უამრავი ქრისტიანი და არაქრისტიანი შეიკრიბა ჯორჯ ფლოიდის მემორიალის ადგილას, სადაც სულიწმიდამ მრავალი ადამიანის გული განკურნა, უამრავმა მათგანმა მიიღო ხსნა და მოინათლა კიდეც შუა ქუჩაში.
„აჯანყებიდან აღორძინებამდე“ ‒ ასე უწოდებს დოქტორი კარუკუ იმ გეზს, რომელიც ამ ნაბიჯის მეშვეობით აიღეს ქალაქ კენოშაში და რომელმაც განაპირობა უამრავი ადამიანის გულისა და გონების განკურნება სახარების მეშვეობით.
საკუთარი „ფეისბუკის“ გვერდზე ხუცესმა კარუკუმ აღნიშნული შეკრების ამსახველი სურათები გამოაქვეყნა, რომელსაც სამადლობელი ტექსტიც დაურთო თან. ხუცესი ამ ხალხისთვის დიდებას და მადლობას უძღვნის ღმერთს.
„დიდება უფალს! დაე, მოვიდეს მისი კურნება ადამიანებზე!“ ‒ აცხადებს იგი.