ამერიკულმა საგამომცემლო კომპანიამ DeWard Publishing Company ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება საინფორმაციო პორტალ «The Stream»-ის მთავარი რედაქტორის ტომ გილსონის ახალი წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით. წიგნის სახელწოდებაა „მეტისმეტად კარგი იმისათვის, რომ სიცრუე იყოს: როგორ ამტკიცებს იესოს შეუდარებელი პიროვნება მის ნამდვილობას“ (Too Good to Be False How Jesus’ Incomparable Character Reveals His Reality) უკვე 1-ლი აგვისტოდან იქნება ხელმისაწვდომი Amazon-ზე.
როგორც თავად ავტორმა აღნიშნა, მას სურს, რომ ადამიანებმა გაიგონ იესო ქრისტეს დიდებულებისა და იმ ჭეშმარიტების შესახებ, რომელსაც ის ასწავლიდა ხალხს. ანონსში ნათქვამია, წიგნის წაკითხვის შემდეგ ქრისტიანები სხვანაირად დაინახავენ იესო ქრისტეს, ხოლო სკეპტიკოსები აღმოაჩენენ, რომ მისი ქმედებანი მეტისმეტად უნიკალური და თანმიმდევრულია იმისათვის, რომ ეს ყოველივე ყალბი და ცრუ იყოს.
როგორც ბესტსელერების ავტორმა (New-York Times-ის ვერსიით) და რადიო-წამყვანმა ერიკ მეტაკსასმა აღნიშნა, წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ იესოს ისტორია უბრალოდ ისტორია კი არ არის, არამედ ეს ჭეშმარიტებაა.
კოლსონის სახელობის ქრისტიანული მსოფლმხედველობის ცენტრის უფროსი თანამშრომელი, ბიოლის უნივერსიტეტთან არსებული ტალბოტის თეოლოგიური სკოლის აპოლოგეტიკის პროფესორი და არაერთი წიგნის ავტორი ჯეიმს უორნერ უოლასი კი ამბობს, რომ ტომ გილსონი იკვლევს იესო ქრისტეს პიროვნებას და ამტკიცებს, რომ მხსნელის ბიბლიური აღწერილობა მეტისმეტად თანმიმდევრულია იმისათვის, რომ ეს ვინმეს წარმოსახვის ნაყოფი იყოს.
„თავის წიგნში ტომ გილსონი განმარტავს, თუ რატომ არ ყოფილა ქრისტე უბრალოდ მასწავლებელი. მისი პიროვნება, რომელიც ღვთისმოშიშებას გვგვრის, და ასევე მისი სწავლებანი გვარწმუნებს მის ღვთაებრივ ბუნებასთან დაკავშირებით. ტომ გილსონმა მარტივი ენით განმარტა, რატომ არ შეიძლება იესო მითი ან ლეგენდა იყოს. ეს წიგნი შეიძლება ყველაზე გასაოცარი და გამოსაფხიზლებელი წიგნი აღმოჩნდეს, რომელსაც წელს წაიკითხავთ!“ – შეაჯამა კოლორადოს ქრისტიანულ უნივერსიტეტთან არსებული სტრობელის ცენტრის დირექტორმა ლი სტრობელმა.