ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

კლაივ ს. ლუისი კორონავირუსის შესახებ

by ნინო ხუროშვილი 12 დეკემბერი, 2020
12 დეკემბერი, 2020 1.2K ნახვა

დღეს უკვე ნათელია, რომ COVID-19 სასიკვდილო საფრთხის შემცველი გლობალური პანდემიაა და რომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ მის აღსაკვეთად. და მაინც, კლაივ ლუისის მიერ 72 წლის წინ ნათქვამი სიტყვები დღესაც ისევ დროული და აქტუალურია. უბრალოდ ჩაანაცვლეთ „ატომური ბომბი“ სიტყვით „კორონავირუსი“.

„ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ ატომური ბომბის შესახებ. ‘როგორ უნდა ვიცხოვროთ ატომურ ეპოქაში?’ გავბედავ და ვიტყვი: ‘ისე, როგორც იცხოვრებდით მე-16 საუკუნეში, როცა შავი ჭირი თითქმის ყოველ წელს სტუმრობდა ლონდონს; ან ისე, როგორც იცხოვრებდით ვიკინგების ეპოქაში, როცა სკანდინავიიდან მოსულ მოთარეშეებს შეიძლება ყელი გამოეჭრათ თქვენთვის ღამით; ან ისე, როგორც უკვე ცხოვრობთ სიმსივნის ეპოქაში, სიფილისის ეპოქაში, დამბლის ეპოქაში, საჰაერო თავდასხმათა ეპოქაში, თუ რკინიგზაზე მომხდარ უბედურ შემთხვევათა ეპოქაში, ავტოკატასტროფათა ეპოქაში.’

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნუ გავაზვიადებთ და ნუ ვიტყვით იმას, რომ ეს რაღაც ახალია. მერწმუნეთ, ძვირფასო ბატონო თუ ქალბატონო, თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს სასიკვდილო განაჩენი მანამ გამოგიტანეს, სანამ ატომურ ბომბს გამოიგონებდნენ და საკმაოდ ბევრ ჩვენგანს მოუწევს უსიამოვნო გზით სიკვდილი.

ჩვენ ერთი დიდი უპირატესობა გვქონდა ჩვენს წინაპრებთან შედარებით − ანესთეზიური საშუალებები, და ისინი დღესაც გვაქვს. სრულიად სასაცილო იქნება, ახლა წუწუნი რომ დავიწყოთ და ცხვირი ჩამოვუშვათ, რადგან მეცნიერებმა მსოფლიოს ნაადრევი და მტკივნეული სიკვდილის კიდევ ერთი შესაძლებლობა შემატეს, მსოფლიოს, რომელიც ისედაც სავსე იყო ამგვარი შესაძლებლობებით და სადაც თავად სიკვდილი შესაძლებლობა კი არა, გარდაუვალობა გახლდათ. პირველად სწორედ ეს უნდა აღინიშნოს და პირველად სწორედ ეს ნაბიჯი უნდა გადაიდგას: ძალა მოვიკრიბოთ და თავი მოვთოკოთ.

თუ ჩვენ ატომური ბომბი გაგვანადგურებს, დაე, ბომბმა გონივრულ და ადამიანურ საქმეთა კეთებისას მოგვისწროს − ლოცვისას, მუშაობისას, სწავლებისას, კითხვისას, მუსიკის მოსმენისას, ბავშვების დაბანისას, ჩოგბურთის თამაშისას, მეგობრებთან საუბრისას და დარტსის თამაშისას და არა მშიშარა ცხვრებივით შეჩოჩქოლებულებს ბომბებზე ფიქრისას.

მათ შეიძლება ჩვენი სხეული გატეხონ (მიკრობს აქვს ამის უნარი), მაგრამ მათ ჩვენი გონება არ უნდა დაიპყრონ.“

ამონარიდი ნაშრომიდან “ატომურ ეპოქაში ცხოვრების შესახებ“ (1948)

წყარო: https://www.thegospelcoalition.org


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები