამოელაპარაკონ სტუმრებს იმ მიზეზით, რომ მთელი ოჯახი ბებიასთან იკრიბება სადილზე.

• ეკლესიები, რომლებიც დაფარულად (ან ღიად) საუბრობენ, რომ ქორწინება არის აუცილებელი ეტაპი სულიერი მოწიფულობისკენ მიმავალ გზაზე.

• ქრისტიანები, რომელებიც ივიწყებენ ქორწინების შესახებ ჯანსაღ სწავლებას და ეკლესიის დისციპლინას, როდესაც თავიანთი შვილები ანდობენ მათ საიდუმლოს თავიანთი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ ან უმხელენ მათ სხვა ცოდვებს.

ოჯახის თაყვანისცემა, შესაძლოა, ნამდვილი პრობლემა იყოს, რადგან ეკლესია ნაკლებ ყურადღებას უთმობს მარტოხელებს და უფრო მეტ ყურადღებას დაქორწინებულ წყვილებსა და ბავშვებს უთმობს.

უფალმა უამრავი რამ მოგვცა: სამსახური, ინტელექტი, სილამაზე, სპორტული მონაცემები, მუსიკალური ნიჭი და ა.შ. თუმცა ეს ყოველივე, შესაძლოა, თაყვანისცემის ობიექტად იქცეს ჩვენთვის, ისევე, როგორც ოჯახი.

ოჯახი კაცისა და ქალის შეთანხმებული კავშირია, რომლის შედეგადაც ჩნდება შთამომავლობა. ოჯახი ღმერთის შემოქმედებითი ჩანაფიქრის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ არა უმთავრესი და განმსაზღვრელი. ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთის ოჯახია, სადაც ღმერთსა და ერთმანეთს ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლი და მისი მსხვერპლი გვაკავშირებს.


ამავე კატეგორიის

ჩაეძიეთ ტანჯვის მიღმა დამალულ ისტორიებს

21 თებერვალი, 2023

ელიზაბეთ ელიოტი – იმედი, როგორც ღუზა

27 იანვარი, 2023

ქრისტიანო, შენი დეპრესია რეალურია ისევე, როგორც უფლისმიერი შველა

19 სექტემბერი, 2022

რამდენად მნიშვნელოვანია პირადი საზღვრების დაცვა?

8 აპრილი, 2022

უკანასკნელი ჟამი – დანიელის წინასწარმეტყველების ანალიზი

16 მარტი, 2022

ცხოვრების 5 სფერო, რომლის განადგურებასაც ეშმაკი ცდილობს

4 მარტი, 2022

გოდება, როგორც ტკივილიანი ლოცვა

2 მარტი, 2022

როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა...

2 მარტი, 2022

„ურწმუნო თომას“ უბრალოდ შეკითხვები ჰქონდა, სწორედ ისევე, როგორც...

14 თებერვალი, 2022

ბიბლიური მუხლები სიზარმაცის შესახებ

14 თებერვალი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    თაყვანისცემის მნიშვნელობა

    16 აპრილი, 2021
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    სწორად აზროვნებას ტვინში ცვლილებების გამოწვევა შეუძლია

    24 დეკემბერი, 2020

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები