ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
ციტატები

პოლ ვოშერის გამონათქვამები რწმენისა და ღვთისმსახურების შესახებ

by ნინო ხუროშვილი 14 იანვარი, 2021
14 იანვარი, 2021 670 ნახვა

პოლ ვოშერი – ერთ-ერთი ცნობილი ამერიკელი ევანგელისტი მქადაგებელი, დამაარსებელი და დირექტორი მისიონერული საზოგადოებისა HeartCry, რომელიც უამრავ მისიონერს ეხმარება. პოლ ვოშერი ცნობილია თავისი ქადაგებებით დახსნის შესახებ. ის ასევე გახლავთ რამდენიმე წიგნის ავტორი.

რაში გვჭირდება სახელის მოხვეჭა, როცა ღმერთი დიდებას გვპირდება? რატომ უნდა ვეძებდეთ წუთისოფლის სიმდიდრეს, როცა ზეცის საგანძურნი ჩვენია? რატომ უნდა ვიღვწოდეთ წარმავალი და დროებითი გვირგვინის მოსაპოვებლად, როცა ღმერთი წარუვალი და მარადიული გვირგვინის მოსაპოვებლად მოგვიწოდებს?

ახალგაზრდა მქადაგებლებს ვეუბნებოდი, რომ ქადაგებისთვის მათ ღვთის ძალა სჭირდებოდათ. ახლა კი ვეუბნები, რომ ფეხსაცმელზე თასმის შესაკრავადაც კი ღვთის ძალა სჭირდებათ.

კერპთაყვანისმცემლობაა ის, როცა საკუთარი სიხარულის წყარო თავად ხდები. სულის სიღარიბე კი მშვენიერი რამაა…

თითოეული ადამიანი, ვისაც ხვდებით, თქვენი პოტენციური ქრისტესმიერი და ან ძმაა.

მხოლოდ ღამის წყვდიადის ფონზე ჩანს ასე თვალისმომჭრელად ვარსკვლავების ბრწყინვალება და მხოლოდ ადამიანის ცოდვების წყვდიადის ფონზე იკვეთება სახარების დიდებულება.

ღმერთი იმისკენ კი არ მოგვიწოდებს, რომ ქრისტე ჩვენი ცხოვრების დამატებით ნაწილად ვაქციოთ, არამედ მოგვიწოდებს – ვაქციოთ იგი ჩვენს სიცოცხლედ, ჩვენს ცხოვრებად.

ის, რომ ქრისტე უფალია, ზოგისთვის იმედია, ზოგისთვის კი საშინელი კოშმარი, მაგრამ მიუხედავად ჩვენი შეხედულებისა, ეს უცვლელი რეალობაა: ქრისტე უფალია.

თუ ქრისტე არ არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ გიბიძგოთ ბიბლიის მიხედვით ცხოვრებისკენ, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ იცნობთ მას.

არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა დიადი ღვთისმოსავი ადამიანი, არსებობენ მხოლოდ უდიადესი და მოწყალე ღმერთის სუსტი, ურწმუნო და შესაბრალისი ადამიანები.


ამავე კატეგორიის

ალექსანდრე მაკლარენი – ციტატები

25 თებერვალი, 2023

დევიდ ჰეთევეი – ციტატები

2 ნოემბერი, 2022

მარტინ ლუთერ კინგის ციტატები მშვიდობის, თავისუფლებისა და სიყვარულის...

7 მარტი, 2022

ცნობილ ქრისტიანთა ციტატები იესო ქრისტეს შობის შესახებ

30 დეკემბერი, 2021

ხელახლა შობა – ციტატები

13 ოქტომბერი, 2021

იმედი (ციტატები)

4 ოქტომბერი, 2021

დევიდ იონგი ჩოს გამონათქვამები რწმენის შესახებ

15 სექტემბერი, 2021

ცნობილ ქრისტიანთა გამონათქვამები მონანიებაზე

15 სექტემბერი, 2021

ციტატები რწმენის შესახებ

6 სექტემბერი, 2021

ცნობილ ქრისტიანთა გამონათქვამები ლოცვის შესახებ

12 აგვისტო, 2021

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 2

    რა არის ეგზისტენციალიზმი?

    2 ნოემბერი, 2020
  • 3

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 4

    ჯვაროსნული ლაშქრობების პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური შედეგები

    7 ივნისი, 2022
  • 5

    ჩაიკოვსკის „მაკნატუნა“ და მისი შექმნის ისტორია

    30 დეკემბერი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© 2022 | ქრისტიანული არხი. (15+)

ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები