ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

რომელ ქვეყნებში სძინავთ ყველაზე მეტი და რეალურად რამდენსაათიანი ძილი გვჭირდება?

by ნინო ხუროშვილი 12 ნოემბერი, 2020
12 ნოემბერი, 2020 1.2K ნახვა

წუხხართ, რომ საკმარისად არ გძინავთ? მარტო არ ხართ — ზოგიერთი ქვეყანა უძილობის ეპიდემიამ მოიცვა, რაც აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობასა და პროდუქტიულობას.

აპლიკაციამ „ძილის ციკლი“ (Sleep Cycle), რომელიც აღრიცხავს ძილის ხანგრძლივობას, ახალი ზელანდია ძილის მოყვარულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთ პირველ ქვეყნად დაასახელა. ქვეყანაში ძილის საშუალო ხანგრძლივობა ღამით 7.5 საათია.

ფინეთი, ნიდერლანდების სამეფო, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და ბელგიაც ხანგრძლივი ძილის მოყვარულ ქვეყნებს შორის არიან; ამ სიას ცოტათი ჩამორჩება ირლანდია.

აღმოჩნდა, რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ყველა ქვეყანაში არ სძინავთ ასე კარგად; როდესაც ძილს ეხება საქმე, სამხრეთ კორეა და იაპონია ქვეყნების სიაში უკანა პლანზე ინაცვლებენ. უძილობის პრობლემა იაპონიაში მწვავედ დგას, აღსანიშნავია „კაროშის“ ფენომენი — ძილის ნაკლებობით გამოწვეული სიკვდილი.

საბედნიეროდ, „კაროშის“ შემთხვევები საკმაოდ იშვიათია. თუმცა, ადამიანის ჯანმრთელობა და სიჯანსაღე კვლავ საფრთხის ქვეშაა, ძილის ნაკლებობა შრომის უნარს ართმევს ადამიანს.

საბოლოოდ, არაპროდუქტიულობა სამუშაო დღეებს ამცირებს. კორპორაცია „Rand Corporation“-ის მონაცემებზე დაყრდნობით, არასაკმარისი ძილის გამო, აშშ წელიწადში დაახლოებით 1.2 მილიონი დღის სამუშაოს ეკვივალენტს კარგავს. იაპონიაში ეს რიცხვი 600 000 სამუშაო დღეა წელიწადში, მაშინ, როდესაც ეს რიცხვი გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში 200 000-ია.

დაკარგული დღეები დიდ ეფექტს ახდენს ქვეყნაში წარმოებული ერთობლივი შიდა პროდუქტის წარმოების რაოდენობაზე, რაც ეკონომიკაზე პირდაპირპროპორციულად აისახება. აშშ დაახლოებით 238 მილიარდ დოლარს კარგავს წელიწადში (მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 2.92 %-ს). გერმანიაში ეს რიცხვი უთანაბრდება 60 მილიარდ დოლარს (მშპ-ის 1.56 % ), დიდ ბრიტანეთში — 50 მილიარდ დოლარს (მშპ-ის 1.86 %).

ძილის ხანგრძლივობა ჯაჭვურად უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, ეს ფაქტი საკითხს მეტად პრობლემურს ხდის.

იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ში მცხოვრები ადამიანები ღამის განმავლობაში ნაცვლად 6 საათზე ნაკლები ძილისა, ამ ხანგრძლივობას 6-დან 7 საათამდე გაზრდიან, ეკონომიკა 226.4 მილიარდი დოლარით გაიზრდება. ძილის ხანგრძლივობის ზრდა იაპონიაში  75.7 მილირდი დოლარის ეკონომიკურ ზრდას გამოიწვევს.

გასულ წელს იაპონიაში ქორწილების ორგანიზების ერთ-ერთმა მთავარმა მენეჯერმა (Kazuhiko Mariyama) ბონუსები დააწესა თავისი თანამშრომლებისთვის, იმ პირობით, თუ ისინი, სულ ცოტა, 6 საათს მაინც იძინებდნენ ღამის განმავლობაში. „ყველამ უნდა დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, სხვა შემთხვევაში ქვეყანა ეკონომიკურად დასუსტდება,“ — ამბობს იგი.

საუდის არაბეთი, ფილიპინები, მალაიზია და ეგვიპტე იმ ქვეყნების რიცხვში შედიან, სადაც ძილის დროის ხანგრძლივობა ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ახალ ზელანდიაში დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტხანს სძინავთ, ამ ქვეყანაში არსებული ძილის ხანგრძლივობა – 7.5 საათიც კი, შესაძლოა, არ აღმოჩნდეს საკმარისი.

ამერიკის ძილის კვლევის ეროვნული ორგანიზაციის (The American National Sleep Foundation) რეკომენდაციით, ზრდასრული ადამიანის ძილის საშუალო ხანგრძლივობა ღამის განმავლობაში უნდა შეადგენდეს 7-დან 9 საათამდე დროს.


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 4

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები