ხელდასხმის საკითხი მნიშვნელოვან ანალიზს მოითხოვს. იგი ყოველთვის ასოცირდებოდა კურთხევასთან, მაგრამ არასწორი მიდგომით, მას შეიძლება ცუდი შედეგიც კი მოჰყვეს.
როდესაც ვსაუბრობთ ხელდასხმაზე, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ, თუ ვინაა, ვინც სხვებს ასხამს ხელებს. ბევრი ფიქრობს, რომ რაკი ვინმე პოპულარული მქადაგებელია, გამოდის ტელე- თუ რადიოგადაცემებში – ის შესაბამისი პიროვნებაა სხვებისთვის ხელდასახმელად, რაც არ წარმოადგენს სიმართლეს.
ღმერთმა ბიბლიაში მოგვცა გარკვეული მითითებები, რათა ეს მსახურება არა წყევლა, არამედ კურთხევა იყოს ჩვენთვის. მოციქული პავლე სწერს თავის სულიერ შვილს, ტიმოთეს:
არავის დაასხა ხელი აჩქარებით და არ გახდე სხვათა ცოდვების მოზიარე. წმინდად შეინახე თავი.
ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად შევისწავლოთ და გავაცნობიეროთ ამის მნიშვნელობა, რათა თავიდან ავირიდოთ მომავალი სირთულეები.
ბიბლიაში ხელები გამოხატავს სულიერ ძალას. განსაკუთრებით საუბარია მარჯვენა ხელზე, როგორც პიროვნული ღირსების, ძალაუფლებისა და პატივის გამოხატულებაზე:
- ღმერთის მარჯვენა (გამოს. 15:6, ფსალ. 19:6, ეს. 62.8)
- ადამიანის მარჯვენა (გამოს. 14:21)
არსებობს სამი სასარგებლო რჩევა ხელდასხმასთან დაკავშირებით:
- ამ მსახურებას არ უნდა მოვეკიდოთ უყურადღებოდ, არამედ მხოლოდ ღვთის სიტყვის მორჩილებაში და სულიწმიდის მმართველობით.
- მორწმუნე, რომელიც ასხამს ხელებს, უნდა აცნობიერებდეს ქრისტეს სისხლის სარგებელს მისი სულის დასაცავად.
- ხელდამსხმელი უნდა ფლობდეს სულიწმიდის ძალას, რათა იბატონოს ნებისმიერ ბოროტ სულზე, რომელიც შეეცდება, შეეწინააღმდეგოს ამ მომენტში.
რას ნიშნავს ბიბლიურად ხელდასხმა?
ხალხის ცოდვების გადაცემა
და დაასხან თემის უხუცესებმა ხელები მოზვრის თავს უფლის წინაშე, და დაკლან მოზვერი უფლის წინაშე“. ამ რიტუალით ვხედავთ დამნაშავე ხელდამსხმელის მსჯავრის გადასვლას ხელდასხმულ უდანაშაულო არსებაზე.
კურთხევის გადაცემა
და გაიწოდა ისრაელმა თავისი მარჯვენა, და დაადო ეფრემს თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა – მენაშეს თავზე. განზრახ დაასხა მან ხელები ასე, თუმცა პირმშო მენაშე იყო.
იაკობს, რომელიც თვითონაც თავის დროზე მიმღები იყო ამ კურთხევისა, კარგად მოეხსენებოდა იმ ძალაუფლების შესახებ, რომელიც ჩადებული იყო ღმერთის მიერ ამ მოქმედებაში. ამ ისტორიაში ვხედავთ, როგორ სთხოვს იოსები, ხელი დაასხას ეფრემსა და მენაშეს საკურთხებლად.
ძალაუფლების გადაცემა
და უთხრა უფალმა მოსეს: “მოიყვანე იესო, ძე ნავესი, კაცი, რომელშიც არის სული, და დაადე ხელი.
ღმერთმა უბრძანა მოსეს, დაესხა ხელი იესო ნავეს ძეზე მისთვის ავტორიტეტის გადასაცემად.
სიბრძნისა და გონიერების გადაცემა
და აღივსო სიბრძნის სულით იეშუა ნავეს ძე, ვინაიდან ხელი დაასხა მას მოსემ და უსმენდნენ მას ისრაელის ძენი და აღასრულეს, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
მსახურების დაყენება
საქ. 6:2-6 მუხლებში ვკითხულობთ, როგორ გამოყვეს პირველ ეკლესიაში შვიდი მსახური, რათა მათ ეზრუნათ გარკვეულ მსახურებაზე, რომელთა ხელდასხმაც მოციქულთა მიერ მოხდა.მაშინ მოიწვია თორმეტმა მრავალი მოწაფე და უთხრა მათ: “არ შეგვფერის ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება.ამიტომ, ძმებო, ამოირჩიეთ თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით სავსე კაცი, და ისინი დავადგინოთ ამ საქმეზე. ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი.” მთელ კრებულს მოეწონა ეს სიტყვა; აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, აგრეთვე ფილიპე, პროხორე, ნიკანორი, ტიმონი, პარმენი და ნიკოლოზი, ანტიოქიელი პროზელიტი. წარადგინეს მოციქულების წინაშე, ილოცეს და ხელები დაასხეს მათ.
მოციქულთა გასაგზავნად, ღმერთის მოწოდების შესასრულებლად
როცა ისინი უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, თქვა სულიწმიდამ: “გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე.” მაშინ იმარხულეს, ილოცეს, ხელები დაასხეს მათ და გაუშვეს.
ბავშვების საკურთხებლად
და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს. დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: “გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.” მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.
სულიწმიდით ნათლობის მიღება
მაშინ დაასხეს ხელები მათ და მათაც მიიღეს სულიწმიდა.
წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, დაასხა მას ხელები და უთხრა: “ძმაო სავლე, უფალმა გამომგზავნა მე, იესომ, რომელიც გეჩვენა გზაზე, სადაც მიდიოდი, რომ თვალი აგეხილოს და აღივსო სულიწმიდით.
კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარეები, ჩავიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი. უთხრა მათ: “თუ მიიღეთ სულიწმიდა, როცა ირწმუნეთ?” მათ მიუგეს: “არც კი გაგვიგონია, თუ არსებობს სულიწმიდა.” უთხრა: “რიღათი მოინათლეთ?” მათ თქვეს: “იოანეს ნათლისცემით.” თქვა პავლემ: “იოანე ნათლავდა მონანიების ნათლისცემით და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდგომ მომავალი, ანუ იესო ქრისტე.” მათაც გაიგეს და მოინათლნენ უფალ იესოს სახელით. როდესაც პავლემ დაასხა მათ ხელი, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა და იწყეს ენებით ლაპარაკი, და აწინასწარმეტყველდნენ.
სულიერი ნიჭების გადაცემა
ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველებით და უხუცესთა ხელდასხმით.
ამ მიზეზით შეგახსენებ გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში.
განკურნება
ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი.
და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: “განიწმინდე!” და მყისვე განიწმინდა იგი თავისი კეთრისაგან. მათ. 8:3
მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სნეულებებით დაავადებულნი, მასთან მიიყვანა, და მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.
პოპლიოსის მამა ციებ-ცხელებითა და ნაწლავთა სნეულებით შეპყრობილი იწვა. შევიდა მასთან პავლე, ილოცა, ხელები დაასხა და განიკურნა იგი.
შეეხო მის ხელს და ცხელებამ გაუარა მას, იგი წამოდგა და ემსახურა მათ.
თუმცა ისინი საკმაო ხანს გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად მათი ხელით იძლეოდა ნიშნებს და ახდენდა სასწაულებს. საქ. 14:3
ქრისტიანების ცხოვრებისა და მსახურების ნაწილი და ნიშანი
ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ, ხელში გველებს აიყვანენ და, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი./blockquote]
ყველაფერი, რაც ზემოთ წავიკითხეთ, გვასწავლის, რომ ხელდასხმა ღმერთის მიერ აღიარებული და მიღებული მსახურებაა და რომ მას კურთხევა მოაქვს. ხელდასხმის მსახურება ღმერთმა მოგვცა, რათა ვიმოქმედოთ ზებუნებრივი ძალებით და როცა ამ მეთოდს მივმართავთ, უნდა მოველოდოთ ნიშნებსა და სასწაულებს ჩვენს მსახურებაში. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს ბიბლიური სწავლების შესაბამისად და სულიწმიდის მმართველობის ქვეშ.