ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

აღდგომის სიმბოლოები და ტრადიციები

by მარიამ გოგიჩაშვილი 17 აპრილი, 2020
17 აპრილი, 2020 1.7K ნახვა

აღდგომის ტრადიციები და სიმბოლოები დროთა განმავლობაში ვითარდებოდა. მრავალი სააღდგომო ტრადიციის შესახებ ბიბლიაში ვერაფერს ამოიკითხავთ, თუმცა მსოფლიოში აღდგომის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა სააღდგომო კურდღელი, რომელიც ამერიკას გერმანელმა ემიგრანტებმა გააცნეს. სააღდგომო ტრადიცია გახლავთ აგრეთვე კვერცხების შეღებვა, რომელიც დაახლოებით, მე-13 საუკუნიდან იღებს სათავეს. სააღდგომოდ ქუჩაში გამოსვლა უფრო ძველი ტრადიციაა. კიდევ ერთი ტრადიციაა სააღდგომო ტკბილეულის შეგროვება.

სააღდგომო კვერცხი

აღდგომა რელიგიური დღესასწაულია, თუმცა სააღდგომო კვერცხის ტრადიცია წარმართულ ტრადიციებს უკავშირდება. კვერცხიც, ახალი სიცოცხლის უძველესი სიმბოლოა, მას გაზაფხულობით პეგანური დღესასწაულის აღსანიშნავად იყენებდნენ. ქრისტიანული თვალთახედვით, სააღდგომო კვერცხი წარმოადგენს იესოს მკვდრეთით აღდგომას. ზოგიერთი წყაროს ცნობით, კვერცხების დეკორატიული შეღებვა მე-13 საუკუნიდან იწყება. კვერცხების შეღებვის ერთ-ერთი ახსნა შემდეგნაირია: კვერცხი საკვებად აკრძალული პროდუქტი იყო დიდმარხვის პერიოდში, ამიტომ მარხვის დასასრულის სიმბოლოდ ადამიანები კვერცხებს ხატავდნენ, რთავდნენ და ასე მიირთმევდნენ მათ აღდგომის აღსანიშნავად.

სააღდგომო კვერცხების შეგროვება და მათი გაგორება მსოფლიოში ცნობილი ტრადიციებია. მოხატული, მაგრად მოხარშული კვერცხების გაგორება აშშ-ში, თეთრი სახლის ეზოში ყოველწლიური ტრადიციაა. პირველად ეს ფაქტი 1878 წელს დაფიქსირდა, პრეზიდენტ რეზერფორდ ჰეისის დროს. ტრადიციას რელიგიური დატვირთვა არ აქვს, თუმცა ქრისტიანების ნაწილი მას უკავშირებს ლოდს, რომელიც იესოს საფლავთან იყო მიყუდებული.

საერთოდ, კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოდაა მიჩნეული. სააღდგომო კვერცხი კი ბევრისთვის არის სიმბოლო უფლის აღდგომისა, ასევე მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგომისა.

ხალხში გავრცელებული ერთი აზრის მიხედვით კი წითლად შეღებილი კვერცხი ქრისტეს სისხლით დაფარულ დედამიწას აღნიშნავს, როგორც გამოსყიდვის სიმბოლო.

სააღდგომო ნამცხვარი – პასქა

ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს ,,ტანჯვას“, ,,წამებას“, ,,ვნებას“. კვერცხის შეღებვასთან ერთად აღდგომის დღესასწაულზე მიღებულია პასქის დაცხობაც, რომელიც სიმბოლურად გოლგოთას აღნიშნავს.

კრავი

კრავი ტრადიციული სააღდგომო საკვებია. ამ ტრადიციის საფუძვლები პასექიდან მომდინარეობს. გამოსვლის წიგნში ეგვიპტემ მრავალი უბედურება დაატეხა თავს ებრაელებს, მათ შორის იყოს ახალდაბადებული ჩვილების დახოცვა. ისრაელიანებმა კარები კრავის სისხლით შეღებეს, რათა ღმერთის რისხვა მათ არ დასტეხოდათ თავს. ებრაელები, რომლებიც მოგვიანებით ქრისტიანები გახდნენ, სააღდგომო კრავის ხორცს საკვებად იყენებდნენ.

ჯვარი

ჯვარი არის იესოს ჯვარცმისა და აღდგომის სიმბოლო. იესოს აღდგომა არის მისი გამარჯვება ცოდვასა და სიკვდილზე. ამიტომ იქცა ჯვარი ღმერთის ძლიერების სიმბოლოდ, რადგანაც სწორედ ჯვარზე მოხდა ადამიანთათვის ცოდვების მიტევება და მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემა.

სანთლები

სანთელი არის იესოს ‒ როგორც „სამყაროს სინათლის“ სიმბოლო.

სააღდგომო შროშანები

თეთრი სააღდგომო შროშანები არის სიმბოლო ქრისტეს სიწმინდისა. ეკლესიები და სახლები აღდგომის აღსანიშნავად სააღდგომოდ თეთრი შროშანებით ირთვება. მათი ზრდის პროცესი ბოლქვიდან ყვავილამდე განასახიერებს კვლავ დაბადებისა და იმედის სიმბოლოს, რომელიც ქრისტეს აღდგომას უკავშირდება. შროშანების სამშობლო იაპონიაა, ისინი ინგლისში 1777 წელს შეიტანეს, აშშ-ში მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა და ქვეყნის მასშტაბით აღდგომის აღსანიშნავად გამოიყენება.

სააღდგომო შროშანები ყვავილობს გაზაფხულზე, აღდგომის დღეებში. რადგანაც მათი ფორმა საყვირს ჰგავს, ისინი ღმერთთან ერთად მარადიულად ცხოვრების სიმბოლოს წარმოადგენს.

სააღდგომო კურდღელი

ბიბლიაში არაფერია ნათქვამი გრძელყურებიან, მოკლეკუდიან ქმნილებაზე, რომელსაც შეღებილი კვერცხები მიაქვს იმ ბავშვებთან, რომლებიც კარგად იქცევიან. მიუხედავად ამისა, სააღდგომო კურდღელი გახდა ქრისტიანობის უმთავრესი დღესასწაულის საქვეყნოდ ცნობილი სიმბოლო. ამ მითური ძუძუმწოვრის ზუსტი წარმოშობა უცნობია, თუმცა აღსანიშნავია, რომ კურდღელი ნაყოფიერების და ახალი სიცოცხლის უძველესი სიმბოლოა. ზოგიერთი წყაროს ცნობით, აღდგომის კურდღლის ტრადიცია პირველად ამერიკაში 1700-იან წლებში გერმანელმა იმიგრანტებმა ჩაიტანეს, თავდაპირველად ისინი პენსილვანიაში დასახლდნენ და კურდღელთან დაკავშირებით თავიანთი ტრადიცია ამერიკას გააცნეს. გერმანულად სააღდგომო კურდღელს osterhase (ოსტერჰაზე) ეწოდება. საბოლოოდ, სააღდგომო კურდღლის ტრადიცია აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა. მითური კურდღელი აღდგომის დილას გასცემს შოკოლადებს, სხვადასხვა ტკბილეულს და საჩუქრებს. ბავშვები ხშირად ტოვებენ სტაფილოს კურდღლებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ მათ მოშივდათ.

პეპელა

პეპელას ცხოვრების ციკლი მარადიული ცხოვრების სიმბოლოა. ჭუპრში მყოფი პეპელა იცვლება და ახალ, მშვენიერ ფორმას იძენს. პეპელა აღდგომის ერთ-ერთი სიმბოლოა ქრისტიანთათვის.

სააღდგომო ტკბილეული

ამერიკაში აღდგომის დღესასწაულზე უამრავი ტკბილეული იყიდება. ყველაზე მეტად პოპულარულია შოკოლადის კვერცხები, რომელთა დამზადება მე-19 საუკუნის ევროპაში იღებს სათავეს. კვერცხის მსგავსი კიდევ ერთი ტკბილეულია ლობიოს ფორმის მარმელადის კანფეტები. კონდიტერთა ეროვნული ასოციაციის ინფორმაციით, აშშ-ში ყოველ წელს 16 მილიონი მარმელადის ლობიოს ფორმის მსგავსი კანფეტი მზადდება.

პრეცელები

პრეცელებს, ძირითადად, დიდმარხვის დროს მიირთმევენ, განასახიერებს სალოცავად მომართულ ხელებს.

სააღდგომო მსვლელობა

სააღდგომოდ ქუჩაში გამოსვლა არის მე-17 საუკუნიდან მომდინარე ტრადიცია. ამ ტრადიციის ინიციატორები მაღალი კლასის წარმომადგენლები იყვნენ გვიან შუა საუკუნეებში, რომლებიც სააღდგომო მსახურების შემდგომ ქუჩაში გამოდიოდნენ ახალი ტანისამოსით და ქუდებით.

ამ ტრადიციის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდებოდა, იმდენად, რომ მე-20 საუკუნეში გადაიღეს ფილმი „სააღდგომო აღლუმი“ ( Easter Parade).

აღსანიშნავია, რომ ამ ტრადიციას პირდაპირი კავშირი არ აქვს აღდგომასთან. მიუხედავად ამისა, ქუჩაში მსვლელობა ყოველთვის იყო ქრისტიანობის ნაწილი, ასეა დღესაც. მაგალითად, აშშ-ის ქალაქებში ხშირად ეწყობა გამოსვლები, ადამიანები ნათელი ფერის ლამაზ ტანსაცმელსა და ქუდებში გამოწყობილები აღნიშნავენ აღდგომას.

შინდი

შინდი არის აღდგომის კიდევ ერთი სიმბოლო. ქრისტიანებს სჯერათ, რომ ჯვარი, რომელზეც ქრისტე აცვეს, შინდის ხისგან იყო გაკეთებული. ამასთან, შინდი ყვავის გაზაფხულზე და არის საუკუნეების წინ მომხდარი ფაქტის სამახსოვრო ცოცხალი ნიშანი.

ქრისტიანებისათვის შინდი აღდგომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა, როგორც ქრისტეს ჯვარცმის მაუწყებელი:

  • შინდის ყვავილის ოთხი ფურცელი განასახიერებს ჯვარს, რომელსაც იესო ატარებდა ჯვარცმამდე.
  • ყვავილის ფურცლებს კიდეებში ყოველთვის აქვს ნიშნები, რომელიც უკავშირდება იესოს ჯვარცმისთვის გამოყენებულ ლურსმნებს.
  • შინდის ყვავილის ცენტრალური ნაწილი ჰგავს გვირგვინს, რომელიც არის სიმბოლო ეკლის გვირგვინისა.
  • შინდის წითელი ნაყოფი არის იესოს სისხლის სიმბოლო.

წყაროები: https://www.history.com

http://bibleresources.americanbible.org/

https://www.theholidayspot.com

http://www.eastergoodfriday.com


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა ის ღმერთს?

    2 მარტი, 2022
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 4

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები