პანდემიის გამო გამოცხადებული სოციალური დისტანციის დაცვის მოთხოვნის მიუხედავად ათასობით ქრისტიანი შეიკრიბა შაბათს პორტლენდში უფლის სადიდებლად, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე არეულობა დაიწყებოდა ქალაქის მეორე ნაწილში.
თაყვანისცემის საღამოს უძღვებოდა ქრისტიანი მუსიკოსი შონ ფოიქტი, რომელმაც მანამდეც რამდენჯერმე გამართა მსგავსი შეხვედრები კალიფორნიის სანაპიროზე მიუხედავად კოვიდ-19-ის გამო დაწესებული აკრძალვებისა.
„თეთრკანიანები, შავკანიანები და ლათინოამერიკელები მოვედით და ვიმღერეთ იმედის სიმღერა ქალაქისათვის. ადამიანებმა მოისმინეს ქრისტეს შესახებ და საკუთარი ცხოვრება მიუძღვნეს მას. უამრავი მათგანი აქვე მდინარეში მოინათლა. წუხელ დიდი სიხარული სუფევდა ქალაქის ქუჩებში“, განაცხადა მუსიკოსმა. მისი თქმით, 4 ათასიდან 7 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი ღია ცის ქვეშ გამართულ ღვთისმსახურებაზე.
ქალაქში უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს გამოსვლები და ხდება ძალადობრივი აქტები, რაც მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა.
„ჩვენ გვჯერა, რომ ეკლესიას შეუძლია შეცვალოს მდგომარეობა“, თქვა შონ ფოიქტმა.