აშშ-ის სენატის კაპელანმა ორშაბათს აღვლენილი ლოცვისას ღმერთს სთხოვა, „დაეცვა ამერიკელი ერი სიძულვილის, ცოდვისა და სასოწარკვეთილებისაგან.“
ბერი ბლეკმა, რომელიც 2003 წლიდან სენატის კაპელანია, ლოცვა აღავლინა ორშაბათს სენატის სესიის დაწყებამდე.
„მარადიულო ღმერთო, შენ, რომელმაც ჭურჭელში მოათავსე ჩვენი ცრემლები, დღეს ვტირით! ვტირით, რადგან თითოეული ადამიანის სიკვდილი გვაკნინებს. ვტირით, რადგან ვიზიარებთ ჯორჯ ფლოიდის ოჯახის მწუხარებას. ვტირით, რადგან დაგვიანებული სამართალი უარყოფილი სამართალია. ვტირით იმ კატასტროფული შედეგების გამო, რომლებიც მშვიდობიან პროტესტს მოჰყვა. ვტირით ჩენი ცოდვების გამო. ვტირით, რადგან ვიცით, რომ შენც ტირი. ღმერთო, გამოიყენე ჩვენი კანონმდებლები შენი დიდებისათვის. ვლოცულობთ შენი მოწყალე სახელით, ამინ!“ ‒ ილოცა ბლეკმა.
ბლეკი, რომელიც მეშვიდე დღის ადვენტისტია, გახლავთ ავტორი ხუთი წიგნისა, მათ შორის, From the Hood to the Hill: a Story of Overcoming (2006).