ლოცვა არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ჩემს აზრთა და განზრახვათა დონეზე დავიყვანო და მისი ძალაუფლება მოვაქციო ჩემს უგუნურ და ხანდახან ცოდვილ გაგებათა საზღვრებში. ლოცვა ნიშნავს იმას, რომ აღვიზარდო და ავმაღლდე უფალთან ერთობასა და ერთ შეგრძნებაში და სრულად აღვასრულო მისი მიზანი.
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ღმერთი პასუხს არ სცემს მათ ლოცვებს; ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ავიწყდებათ ის ლოცვები, რომლებზეც ღმერთმა უკვე უპასუხა მათ.
ადამიანები ლოცვას უკანასკნელ თავშესაფრად მივიჩნევთ, მაგრამ ღმერთს სურს, რომ ლოცვა იყოს ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზი. ჩვენ მაშინ ვლოცულობთ, როცა სხვა არაფერი დაგვრჩენია, ღმერთს კი სურს, რომ მანამ ვილოცოთ, სანამ საერთოდ რაიმეს მოვიმოქმედებთ.
როგორც ჩიტისთვის ფრთები და გემისთვის აფრები, იგივეა ლოცვაც სულისათვის.
ცხოვრების უდიდესი ტრაგედია უპასუხოდ დარჩენილი ლოცვა კი არ არის, არამედ აღუვლენელი ლოცვაა.
თუ არ ვლოცულობთ, ჩვენ იმ კალაპოტს ვავიწროებთ, რომლითაც უფლის სიკეთე მოედინება თავისი შვილების ცხოვრებაში.
ქრისტიანობა ლოცვის გარეშე იგივეა, რაც სიცოცხლე სუნთქვის გარეშე.
ლოცვა დავალება არაა, ეს ცხოვრების წესია.
აუცილებელი არაა სალოცავად განკუთვნილ ადგილზე მისვლა, ილოცე, სადაც არ უნდა იყო.
ილოცე იმიტომ, რომ გყავს ზეციერი მამა და არა იმიტომ, რომ ეს სიმშვიდეს განიჭებს, და მიეცი მას დრო, რომ გიპასუხოს.
ლოცვებს, როგორც ჩვენთვის რაღაცის მიღების საშუალებას, ისე ვუყურებთ; ლოცვის ბიბლიური იდეა კი ისაა, რომ ღმერთი გავიცნოთ.
ჯობს, ერთ ადამიანს ვასწავლო ლოცვა, ვიდრე ათ ადამიანს ვასწავლო ქადაგება.
ლოცვა არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი ჩემს აზრთა და განზრახვათა დონეზე დავიყვანო და მისი ძალაუფლება მოვაქციო ჩემს უგუნურ და ხანდახან ცოდვილ გაგებათა საზღვრებში. ლოცვა ნიშნავს იმას, რომ აღვიზარდო და ავმაღლდე უფალთან ერთობასა და ერთ შეგრძნებაში, და სრულად აღვასრულო მისი მიზანი.
ის, ვინც ხშირად დგება მუხლებზე ღმერთის წინაშე, სხვებზე მტკიცედ დგას ფეხზე.
ნაკლები ელაპარაკეთ ადამიანებს, მეტი ელაპარაკეთ ღმერთს. ნაკლებად უსმინეთ ადამიანებს, მეტად უსმინეთ ღმერთს.
ლოცვისას უმჯობესია, ღმერთის წინაშე წარდგე უსიტყვო გულით, ვიდრე უგულო სიტყვებით.
ლოცვა ღმერთს არ ცვლის, ის მე მცვლის.
ლოცვა იქ არის, სადაც მოქმედებაა.
იყავი თავმდაბალი. ილაპარაკე ცოტა, მაგრამ იფიქრე და ილოცე ბევრი.
ლოცვა ბიბლიის შესწავლის გარეშე ცარიელი იქნებოდა, ბიბლიის შესწავლა ლოცვის გარეშე კი – ბრმა.
ლოცვა უბრალოდ ღვთის წინაშე გულის გადმოღვრას როდი ნიშნავს… ლოცვა ნიშნავს ღვთისკენ მიმავალი გზის პოვნას და ღმერთთან ლაპარაკს, მიუხედავად იმისა, გული სავსე გაქვთ თუ ცარიელი.
ჩვენ ისევე მკაცრად და სერიოზულად გვიბრძანებს ღმერთი ლოცვას, როგორც სხვა დანარჩენს… არა კლა, არ იქურდო… ჩვენ უნდა ვლოცულობდეთ, გვაქვს ამის სურვილი თუ არა.
ან შფოთვა განდევნის ლოცვას, ან ლოცვა განდევნის შფოთვას.
როდესაც არ შეგვიძლია ლოცვა ისე, როგორც უნდა ვლოცულობდეთ, კარგი იქნება, თუ ვილოცებთ ისე, როგორც შეგვიძლია.
ლოცვა იყო და არის ადამიანის სულის თანდაყოლილი და ყველაზე ღრმა იმპულსი.
მჯერა, რომ ლოცვა ადამიანის სულიერი საზომია.
ლოცვა ღვთის მიმართ ჩვენი რწმენის უმაღლესი გამოხატულებაა.