ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
შემეცნებითი

ცხრა რამ, რაც უნდა იცოდეთ მარტინ ლუთერ კინგის შესახებ

by დაჩი პაპაშვილი 12 ნოემბერი, 2020
12 ნოემბერი, 2020 433 ნახვა

მარტინ ლუთერ კინგი უმცროსის დღე არის ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური დღესასწაული, რომელიც დაწესებულია დოქტორ მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღის აღსანიშნავად. იგი ყოველწლიურად აღინიშნება იანვრის ყოველ მესამე ორშაბათს, რაც, დაახლოებით, კინგის დაბადების დღეს, 15 იანვარს ემთხვევა.

არის ცხრა რამ, რაც უნდა ვიცოდეთ მის შესახებ:

1) კამპანია კინგის საპატივსაცემოდ ფედერალური დღესასწაულის აღსანიშნავად დაიწყო 1968 წლიდან, მისი მკვლელობიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ, მაგრამ მარტინ ლუთერ კინგ უმცროსის დღე ფედერალურ დღესასწაულად მანამ არ დაწესდა, სანამ რონალდ რეიგანმა ხელი არ მოაწერა დადგენილებას ამის შესახებ, რაც მას სულაც არ სურდა (რეიგანი ღელავდა, რომ ანაზღაურებადი დასვენების დღე სახელმწიფო მოხელეთათვის საკმაოდ ძვირად დაუჯდებოდა ქვეყანას). ამერიკაში მხოლოდ ორი ადამიანის დღე გახლდათ ფედერალური დღესასწაული: ჯორჯ ვაშინგტონის და ქრისტეფორე კოლუმბის.

2) კინგის ლიტერატურული და რიტორიკული შედევრი იყო 1963 წელს დაწერილი ღია წერილი − „ზანგი შენი ძმაა.“ ეს წერილი უფრო მეტად ცნობილია სახელწოდებით: „წერილი ბირმინგემის ციხიდან.“ ეს წერილი მარტინ ლუთერ კინგმა დაწერა მაშინ, როცა დაპატიმრებული გახლდათ პროტესტის გამო, ალაბამის შტატის რვა თეთრკანიანი სასულიერო პირის განცხადების („მოწოდება ერთობისთვის“) პასუხად. ჟურნალ “New York Times”-ის რედაქტორმა, ჰარვეი შაპირომ, კინგს სთხოვა დაეწერა წერილი თავის ჟურნალში გამოსაქვეყნებლად, თუმცა შემდეგ ჟურნალმა არჩია, რომ არ გამოექვეყნებინა იგი.

3) მიუხედავად ამისა, კინგის არაძალადობრივი ფილოსოფია მომდინარეობდა ქრისტიანული, კერძოდ, ანაბაპტისტური წყაროდან. მასზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ინდოელი ლიდერის, მაჰათმა განდის ნაშრომმა. სემინარიაში სწავლისას კინგმა მოამზადა პრეზენტაცია სახელწოდებით „ქრისტიანული თეოლოგია დღევანდელობისთვის“, რომელშიც მან განდი წარმოადგინა როგორც ერთ-ერთი იმ „პიროვნებათაგანი, ვინც დიდად წარმოაჩინა ღმერთის სულის მოქმედება.“

4) 1964 წელს კინგი გახდა მეორე აფრო-ამერიკელი და მესამე შავკანიანი, რომელმაც მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია.

5) თავის ავტობიოგრაფიაში კინგი ამბობს, რომ 1960 წელს მან ხმა მისცა ჯონ ფ. კენედის და პრეზიდენტს რომ ეცოცხლა, სავარაუდოდ, ის გამონაკლისს დაუშვებდა თავის პოლიტიკაში და კენედის მეორე ვადით არჩევას დაუჭერდა მხარს. შემდეგ კენედის ძმამ, მთავარმა პროკურორმა რობერტ ფ. კენედიმ, გასცა წერილობითი მითითება, რომლითაც უფლებამოსილება მიანიჭა FBI-ს, მოესმინათ კინგის და სამხრეთის ქრისტიანული ხელმძღვანელობის კონფერენციის სხვა ლიდერების (Southern Christian Leadership Conference) სატელეფონო საუბრებისთვის. FBI-ს აგენტებმა დაჰკითხეს იგი შესაძლო კომუნისტური კავშირების გამომჟღავნების მიზნით, ჩაიწერეს მისი ქორწინებაგარეშე ურთიერთობების შესახებ და ეს ყველაფერი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს. კინგს ასევე ანონიმური მუქარის წერილი მისწერეს, რომელიც კინგმა აღიქვა, როგორც იძულება თვითმკვლელობის ჩადენისკენ. კინგის ბირმინჰემის ციხეში ყოფნისას, ჯონ ფ. კენედის მეუღლემ, ჟაკლინ კენედიმ, დაურეკა კორეტა სკოტ კინგს თავისი შეშფოთების გამოსახატავად. არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ ტელეფონი ისმინებოდა.

6) კინგს არაორთოდოქსული შეხედულებანი ჰქონდა თეოლოგიაზე, რომლებიც მან გამოხატა კროზერის თეოლოგიურ სემინარიაში სწავლისას. თავის ნაშრომში, რომელიც მან დაწერა სისტემატური თეოლოგიის კურსისთვის, მან სკეპტიკური მოსაზრებანი გამოთქვა ღვთის ძეობის, ქალწულისაგან შობის  („…ამ დოქტრინის სიმტკიცე იმდენად მყიფეა, რომ არ არის საკმარისი ობიექტურად მოაზროვნე ადამიანის დასარწმუნებლად“) და აღდგომის  („…ამ დოქტრინის ნამდვილობის შესახებ ობიექტური მონაცემები მოძიებას საჭიროებს“) დოქტრინათა შესახებ.

თავისი სხვა ნაშრომის დასკვნაში ის წერს:

„სხვა დოქტრინები, როგორებიცაა: გადარჩენის ზებუნებრივი გეგმა, სამება, შემნაცვლებლური მსხვერპლის თეორია და ქრისტეს მეორედ მოსვლა, საკმაოდ ცნობილია ფუნდამენტურ აზროვნებაში. ასეთია ფუნდამენტალისტის შეხედულებები და მათი მეშვეობით ცხადი ხდება, რომ ის ეწინააღმდეგება თეოლოგიის ადაპტაციას სოციალურ და კულტურულ ცვლილებათა მიმართ. იგი პროგრესულ მეცნიერულ ეპოქას რეგრესულ სულიერ ეპოქად აღიქვამს. ამ ცვლილებების ფონზე მას სურს დაიცვას გარკვეული უძველესი იდეები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ეწინააღმდეგება მეცნიერებას.“

7) მკვლელობამდე ათი წლით ადრე კინგი დაჭრეს ჰარმელში, როდესაც გონებრივად დაავადებულმა აფრო-ამერიკელმა ქალმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ კინგი კომუნისტებთან ერთად მის წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდა, მკერდში დაჭრა წერილების გასახსნელი დანით. კინგს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს და რამდენიმე კვირის განმავლობაში საავადმყოფოში დარჩა სრულ გამოჯანმრთელებამდე. ექიმმა, რომელმაც ოპერაცია ჩაუტარა კინგს, თქვა: „დოქტორ კინგს რომ დაეხველებინა ან დაეცემინებინა, იარაღი აორტაში შეაღწევდა… სიკვდილს ერთი ნაბიჯიღა აშორებდა.“

8) 1968 წლის 4 აპრილს, კინგი მოკლა პიროვნებამ, რომელიც FBI-ს ყველაზე საშიშ დამნაშავეთა სიაში №227-ე გახლდათ. 1967 წელს ჯეიმს ერლ რეი გაიქცა მისურის შტატის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ამისათვის ის სატვირთო მანქანაში დაიმალა, რომელსაც პური გაჰქონდა ციხის საცხობიდან. კინგის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ რეის მიესაჯა 99 წელი ბრუშის მთის სახელმწიფო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 1977 წელს რეი გახდა №351-ე FBI-ს ყველაზე საშიშ დამნაშავეთა სიაში, მისი და ექვსი სხვა მსჯავრდებულის ციხიდან გაქცევის შემდეგ. ის სამი დღის შემდეგ დაიჭირეს და მის პატიმრობას დაემატა კიდევ ერთი წელი, რითაც მისი სასჯელის ვადა ას წლამდე გაიზარდა.

9) კინგი, თავისი ცნობილი მიმართვით – „მე მაქვს ოცნება“, 1963 წლის 28 აგვისტოს გამოვიდა ვაშინგტონში.

წყარო: https://www.thegospelcoalition.org/


ამავე კატეგორიის

ნიცშე თუ ბობ დილანი: ბრძოლა 21-ე საუკუნის სულისათვის

28 სექტემბერი, 2022

რამდენიმე ფაქტი, რომელიც უნდა ვიცოდეთ დედოფალ ელისაბედ II-ის...

19 სექტემბერი, 2022

უძველესი ქრისტიანული სიმბოლოები

2 თებერვალი, 2022

ასტროლოგია და ქრისტიანობა

1 თებერვალი, 2022

ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

30 დეკემბერი, 2021

ფერდინანდისა და იზაბელას ბრძანებულება ებრაელთა წინააღმდეგ − 31...

30 სექტემბერი, 2021

კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსის, ნესტორის, დავა ქრისტეს პიროვნების შესახებ

27 სექტემბერი, 2021

რომის პაპმა დაგმო მაისტერ ეკჰარტის დებულებანი

24 სექტემბერი, 2021

პროტესტანტებს პირველად ეწოდათ „პროტესტანტები“ 1529 წელს

16 სექტემბერი, 2021

პირველი ნაშრომი ზიარების შესახებ – რადბერტ პასხაზი

14 სექტემბერი, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    დანიელ კოლენდა – „არსებობს მხოლოდ ერთი სწორი გზა“

    13 მაისი, 2021
  • 2

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 3

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 4

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 5

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები