ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები
მსოფლიო

ბენ კარსონი ჯ. ფლოიდის სიკვდილით გამოწვეული შედეგების შესახებ: „ქრისტეს სიყვარული გვაერთიანებს“

by ნინო ხუროშვილი 14 ივნისი, 2020
14 ივნისი, 2020 315 ნახვა

„ძმობა რწმენიდან მოდის. აი, ეს გარდაგვქმნის. არა სიმწარე. არა სიძულვილი. არა ძალადობა“.

მაშინ, როცა დოქტორმა მარტინ ლუთერ კინგმა ეს სიტყვები წარმოთქვა („მე მაქვს ოცნება“), ბენ კარსონი 11 წლის იყო, მაგრამ პატარა ბენმა უკვე იცოდა, რას ნიშნავდა ხალხის მხრიდან ის მოპყრობა, რაც კანის ფერით იყო გამოწვეული, თუმცა შემდეგ, ცხოვრების განმავლობაში, გააცნობიერა, რომ კანის ფერზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ განსაზღვრავდა მის პიროვნებას და ეს იყო ღმერთთან ურთიერთობა.

„ღმერთთან ურთიერთობა მასწავლის იმას, რომ ყველას უნდა ვაპატიო და სიძულვილს უფლება არ მივცე გაიზარდოს“, თქვა კარსონმა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ნეიროქირურგი გახლდათ წლების განმავლობაში, ხოლო ახლა საცხოვრებელი სახლების მშენებლობისა  და საქალაქო განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელია.

„არ მინდა მქადაგებელივით გამომივიდეს, მაგრამ ერთადერთი გამოსავალი ადამიანთა გულების შეცვლაა და თუ ამას არ გავითავისებთ, ყველაფერი მხოლოდ გარეგნული შელამაზება იქნება და მეტი არაფერი. არავის უნდოდა კიდევ ერთი უაზრო ტრაგედია, მაგრამ ახლა უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ აქედან რაღაც ვისწავლოთ. ნამდვილად შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა, იმისათვის, რომ აღვადგინოთ დანგრეული ურთიერთობები ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ, ამასთან, იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ყველაზე დიდი სამოქალაქო ცვლილება, რომელიც ოდესმე მომხდარა ამ ქვეყანაში, გახლავთ მარტინ ლუთერ კინგის მიერ განხორციელებული ცვლილება სრულიად არაძალადობრივი გზით. სწორედ ეს უნდა ისწავლოს ხალხმა.

დაივიწყეთ ის, რომ მუდამ სხვებს ადანაშაულებთ იმის გამო, რაც ხდება. ყოველთვის ვამბობ: ‘სარკეში ჩაიხედე და საკუთარ თავს ჰკითხე: პრობლემის ნაწილი ხარ თუ პრობლემიდან გამოსავლის?’

ჩვენ ვაცხადებთ, რომ პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს, მთავრობამ უნდა იმოქმედოს, ან ქალაქის მერმა უნდა გააკეთოს ესა და ეს… არა, ეს თქვენ უნდა გააკეთოთ, თქვენ უნდა იმოქმედოთ. დაიწყეთ მოქმედება ახლავე. დაიწყეთ საკუთარი თავით თქვენს საკუთარ სახლში… ეხმარებით მოყვასს და ხელს უწყობთ მის უკეთეს პიროვნებად ქცევას? თუ სიტუაციას უფრო ამწვავებთ? თუ ყველანი დავიწყებთ ამაზე ფიქრს, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება.

მედია თუ საზოგადოება გვიბიძგებს თითი სხვისკენ გავიშვიროთ, იქნება ეს თეთრი სახლი თუ გუბერნატორის უწყება და ვთქვათ, რომ ეს მათ უნდა მოაგვარონ პრობლემა, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ ეს ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმისათვის, რაც აქ ხდება.

ჩვენ ქრისტეს სიყვარული გვაერთიანებს და ეს სიყვარული მოახდენს საზოგადოებაზე დიდი გავლენას, მაგრამ როგორც კი ქრისტეს საკუთარი ცხოვრების ცენტრიდან გვერდზე გასწევთ, იძულებული ხართ, რომ ის სხვა რამით ჩაანაცვლოთ. და ეს „სხვა რამე“ ნამდვილად არ იქნება რაღაც კარგი. ის სიყვარულს კი არა, არამედ სიძულვილსა და შურისძიების სურვილს აღვივებს და ეს იწვევს შედეგად იმას, რასაც დღეს ვხედავთ. უყურებთ და ხედავთ იმ სიძულვილს, რომელსაც ადამიანები ავლენენ პოლიციელების მიმართ. ისინი მზად არიან მოკლან რომელიმე მათგანი მხოლოდ იმიტომ, რომ უნიფორმა აცვიათ და ამასთან, საერთოდ არ იცნობენ მათ და არც ურთიერთობა აქვთ მათთან. საიდან მოდის ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, არა იუდეურ-ქრისტიანულ ფასეულობათაგან, რომელთა საფუძველზეც ჩამოყალიბდა ეს ქვეყანა.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: ‘რა არის ჩემი გავლენის სფერო?’ ქრისტეს მსგავსად მოიქეცით ადამიანებთან – მეგობრებთან, თანამშრომლებთან, ყველასთან, ვისთანაც ურთიერთობა გაქვთ. ეს დიდად შეცვლის მათ დამოკიდებულებას თქვენდამი და ასევე სხვებისადმი. დიდი შეცდომაა აზრი იმის შესახებ, თითქოს ჩვენ არ შეგვეძლოს მსოფლიოს შეცვლა საკუთარი ოჯახებში, არადა ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ ცვლილებები, სწორედ ჩვენი ოჯახებია.


ამავე კატეგორიის

ქრისტიანმა რეპერმა ლეკრაემ „გრემის“ კიდევ ორი ჯილდო მოიპოვა

7 თებერვალი, 2024

ცნობილი ამერიკელი მებრძოლი ჰალკ ჰოგანი მოინათლა

22 დეკემბერი, 2023

იერუსალიმში შილოახის აუზის კიბეები აღმოაჩინეს

14 სექტემბერი, 2023

ცნობილი ქრისტიანული ტელევიზიის, „CBN”-ის, დამაარსებელი პეტ რობერტსონი გარდაიცვალა

9 ივნისი, 2023

ტიმ კელერი – ცნობილი ამერიკელი ხუცესი და თეოლოგი...

20 მაისი, 2023

უძველესი ებრაული ბიბლია აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

18 მაისი, 2023

ნიგერიაში მუსლიმანებმა ქრისტიანი სტუდენტი ჩაქოლეს

23 მაისი, 2022

17 აპრილს ქრისტიანების დიდმა ნაწილმა აღდგომა იზეიმა

18 აპრილი, 2022

ჩინეთში სიტყვის „ქრისტე“ გამოყენება მედიაში აიკრძალა

8 აპრილი, 2022

ბუჩაში მოკლული უიარაღო მქადაგებელი

6 აპრილი, 2022

კვირის პოპულარული სტატიები

  • 1

    ციტატები რწმენის შესახებ

    6 სექტემბერი, 2021
  • 2

    ბიბლიური ციტატები, რომლებიც შიშის დაძლევაში დაგეხმარებათ

    12 იანვარი, 2021
  • 3

    რა არის ნიჰილიზმი?

    28 ოქტომბერი, 2020
  • 4

    დევიდ ჰეთევეი: ჩემი ღმერთი სასწაულების ღმერთია!

    31 ოქტომბერი, 2022
  • 5

    ფრაზები, რომელთა მოსმენაც ბავშვებს ყოველთვის სჭირდებათ მშობლებისგან

    18 მაისი, 2021

ჩვენი ვებგვერდები

ქრისტიანული ფილმები
ქრისტიანული რადიო
ქრისტიანის ბლოგი
ქრისტიანობა.GE

ჩვენი პროექტები

სუპერწიგნი (ანიმაცია)
კონფესიები საქართველოში
მქადაგებლები
პილიგრიმის მოგზაურობა

პარტნიორები

ონლაინ ბიბლია
ბიბლიის სიმფონია
მსახურებების განრიგი
აუდიო ბიბლია

კონტაქტი

გახდი მხარდამჭერი
ჩვენი მისია
ჩვენ შესახებ
კონტაქტი

© | ქრისტიანული არხი


ქრისტიანული არხი
  • ახალი ამბები
    • საქართველო
    • მსოფლიო
    • რეპორტაჟები
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • ინტერვიუ
    • გამოკითხვა
    • ეკლესია & მსახურება
  • სტატიები
    • ქრისტიანული საკითხები
    • ანალიტიკური სტატიები
    • კითხვა – პასუხი
    • საინტერესო ფაქტები
    • შემეცნებითი
    • ცნობილი ადამიანები
    • ციტატები
    • რჩევები
    • ურთიერთობები
  • მქადაგებლები
  • ვიდეო
    • ქადაგებები
    • საგალობლები
    • აპოლოგეტიკა
    • ვიდეორგოლები
    • ანიმაციები
    • სამოტივაციო
    • სოციალური
    • დამოწმებები
  • გადაცემები