ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ციტატები

ბიბლიური ციტატები, რომლებიც უნდა წაიკითხოთ მარცხისას და დაცემისას

by ნატალია ჩიქოვანი 20 იანვარი, 2021
20 იანვარი, 2021 4.2K ნახვა

ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ ხოლმე. ხშირად, გამარჯვების ნაცვლად ვმარცხდებით და წამოდგომის მორიგი მცდელობისას კვლავ ვეცემით. ასეთ სიტუაციებში გვგონია, რომ მთელი სამყარო აღდგა ჩვენ წინააღმდეგ, რომ აზრი აღარ აქვს ამდენ ცდას… გვეჩვენება, რომ გარშემო ყველა კმაყოფილი, შემდგარი და ბედნიერია და ამის ფონზე უფრო ნათლად შევიგრძნობთ საკუთარ უსუსურობასა და იმედგაცრუებას. „განსაცდელი და გაჭირვება წამომეწია; შენი მცნებანი სიხარულია ჩემთვის“ (ფსალ. 118:143) – ამბობდა დავითი. მან კარგად იცოდა, რომ უფლის სიტყვა ცოცხალი და მოქმედი იყო მის ცხოვრებაში, რომ ღვთის მცნებებში იყო პასუხი ყველა კითხვაზე და გამოსავალი ყველაზე გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი.

თუ დავითის მსგავსად, დღეს ჩვენც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვიბრძვით და ხშირად ტკივილსა და მარცხს განვიცდით, გვახსოვდეს, რომ მარცხი გამარჯვებისკენ მიმავალ გზაზე გარდაუვალი გაკვეთილია, ეს შანსია – ბრძოლის სტრატეგია უკეთესად დავგეგმოთ, ეს უდიდესი გამოცდილებაა. დაცემა გვასწავლის ფეხზე მყარად დგომის ფასს, ტკივილი კი გვაძლიერებს. განსაცდელი – ეს ისაა, რაც ჩვენს ცხოვრებისეულ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. თუ დღეს ცვლილებებს საჭიროებ, იცოდე, რომ უფლის სიტყვას შესწევს შენი ცხოვრების შეცვლის ძალა!

თუნდაც აღარ აყვავდეს ლეღვი, აღარ გამოისხას ვაზმა მტევანი, გამტყუნდეს ზეთისხილის ნაყოფი, ყანებმა საზრდო არ მოიტანონ, მოწყდეს ფარეხიდან ცხვარი და აღარ დარჩეს ბოსლებში საქონელი, მე მაინც უფალში გავიხარებდი, ჩემი ხსნის ღმერთში ვნახავდი შვებას. უფალი ღმერთია ჩემი ძალა. ირმის ფეხებს შემაბამს და ჩემს გორაკებს მომატარებს.

აბაკუმი 3:17-19

და მითხრა: ‘საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა.’ ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში! ამიტომ ვხარობ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნასა და შევიწროებაში ქრისტეს გულისთვის; ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი!

მე-2 კორინთელთა 12:9-10

ყველაფერში შევიწროებულნი ვართ, მაგრამ არა ვართ დათრგუნულნი. შეწუხებულნი ვართ, მაგრამ არა სასოწარკვეთილნი. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიტოვებულნი. გადაყრილნი ვართ, მაგრამ არა დაღუპულნი.

მე-2 კორინთელთა 4:7-9

და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას, მოთმინება – გამოცდილებას, გამოცდილება კი იმედს, ხოლო იმედი არ არის შემარცხვენელი, ვინაიდან ღვთის სიყვარული ჩაგვეღვარა გულებში, სულიწმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.

რომაელთა 5:3-5

ქანცგამოლეულია ჩემი სხეული და გული, მაგრამ ღმერთია სიმაგრე ჩემი გულისა და ჩემი წილხვედრი უკუნისამდე.

ფსალმუნი 72:26

რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურების ჟამს წაბორძიკდებიან.

იგავნი 24:16

ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც მრავალნაირ განსაცდელში ცვივდებით. რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს. მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველმხრივ უნაკლონი.

იაკობის 1:2-4


ამავე კატეგორიის

ალექსანდრე მაკლარენი – ციტატები

25 თებერვალი, 2023

დევიდ ჰეთევეი – ციტატები

2 ნოემბერი, 2022

მარტინ ლუთერ კინგის ციტატები მშვიდობის, თავისუფლებისა და სიყვარულის...

7 მარტი, 2022

ცნობილ ქრისტიანთა ციტატები იესო ქრისტეს შობის შესახებ

30 დეკემბერი, 2021

ხელახლა შობა – ციტატები

13 ოქტომბერი, 2021

იმედი (ციტატები)

4 ოქტომბერი, 2021

დევიდ იონგი ჩოს გამონათქვამები რწმენის შესახებ

15 სექტემბერი, 2021

ცნობილ ქრისტიანთა გამონათქვამები მონანიებაზე

15 სექტემბერი, 2021

ციტატები რწმენის შესახებ

6 სექტემბერი, 2021

ცნობილ ქრისტიანთა გამონათქვამები ლოცვის შესახებ

12 აგვისტო, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    როგორ ლოცულობდა წინასწარმეტყველი ელისე მტრებზე და რას სთხოვდა ის ღმერთს?

    2 მარტი, 2022
  • 2

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 3

    ,,მილანის ედიქტი“ (Edictum Mediolanense) – 313 წელი

    13 მაისი, 2021
  • 4

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 5

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები