ქალი, რომელიც ტრანსგენდერ კაცად არის აღიარებული, სასამართლოში უჩივის მერილენდის კათოლიკურ საავადმყოფოს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა ჰისტერექტომიის შესრულებაზე.
„მას შემდეგ რაც საავადმყოფომ უარი განაცხადა ოპერაციის ჩატარებაზე, ჰამონსი ძალიან გაბრაზდა და თავს გრძნობდა შეშინებულად, შოკირებულად და განადგურებულად.” – ნათქვამია სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
სარჩელის თანახმად, 33 წლის ჯესი ჰემონსის ქირურგმა ჰისტერექტომია დაგეგმა 2020 წლის 6 იანვარს, თუმცა ეს ოპერაცია გააუქმა მერილენდის უნივერსიტეტის წმინდა ჯოზეფის სამედიცინო ცენტრმა(UM SJMC) კათოლიკური რწმენიდან გამომდინარე.
ჰამონსი და ACLU აცხადებენ, რომ ამ დოქტრინის გამოყენება იყო “დისკრიმინაციული და არაკონსტიტუციური”. ისინი თვლიან, რომ ეს ოპერაცია აუცილებელია, გენდერული დისფორიით გამოწვეული დისტრესის სამკურნალოდ და ზრუნვის სტანდარტების დასადგენად, რომლებიც შემუშავებულია ტრანსგენდერთა ჯანმრთელობის მსოფლიო პროფესიონალური ასოციაციის მიერ.
საავადმყოფო აცხადებს, რომ მათ ვერ შეძლეს ოპერაციის ჩატარება, რადგან ისინი მიჰყვებიან კათოლიკური ჯანმრთელობის დაცვის სამსახურების ეთიკურ და რელიგიურ მიმართულებებს, რომელიც დაადგინეს აშშ-ში კათოლიკე ეპისკოპოსების კონფერენციაზე.
არსებობს სახელმძღვანელო მითითებები, რის მიხედვითაც იზღუდება და იკრძალება ჯანმრთელი ორგანოების მოკვეთა, ეს კანონი ეხება აშშ–ის ყველა კათოლიკურ საავადმყოფოს.
ცნობილია, რომ კალიფორნიაში კიდევ ერთი ტრანსგენდერი ადამიანი უჩივის კათოლიკურ საავადმყოფოს დისკრიმინაციის გამო, რომელმაც ასევე უარი თქვა ჰისტერექტომიის შესრულებაზე.
ვესლი სმიტი, ბიოეთიკოსი და Discovery Institute of Human Exceptionalism- ის ცენტრის უფროსი თანამშრომელი, სასამართლო პროცესებს თვალყურს ადევნებს. თავის მიმოხილვაში იგი ამბობს, რომ საავადმყოფომ უარი განაცხადა ოპერაციაზე არა იმიტომ, რომ პაციენტი ტრანსგენდერი იყო, არამედ იმიტომ, რომ ის მოითხოვდა ჯანმრთელი ორგანოს მოკვეთას.
„კათოლიკური ზნეობრივი პრინციპები მხოლოდ სხეულის იმ ნაწილების ამოღების უფლებას იძლევა, რომლებიც პათოლოგიურია და სჭირდება მოშორება. თუ პაციენტს, მაგალითად, საშვილოსნოს სიმსივნე ექნებოდა, ოპერაციის ჩატარება არ იქნებოდა პრობლემა.” – წერს იგი.
სმიტმა ასევე აღნიშნა, ის თუ რამხელა როლს ასრულებენ კათოლიკური საავადმყოფოები, დაბალშემოსავლიანი ოჯახების ჯანმრთელობის დაცვაში.
“მრავალი ჰოსპიტალი შეიძლება დაიხუროს, მანამ სანამ მათ აიძულებენ წავიდნენ კათოლიკური დოქტრინის წინააღმდეგ, ეს კი გამოიწვევს იმას, რომ მრავალი ადამიანი ვეღარ შეძლებს მიიღოს ის მაღალი დონის ზრუნვა და მკურნალობა, ასეთ მისაღებ ფასად.”- აღნიშნა სმიტმა.