ადამიანის უფლებათა დაცვის ჯგუფი „ADF International“-ი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოეხმაუროს ავღანეთში მყოფი რელიგიური უმცირესობების რთულ სიტუაციას და მათ შორის მყოფ ათი ათას ქრისტიანს, რომლებიც ახლა სასიკვდილო საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავღანეთის დატოვება.
ორგანიზაციის თქმით, ქრისტიანთა უმეტესობას ბრალი ისლამის უარყოფაში ედება; ეს კი, შარიათის კანონის მიხედვით, სიკვდილით ისჯება.
ადამიანის უფლებათა დაცვის სააგენტო მოუწოდებს ამერიკასა და საერთაშორისო თანამეგობრობას, გამოიჩინოს ყურადღება დევნილ უმცირესობათა მიმართ, რათა მათ უსაფრთხოდ დააღწიონ თავი ქვეყანას.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „Open Doors“-ის თანახმად, ავღანეთი მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე საშიში ქვეყანაა ქრისტიანებისთვის და მანამდეც ასე იყო, ვიდრე თალიბები მოიპოვებდნენ ქვეყანაში კონტროლს.