„ვფიქრობ, რომ ბიბლია ჩვენი პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, მხოლოდ მის შემდეგ მოდის კონსტიტუცია ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, კონსტიტუცია დაარსდა სწორედ ბიბლიურ პრინციპებზე და ჩვენი მიზანია, ხალხი დაფიქრდეს ამაზე.“ – განაცხადა ტეხასელმა სენატორმა ტედ კრუზმა ბიბლიის ყოველწლიურ მარათონთან დაკავშირებით.
32-ე ყოველწლიური ბიბლიის კითხვის მარათონი დაიწყო აშშ-ში 1-ელ მაისს, ადგილობრივი დროით 2 საათზე და დღეს დასრულდება. ღონისძიების პირდაპირი ტრანსლაცია ხორციელდება DCBibleMarathon.org-ზე და მასში მონაწილეობას სასულიერო პირების გარდა, კონგრესის წევრებიც იღებენ.
მარათონის მონაწილე ტეხასელმა სენატორმა ტედ კრუზმა ერთწუთიანი ვიდეომიმართვა ჩაწერა და ადამიანებს მოუწოდა ბიბლიის კითხვისკენ.
მარათონს საფუძველი დოქტორმა ჯონ ჰეშმა და კორინთია ბუნმა ჩაუყარეს 1990 წელს. ყოველ წელს მარათონი კაპიტოლიუმში ტარდება, რადგან ორგანიზაციის ხედვაა, საჯაროდ წაიკითხოს ღვთის წმინდა სიტყვა ერის საკანონმდებლო შენობაში, რათა შეახსენოს ამერიკელ ერს და მთავრობის წევრებს, რომ ეს ქვეყანა და მისი კონსტიტუცია ბიბლიის ფუნდამენტზე დგას.