ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

თეორიები „ბეთლემის ვარსკვლავის“ შესახებ

by ნინო ხუროშვილი 22 დეკემბერი, 2020
22 დეკემბერი, 2020 1.2K ნახვა

21 დეკემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ გახდეთ მომსწრენი იმ იშვიათი მოვლენისა, რომლის ნახვის შესაძლებლობაც თითქმის რვა საუკუნის განმავლობაში არ მისცემიათ ადამიანებს. მზის სისტემის ორი დიდი პლანეტა, იუპიტერი და სატურნი, ერთ ხაზზე განლაგდა. ამ მოვლენას ხანდახან „შობის ვარსკვლავსაც“ უწოდებენ.  

ზამთრის ბუნიობის დღეს, ერთ ხაზზე განლაგებული პლანეტები ორმაგ პლანეტას ქმნიან. ეს იშვიათი მოვლენაა და ის შუა საუკუნეების შემდეგ აღარ მომხდარა, რიკ ლარსონის დოკუმენტურის ფილმის, „ბეთლემის ვარსკვლავის“ მიხედვით.

სინამდვილეში პლანეტები ახლოს სულაც არ მიდიან ერთმანეთთან. ასე მხოლოდ დედამიწიდან ჩანს. ლარსონი დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდა ამ მოვლენას და ის ამბობს, რომ „ბეთლემის ვარსკვლავი“ სინამდვილეში გახლავთ იუპიტერისა და ვენერას შეერთება.  

„პლანეტები იმდენად მიუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ რვიანის მსგავსი ფორმა წარმოქმნეს, თანაც ისე, რომ ერთმანეთის სიკაშკაშე არ დაუჩრდილავთ. სწორედ ამის შედეგად მივიღეთ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც კი ვინმეს ოდესმე უნახავს.“ – ამბობს ლარსონი.

თეორიები „ბეთლემის ვარსკვლავის“ შესახებ

მიუხედავად ბიბლიაში მოხსენიებული „ბეთლემის ვარსკვლავთან“ დაკავშირებული ბევრი თეორიისა, ისტორიული კვლევის, ასტრონომიული დაკვირვების და ბიბლიაში ჩაძიების საფუძველზე შეგვიძლია, დამაჯერებელ განმარტებას მივაგნოთ, რომელიც ერთდროულად გასაგებიცაა და სასწაულებრივიც. როგორც ლარსონი მიუთითებს, ამ თეორიის მიხედვით იუპიტერი ორმაგი ვარსკვლავის ნაწილია. ძველ მსოფლიოში ყველა ციურ სხეულს „ვარსკვლავად“ მიიჩნევდნენ.  

ბრძენკაცები თუ მოგვები, მეტად სავარაუდოდ, ბაბილონის სამეფო კარის მრჩევლები იყვნენ, რომლებიც ვარსკვლავებზე დაკვირვების მიხედვით აძლევდნენ რჩევებს მმართველს. რაში დასჭირდა ღმერთს, რომ ყრმა მეფეთა მეფესთან მაინცდამაინც ასტროლოგები მიეყვანა? ზოგიერთი მწერლის მოსაზრებით, ეს იყო პირველი მანიშნებელი ქრისტეს პირველი მსახურებისა წარმართთა მიმართ.

ვინ იყვნენ მოგვები?

ვინ იყვნენ ეს საიდუმლოებით მოცული ბრძენკაცები?

ერთ-ერთი ძველი ებრაელი მწერალი, ფილონ ალექსანდრიელი საუბრობს მათ შესახებ. ლარსონის მიხედვით, ფილონი ამ მოგვებს „აღმოსავლეთის სკოლის წარმომადგენლებს“ უწოდებს და „აქებს მათ“. ის ამბობს, რომ ამ ადამიანებს ესმოდათ ბუნებრივი წესრიგის და შეეძლოთ, ეს სხვებისთვისაც განემარტათ. ისინი, ფილონის თანახმად, იყვნენ „პროტო-მეცნიერები“.

ადრეული ეკლესიის პერიოდის ისტორიკოსები ქრისტეს დაბადების თარიღად ასახელებდნენ ძვ. წ. აღ-ის 3 წელს, სხვა სწავლულები კი ძვ. წ. აღ-ის 7 წელს, რადგან ამ ორ თარიღს შორის მეფე ჰეროდეს სიკვდილის თარიღი ქმნის გაუგებრობას. ლარსონი განმარტავს, რომ მოგვებმა, სავარაუდოდ, ოთხი ასტრონომიული შეერთება დაინახეს, რაც ძვ. წ. აღ-ის 3 წლის აგვისტოსა და ძვ. წ. აღ-ის 2 წლის ივნისს შორის პერიოდში მოხდა.

პლანეტების ერთ ხაზზე განლაგება დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა უნდა ყოფილიყო ამ მრჩეველი ასტროლოგებისათვის. ახლა ვიცით, რას ნიშნავდა ეს შეერთებანი მოგვებისათვის, რასაც ისინი თავიანთ შორეულ ქვეყანაში მყოფნი აკვირდებოდნენ. შეერთება მოიცავდა ლომის თანავარსკვლავედს, პლანეტა ვენერას, პლანეტა იუპიტერს და ვარსკვლავ რეგულუსს.

ბაბილონელებისათვის ლომი წარმოადგენდა ისრაელს, ვენერა დედობას, ხოლო იუპიტერი მამობას ან მეფობას აღნიშნავდა. რეგულუსი კი ერთგულების სიმბოლო გახლდათ. ამ ყველაფერს ბაბილონელთა თვალით თუ შევაფასებთ, რას მივიღებთ? მკაფიო და განმეორებად უწყებას იმის შესახებ, რომ დიადი მეფე იშვა ისრაელში.

რატომ 25 დეკემბერი?

ლარსონმა ციფრული ასტრონომიული ინსტრუმენტები გამოიყენა იმისათვის, რომ გამოეკვლია, როდის მოხდა ამ ზეციურ ნიშანთა შერწყმა (ლომის თანავარსკვლავედი, ვენერა, იუპიტერი და ვარსკვლავი რეგულუსი).

„პირველი შეერთებიდან ცხრა თვის შემდეგ მოხდა ეს. ცხრა თვე კი ჩვილის მუცლად ყოფნის პერიოდია. იუპიტერი და ვენერა შეერთდნენ და წარმოქმნეს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, რომელიც ოდესმე უნახავს ადამიანს.“ – ამბობს იგი.

ეს უნდა მომხდარიყო ძვ. წ. აღ-ის ივნისის შუა რიცხვებიდან. საბოლოოდ, ლარსონის კვლევის ხაზი მიდის ძვ. წ. აღ-ის 25 დეკემბრამდე.

„რა თქმა უნდა, ისინი ჩვენს კალენდარს არ იყენებდნენ, მათთვის 25 დეკემბერი არაფერს ნიშნავდა. მათ დეკემბრის შესახებ არც სმენოდათ, მაგრამ ჩვენთვის ეს შეიძლება იყოს ნიშანი.“ – ამბობს ლარსონი.  

ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას  

დღევანდელი ტელესკოპების საშუალებით ზეცათა სიდიადე უფრო ხილულია, ვიდრე ოდესმე. მაგრამ მეფსალმუნე, ჯერ კიდევ შეუიარაღებელი თვალით ზეცაზე დაკვირვებისას, აცხადებდა: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას“.

როგორ შეეძლო მას ამის თქმა? შეიძლება, რომ „ბეთლემის ვარსკვლავი“ მესიის მოსვლის ნიშანი იყოს? თუ ეს რაღაც მცდარი ასტროლოგიაა?

„ბიბლია მკაცრად განსჯის ასტროლოგიას, რადგან ეს ხშირად ადამიანთათვის ვარსკვლავების მიმართ მოწიწებას გულისხმობს, იდეას იმის შესახებ, რომ ვარსკვლავები წარმართავს ადამიანის ცხოვრებას და მოქმედებას. იცით, რომ ეს სიკვდილით ისჯებოდა ძველაღთქმისეულ პერიოდში?“ – ამბობს ლარსონი.

მაგრამ ბიბლია იმასაც ამბობს, რომ ღმერთმა განალაგა ცაში ნიშნები. შესაძლოა, „ბეთლემის ვარსკვლავი“ ერთგვარი თერმომეტრი ყოფილიყო.

„თერმომეტრის მეშვეობით ტემპერატურის გაზომვაა შესაძლებელი, მაგრამ თავად თერმომეტრს არ შეუძლია ტემპერატურის აწევა ან დაწევა. ვარსკვლავების შესახებაც იგივე შეიძლება ითქვას. ბიბლიის თანახმად, ვარსკვლავები უზენაესი ძალაუფლების ნიშნებია, ღმერთზე მიმანიშნებელი, მაგრამ ისინი ვერაფრის გაკეთებას ვერ გაიძულებთ. ისინი ხომ მხოლოდ აირით მოცული ცეცხლოვანი ბურთებია.“ – დასძენს ლარსონი.  

რომაელებს ეგონათ, რომ ვარსკვლავი მათი ნიშანი იყო, თუმცა ის მეფეთა მეფეზე მიუთითებდა

რომაელები, რომლებიც იმდროინდელი მსოფლიოს უდიდეს ნაწილს განაგებდნენ, ფიქრობდნენ, რომ ეს ვარსკვლავი მათზე მიუთითებდა და ამიტომაც, მონეტაზე, რომელზეც კეისარი ავგუსტუსი იყო გამოსახული, ვარსკვლავიც გამოსახეს.

მოკვდავი კეისარი ავგუსტუსი დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის, ხოლო უფალ იესო ქრისტეს მილიონობით ადამიანი სცემს თაყვანს მთელ მსოფლიოში, რადგან ის არის ალფა და ომეგა, დასაწყისი და დასასრული. ის არის მარადიულად მყოფი, რომელმაც შექმნა ცა და ციური ნიშნები, რომელმაც თქვა, რომ ერთ დღესაც კვლავ დაბრუნდებოდა დედამიწაზე.


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები